ანჰინგისებრნი
ანჰინგისებრნი (ლათ. Anhingidae) — ფრინველების ოჯახი რეგვენასნაირთა რიგისა.[1] შეიცავს ერთ გვარს (ანჰინგა, ლათ. Anhinga), რომელიც 4 სახეობას აერთიანებს. გავრცელებულია როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ ნახევარსფეროს ტროპიკებში. ანჰინგისებრნი ბინადრობენ მდინარეებისა და ტბების ნაპირებზე. ბუდობენ ხეებსა და ბუჩქებზე. დებენ 3-6 მოცისფრო ან მომწვანო კვერცხს. იკვებებიან თევზით და წყლის სხვა ცხოველებით.
ანჰინგისებრნი | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
ავსტრალიური ანჰინგა (Anhinga novaehollandiae) | ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Anhingidae (Reichenbach, 1849) | ||||||||||||
|
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 506.