სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბანქსი.

ბანქსი — ერთ-ერთი უდიდესი კუნძული კანადის არქტიკულ არქიპელაგში, კუნძული მიეკუთვნება ჩრდილო-დასავლეთი ტერიტორიის რეგიონს ინვიკის. ბანქსი კუნძულ ვიქტორიიდან გამოყოფილია პრინც უელსის სრუტით, ხოლო სამხრეთიდან, კონტინენტიდან გამოყოფილია ამუნდსენის ყურის მეშვეობით. კუნძულს დასავლეთიდან ესაზღვრება ბოფორტის ზღვა. ჩრდილოეთის კუნძულებიდან ბანქსი გამოყოფილია მაკკლურის სრუტის მეშვებით. კუნძულის უდიდესი დასახლებული პუნქტია საჩ-ჰარბორი, აქ 2006 წლის აღწერის შედეგად 122 ადამიანი სახლობს. დასახლებული პუნქტის სიახლოვეს მდებარეობს, კუნძულის უმნიშვნელოვანესი აეროპორტი საჩ-ჰარბორი.

კუნძულ ბანქსის რუკა.

კუნძულს სახელი "ბანქსი" დაერქვა სერ ჯოზეფ ბანქსის პატივსაცემად, ჯოზეფ ბანქსი ამ ტეიტორიებს იკვლევდა 1820 წელს. მოგვიანებით ამ მიდამოებში მოეწყო რობერტ მაკკლურის ექსპედიცია, მან ამ ადგილებში სხვა მრავალი კუნძული აღმოაჩინა.

კუნძულ ბანქსის ფართობი შეადგენს 70,028 კმ²-ს, ამ კუნძულს მსოფლიოში 24 ხოლო კანადაში მეხუთე ადგილი უკავია ფართობის მხრივ. ბანქსი დაახლოებით 380 კილომეტრითაა დაცილებული კანადის კონტინენტურ ნაწილს. კუნძულის ძირითადიდი ნაწილი, ბუნებრივი პირობებიდან გამომდინარე თითქმის მთელი წელი ყინულითაა დაფარული. ამ ტერიტორიაზე მიედინება მდინარე ტომსონი, აქ აგრეთვე მდებარეობს ოლავიკას ეროვნული პარკი, ეს ტერიტორია ეროვნულ პარკად 1992 წლიდანაა გამოცხადებული.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება