კვერცხისებრი ბილწასოკო
კვერცხისებრი ბილწასოკო (ლათ. Amanita ovoidea) — ამანიტას გვარის სოკო ამანიტასებრთა ოჯახისა, რომელიც გავრცელებულია ხმელთაშუაზღვისპირეთში.
კვერცხისებრი ბილწასოკო | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Amanita ovoidea (Bull.) Link, 1833 | |||||||||||||||
|
ერთი წყარო საჭმელ სოკოდ მიიჩნევს, ხოლო მეორე — შხამიანად. იზრდება წიწვოვან და ფოთლოვან ტყეებში, ზაფხულიდან შემოდგომამდე.
სოკო პირველად აღწერა ფრანგმა მიკოლოგმა პიერ ბიულიარმა 1788 წელს როგორც Agaricus ovoideus.[1] ამანიტას გვარში გადაიტანა გერმანელმა ბუნებისმეტყველმა ჰაინრიხ ფრიდრიხ ლინკმა 1833 წელს.[2]
სამეცნიერო სინონიმები:
- Agaricus ovoideus Bull. (1788)
- Amanita alba Pers. (1818)
- Agaricus ovoideus var. leucomyces Fr. (1821)
- Amidella ovoidea E.-J. Gilbert (1940)
აღწერა
რედაქტირებაქუდის დიამეტრი — 6-20 სმ, ხორციანი, თავიდან კვერცხისებრი, შემდეგ ნახევარსფეროსებრი, ასაკთან ერთად — ბრტყლად ამოზნექილი. კიდეები თანაბარი, საბურველის ნარჩენებით. თეთრი ან ტალახისფერ-თეთრი, ბრწყინავი, მშრალი, თავდაპირველად დაფარულია თეთრი მეჭეჭებით, რომელიც ასაკთან ერთად ქვრება.[3]
რბილობი — თეთრი, მკვრივი, გაჭრისას ფერს იცვლის. ნორჩობაში განსაკუთრებული სუნისა და გემოს გარეშე. სიბერეში ახასიათებს ლეშის მაგვარი უსიამოვნო სუნი.
ფეხის სიგრძე — 10-15 სმ, სისქე 3-5 სმ, ფიფქოვანი, ძირში გაგანიერებული. ზედაპირი თეთრი. საყელო თეთრი, სქელი, შებუსვილი, ვოლვა ნახევრად თავისუფალი, დანაკვთული, თეთრი, შემდგომში — ყავისფერ-მოყვითალო.
ჰიმენოფორი — ფირფიტებიანი, თავისუფალი, ფართო, ხშირი, თეთრი ფერის, ასაკთან ერთად კრემისფერ შეფერილობას იღებს, დაშვებული კიდეებით.
სპორების მტვერი — თეთრი.[4] სპორები — 10-12×6-8 მკმ, უფერული, გლუვი, ფართო ოვალური, წაგრძელებულ-ელიფსისებრამდე, ამილოიდური; ბაზიდიუმი ოთხსპორიანი, 35-45×8-12 მკმ, გურზისებრი. ფირფიტების ტრამა ბილატერალური. ჰეილოცისტიდები — 30-40×6-10 მკმ.
ეკოლოგია და გავრცელება
რედაქტირებასითბოს მოყვარული სოკოა. იზრდება კირიან და ქვიშიან ნიადაგზე ფოთლოვან და წიწვოვან ტყეებში, გზის პირებზე, მთებში. მიკორიზა ქმნის ფიჭვთან, მუხასთან, წაბლთან, წიფელთან და სოჭთან.
გავრცელების არეალი ძირითად მოიცავს ხმელთაშუაზღვისპირეთს.[5] ევროპაში აგრეთვე გვხვდევა ბრიტანეთის კუნძულებზე, ავსტრიაში, შვეიცარიაში, უკრაინაში, (იმიერკარპატები, ყირიმის სამხრეთი ნაპირი), საქართველოში, აზიაში — დასავლეთი ციმბირი და იაპონია.
სეზონი — ზაფხულიდან შემოდგომამდე.
