ამუნდსენის ყურე
ამუნდსენის ყურე — მდებარეობს კანადის ჩრდილო-დასავლეთ ტერიტორიაში, ბანქსის კუნძულებს, კუნძულ ვიქტორიასა და მატერიკს შორის. მისი სიგრძე დაახლოებით 400 კმ-ია, სიგანე 150 კმ. ესაზღვრება ბოფორტის ზღვა.
ყურეს 1903-1906 წლებში იკვლევდა ნორვეგიელი მკვლევარი რუალ ამუნდსენი. ყურე მდებარეობს წყნარი და ატლანტის ოკეანის დამაკავშირებელი, ცნობილი ჩრდილო-დასავლეთის მარშრუტის დასავლეთით. წელიწადის უმეტეს დროს, ყურე ყინულებითაა დაფარული.