ამერიკული ანჰინგა
ამერიკული ანჰინგა (ლათ. Anhinga anhinga) — ფრინველი ანჰინგისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძეა 85 სმ, მასა 1350 გ, ფრთის შლილი 117 სმ, ნისკარტის სიგრძე 81 სმ. აქვს პატარა თავი და გრძელი კისერი, რომლის მე-8 და მე-9 მალას აქვს მოღუნვის უნარი, რისი დახმარებითაც ადვილად იჭერს თევზს. თითებს შორის აქვს საცურაო აპკები, რითაც ადვილად ცურავს და ხეებსა და ბუჩქებზეც ჩერდება. ახასიათებს სქესობრივი დიმორფიზმი: მამლები შეფერილნი არიან მონაცრისფრო-შავად, ზურგის უკანა და ფრთების გარე მხარეებზე დაჰკრავს ვეცხლისფერი იერი; დედლების კისერი და თავი ღია ყავისფერია, დანარჩენი — იგივე; ბარტყები მთლინად ყავისფერები არიან. გავრცელებულია ჩრდილოეთ (აშშ, მექსიკა) და ცენტრალურ ამერიკაში (კოლუმბიიდან ეკვადორამდე, სამხრეთით კი — არგენტინმდე), მათ შორის კუბაზეც. აშშ-ის ჩრდილოეთ შტატების ინდივიდები აქ მარტ–აპრილიდან დეკემბრამდე რჩებიან, შემდეგ სამხრეთ შტატებსა და მექსიკაში მიგრირებენ. ბინადრობს მტკნარწყლოვან, იშვიათად — მცირე მარილიანობის მქონე წყალსატევებთან. იკვებება უმთავრესად თევზით, ზოგჯერ უხერხემლოებით და მწერებით. ჯვარდება 2 წლის ასაკიდან. მონოგამური ფრინველია. 1-3 დღეში ერთხელ დებს თითო-თითო კვერცხს, აღწევს 2–6, საშუალოდ — 4 ცალს. ისინი მომწვანო ან მოცისფროები არიან. ინკუბაცია 25–30 დღე-ღამე გრძელდება. სამი კვირის ბარტყები ბუდიდან ტოტებზე გადადიან, ექვსი კვირის შემდეგ ბუმბულით იმოსებიან. კიდევ რამდენიმე კვირის განმავლობაში მათზე მშობლები ზრუნავენ.[1][2]
ამერიკული ანჰინგა | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
მამალი | |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Anhinga anhinga (Linnaeus, 1766) | |||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ IUCN 3.1 Least Concern : 22696702 | |||||||||||||||
გავრცელება | |||||||||||||||
|
ლიტერატურა
რედაქტირება- Kearns, L. 2001. „Anhinga anhinga“ (On-line), Animal Diversity Web. Accessed November 26, 2006 at animaldiversity.ummz.umich.edu