თეთრი ბატი

ფრინველი ბატისნაირთა რიგისა
(გადამისამართდა გვერდიდან Anser caerulescens)

თეთრი ბატი[1][2] (ლათ. Anser caerulescens) — ფრინველი ბატისნაირთა რიგისა.

თეთრი ბატი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ფრინველები
რიგი:  ბატისნაირნი
ოჯახი:  იხვისებრნი
გვარი:  ბატი
სახეობა:  თეთრი ბატი
ლათინური სახელი
Anser caerulescens (Linnaeus, 1758)
სინონიმები
  • Chen caerulescens (Linnaeus, 1758)[1]
  • Anser hyperboreus (Pallas, 1769)
  • Chen hyperborea (Pallas, 1769)
ქვესახეობები
  • A. c. caerulescens (Linnaeus, 1758)
  • A. c. atlanticus (Kennard, 1927)
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 22679896
გავრცელება ჩრდილოეთ ამერიკაში

  გამრავლება
  გამოზამთრება

შედარებით მოკლეკისერა და ჯმუხი ბატია. მისი სხეულის სიგრძეა 66-84 სმ, მასა 2,5-3,3 კგ, ფრთის შლილი 132-165 სმ. შეფერილია თითქმის მთლიანად თეთრად, ფრთების ბოლოები შავია; არსებობს მისი მუქი რუხი ფორმა, თეთრი თავითა და ყელით, დაჰკრავს ცისფერი ელფერი. ასეთი სახის ბატები, ძირითადად, არეალის სამხრეთ ნაწილში გვხვდება. წყვილებში სხვადასხვა ფორმის (ფერის მიხედვით) ბატები ერთმანეთს იშვიათად ხვდებიან, ვიდრე ერთნაირფორმიანები. ნისკარტი და ფეხები მოწითალოა. თეთრი ფორმის მოზარდი ბატები ღია რუხები არიან, ცისფრისა — მუქი რუხი; ორივეს მუქი ნისკარტი და ფეხები აქვს. ბუმბულის მოკაზმულობა აგრეთვე შეფერილობის ინტენსივობით განსხვავდება.

გავრცელებულია ჩრდილოეთ ამერიკაში ბაროუს კონცხიდან (ალასკა) აღმოსავლეთით ბაფინის მიწამდე და ჰუდსონის ყურის სანაპირომდე; კუნძულებზე: ვიქტორია, ბანქსი, უელსის პრინცის, ელსმირი, საუთჰემპტონი, დევონი, სომერსეტი, ბაილოტი, აქსელ-ჰაიბერგი; სამხრეთით მდინარე მაკენზის დელტამდე, ანდერსონისა და პერის ხეობებამდე, ჩრდილო-აღმოსავლეთ მანიტობამდე, ჩრდილოეთ ონტარიომდე, ჯეიმზის ყურემდე; გრენლანდიის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროზე; რუსეთშივრანგელის კუნძულზე,[2] მცირე რაოდენობით არარეგულარულად ბუდობს ჩუკოტკის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთ სანაპიროს დასავლეთ ნაწილში და კუნძულ აიონზე.

ცნობილია შერეული წყვილები და ჰიბრიდები მცირეარეალიან კანადურ როსის ბატთან (A. rossii), რომელიც თეთრი ბატის შემცირებულ ასლს წარმოადგენს. თეთრი ბატები (მათ შორის აზიურებიც) იზამთრებენ აშშ-ის ზომიერ და სუბტროპიკულ განედებში, მრავალათასიან გუნდებად იკრიბებიან სანაპირო ლაგუნებსა და აგროლანდშაფტებში. შორეული გადაფრენები ევროპის, ციმბირის, რუსეთის ევროპული ნაწილის მიმართულებით მრავალგზის დაფიქსირებულა. ბუდობენ მჭიდრო კოლონიებად (ხშირად რამდენიმე ათეული ბუდე). გამრავლების წარმატება მნიშვნელოვნად დამოკიდებულია გაზაფხულზე ბუდობის დასაწყისში სიცივის დაბრუნებასა და თოვაზე, ლემინგების რაოდენობასა და ყარსაღების, მეზღვიების, თოლიების აქტივობაზე, რომლებიც ზიანს აყენებენ ბატების ბუდეებს. ამერიკაში მასობრივი სანადირო ფრინველია, რუსეთში იგი წითელი წიგნიდან ამოიღეს რიცხოვნობის ზრდისა და კონტინენტზე წარმოშობილი ახალი კოლონიების გამო.

ცნობილია ორი ქვესახეობა: დიდი თეთრი ბატი (A. c. atlanticus) და მცირე თეთრი ბატი (A. c. caerulescens).

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Степанян Л. С. Конспект орнитологической фауны России и сопредельныхтерриторий М.: Академкнига, 2003, 808с.
  • Коблик Е. А. Разнообразие птиц (по материалам экспозиции Зоологического музея МГУ),ч. 1. М.: изд-во МГУ. 2001. 384 с.
  • Линьков А. Б. Охотничьи водоплавающие птицы России ГУ «Центрохотконтроль», 2002 - 268 с. с илл.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 კუტუბიძე მ., ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია, თბ.: „მეცნიერება“, 1973. — გვ. 22, 103, 189.
  2. 2.0 2.1 ანთაძე ნ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 228.