მსგავსი სახეობები
რედაქტირებაკვებითი ღირებულება
რედაქტირებაკვერცხისებრი ბილწასოკოს ვარგისიანობა ეჭვქვეშ დგას. ერთი წყარო მას საჭმელ სოკოდ მიიჩნევს, ხოლო მეორე წყარო — შხამიანად. მისგან მოწამვლის რიგი შემთხვევებია დაფიქსირებული.[6][7] გარდა ამისა, გამოუცდელ მესოკოვეს იგი შესაძლოა აერიოს ამანიტას გვარის თეთრი ფერის მომაკვდინებლად შხამიან სოკოებში, მაგალითისთვის როგორებიცაა Amanita virosa, Amanita verna და Amanita Proxima.[8] საფრანგეთში რამდენიმე ადამიანმა მიიღო ღვიძლის სერიოზული დაზიანება, მას შემდეგ, რაც კვერცხისებრი ბილწასოკოს ნაცვლად შემთხვევით შეჭამეს Amanita Proxima.[9][10] მსგავსი შემთხვევა დაფიქსირდა კვიპროსშიც.[11][12]
ჩრდილო-დასავლეთ თურქეთში სოკოებში არსებული მინერალების გამოკვლევებმა აჩვენა, რომ კვერცხისებრი ბილწასოკოს საჭმელად გამოყენება უსაფრთხოა.[13]
გალერეა
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- Вассер С. П. (1992). Флора грибов Украины. Аманитальные грибы. К.: „Наукова думка“, გვ. 123—124. ISBN 5-12-003226-5.
- (2001) Грибы: Справочник. М.: „Астрель“, „АСТ“, გვ. 49. ISBN 5-17-009961-4.
- Уду Ж. Грибы. Энциклопедия = Le grand livre des Champignons / пер. с фр. — М.: „Астрель“, „АСТ“, 2003. — С. 18. — ISBN 5-271-05827-1.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „კვერცხისებრი ბილწასოკო“ ვიკისაწყობში.
- კვერცხისებრი ბილწასოკო Index Fungorum-ზე (ინგლისური)
- კვერცხისებრი ბილწასოკო MycoBank-ზე (ინგლისური)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Pierre Bulliard: „Herbier de la France ou, Collection complette des plantes indigenes de ce royaume etc., vol. 8, Editura Didot, Debure, Belin, Paris 1788, p. 364
- ↑ D. H. F. Link: „Handbuch zur Erkennung der nutzbarsten und am häufigsten vorkommenden Gewächse”, vol. 3, Editura Haude und Spenersche Buchhandlung, Berlin 1833, p.273 [1]
- ↑ ნახუცრიშვილი ივ., საქართველოს სოკოები / რედ. და თანაავტ. არჩ. ღიბრაძე, თბ.: „ბუნება პრინტი“ და საქართველოს ბუნების შენარჩუნების ცენტრი, 2006. — გვ. 142, ISBN 99940-856-1-1.
- ↑ Karin Montag: Eier-Wulstling. Porträt Nr. 73. In: Der Tintling. Band 43, Nr. 2, 2005, ISSN 1430-595X.
- ↑ Gérard Houdou, Champignons de nos régions, Editions de Borée (2005), p. 147.
- ↑ Loizides M., Kyriakou T., Tziakouris A. (2011). Edible & Toxic Fungi of Cyprus. 1st Edition, 304 p. ISBN 978-9963-7380-0-7
- ↑ Leray H, Canaud B, Andary C, Klouche K, Béraud JJ and Mion C. (1994). Intoxication par Amanita proxima. Néphrologie 15: 197-199.
- ↑ Pérez Calvo200, Javi. (2009-01-23) Amanita ovoid. Fungipedia. ციტირების თარიღი: 2010-05-24
- ↑ de Haro L, Jouglard J, Arditti J, David JM. (1998). Acute renal insufficiency caused by Amanita proxima poisoning: experience of the Poison Center of Marseille. Nephrologie (19): 21–4.
- ↑ Leray H, Canaud B, Andary C, Klouche K, Béraud JJ and Mion C. (1994). Intoxication par Amanita proxima. Néphrologie 15: 197-199.
- ↑ Loizides M., Kyriakou T., Tziakouris A. (2011). Edible & Toxic Fungi of Cyprus. 1st Edition, 304 p. ISBN 978-9963-7380-0-7
- ↑ Loizides M, Bellanger JM, Yiangou Y, Moreau PA. (2018). Preliminary phylogenetic investigations into the genus Amanita (Agaricales) in Cyprus, with a review of previous records and poisoning incidents. Documents Mycologiques 37, 201–218.
- ↑ „Minor element and heavy metal content of edible wild mushrooms native to Bolu, North-West Turkey“. Fresenius Environmental Bulletin. 17 (2): 249–252. 2008. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-22. ციტირების თარიღი: 2010-05-24.