მეზღვიასებრნი
მეზღვიასებრნი (Stercorariidae) — ფრინველთა ოჯახი მეჭვავიასნაირთა რიგისა. მოიცავს 2 გვარს: Stercorarius (3 სახეობა) და Catharacta (1 სახეობა). საქართველოში შავი ზღვის სანაპირო ზოლში იშვიათად გვხვდება მოკლეკუდა მეზღვია (Stercorarius parasiticus), როგორც შემომფრენი ფორმა. მეზღვიასებრნი ბინადრობს ტუნდრასა და ზღვების სანაპიროებზე. დედალი 2 კვერცხს დებს, ინკუბაცია გრძელდება 28-30 დღეს. იკვებებიან თევზებით, უხერხემლოებით, მღრღნელებით, კენკრით. ანადგურებენ სხვა ფრინველების ბუდეებსაც.
მეზღვიასებრნი | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Stercorariidae | ||||||||||||
|
ლიტერატურა
რედაქტირება- ჟორდანია რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 547.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Skua videos დაარქივებული 2016-04-11 საიტზე Wayback Machine.