ჯოზეფ მერი პლანკეტი

ირლანდიის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი, პოეტი და ჟურნალისტი, რევოლუციონერი.რა

ჯოზეფ მერი პლანკეტი [6] (ირლ. Seosamh Pluincéid, დ. 21 ნოემბერი, 1887, დუბლინი — გ. 4 მაისი, 1916, დუბლინი) — ირლანდიის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი, პოეტი და ჟურნალისტი, რევოლუციონერი. რამდენიმე პოეტური კრებულის ავტორი, ეროვნული ირლანდიური თეატრის ერთ-ერთი დამაარსებელი. მან აქტიური მონაწილეობა მიიღო გელის აღორძინებაში, მონაწილეობდა მე-20 საუკუნის დასაწყისის სხვადასხვა ირლანდიური საზოგადოების საქმიანობაში: გელური ლიგიდან „ირლანდიელ მოხალისეებამდე“. 1916 წლის აღდგომის აჯანყების ერთ-ერთი მონაწილე და ორგანიზატორი. პლანკეტი იყო ყველაზე ახალგაზრდა იმ შვიდი მეამბოხე ლიდერიდან, რომლებმაც ხელი მოაწერეს პროკლამაციას ირლანდიის რესპუბლიკის დაარსების შესახებ. აჯანყებაში მონაწილეობისთვის იგი ბრიტანეთის ხელისუფლებამ აჯანყების დასრულებისთანავე სიკვდილით დასაჯა.

ჯოზეფ მერი პლანკეტი
დაბადების თარიღი 21 ნოემბერი, 1887(1887-11-21)[1] [2] [3]
დაბადების ადგილი დუბლინი
გარდაცვალების თარიღი 4 მაისი, 1916(1916-05-04)[1] [4] [2] (28 წლის)
გარდაცვალების ადგილი Kilmainham Gaol
მოქალაქეობა  დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის გაერთიანებული სამეფო
განათლება სტონიჰარსტის კოლეჯი
მამა George Noble Plunkett[5]

ბავშვობა და ახალგაზრდობა

რედაქტირება

დაიბადა დუბლინში, ჯორჯ ნობლ პლანკეტის, რომელიც ატარებდა პაპის სახელმწიფოების გრაფის ტიტულს და მისი მეუღლის, ჟოზეფინ კრანის ოჯახში. მიუხედავად იმისა, რომ მისი მშობლები მდიდრები და პრივილეგირებული იყვნენ, ჟოზეფის ბავშვობა ადვილი არ იყო. ბავშვობიდან პლანკეტი ტუბერკულოზით იტანჯებოდა — ეს დაავადება მთელი ცხოვრების განმავლობაში ტვირთად აწვა. ახალგაზრდობაში მან დიდი დრო გაატარა იტალიასა და ალჟირში, გაექცა რა ცივ კლიმატს. პლანკეტი სწავლობდა კათოლიკურ კოლეჯის სკოლაში, შემდეგ დუბლინის იეზუიტების კოლეჯში და ბოლოს ლანკაშირის სტონიჰერსტის კოლეჯში. ბრიტანელი ოფიცრების [7] მომზადების პროგრამაში მონაწილეობით მან გარკვეული სამხედრო უნარები შეიძინა.

იგი გატაცებული იყო ირლანდიური კულტურით, ენით და ისტორიით. მისი ინტერესი ენების მიმართ ირლანდიის ფარგლებს გასცდა — პლანკეტი იყო ირლანდიური ესპერანტისტული ლიგის ერთ-ერთი დამაარსებელი. ის შეუერთდა გელურ ლიგას, სადაც გაიცნო თომას მაკდონაჰი. პლანკეტი და მაკდონაჰი მთელი ცხოვრების მანძილზე ახლო მეგობრები იყვნენ: ორივე იყო პოეტი, ორივეს უყვარდა თეატრი, მოგვიანებით ისინი იდგნენ ირლანდიელი მოხალისეების მოძრაობის სათავეში, სადაც შეუერთდნენ მმართველ კომიტეტს. მაკდონაჰმა გამოაქვეყნა პლანკეტის ლექსები ჟურნალ Irish Review-ში და იყო პირველი ლექსების კრებულის — „წრე და ხმალი“ რედაქტორი. პლანკეტმა, მაკდონამ და ედვარდ მარტინმა 1914 წლის ნოემბერში დააარსეს ირლანდიის ეროვნული თეატრი. [7]

პოლიტიკური საქმიანობა

რედაქტირება

ფინანსური სირთულეების გამო,პლანკეტმა მუშაობა დაიწყო „Irish Review“-ში რედაქტორად. მისი ხელმძღვანელობით ჟურნალმა მკვეთრად პოლიტიკური ელფერი შეიძინა, ფართოდ გამოხატა მხარდაჭერა არტურ გრიფიტის Sinn Fein მოძრაობის მიმართ და ლოკაუტის დროს დაიკავა დუბლინის მუშაკების მხარე.1913 წელს პლანკეტი გახდა „ირლანდიელი მოხალისეები“-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი და მაშინვე დაიწყო ახალი ორგანიზაციის „Irish Review“-ში [7] პოპულარიზაცია.1915 წელს პლანკეტი შეუერთდა ირლანდიის რესპუბლიკურ საძმოს. იმავე წლის აპრილში იგი გაგზავნეს გერმანიაში როჯერ კეისმენტთან შესახვედრად. კეისმენტი არ იყო IRB-ის წევრი და მოქმედებდა გერმანიაში საკუთარი ინიციატივით.ის ცდილობდა ირლანდიელი ტყვეებიდან მამაკაცების გადაბირებას, რათა შეექმნათ ცალკე ირლანდიური ბრიგადა ბრიტანეთის წინააღმდეგ ომისთვის. IRB-ში ბევრმა ეს იდეა უაზროდ მიიჩნია, მაგრამ ირლანდიელ რევოლუციონერებს ძალიან სჭირდებოდათ გერმანული იარაღი. ამ იარაღის მისაღებად პლანკეტი გერმანიაში ჩავიდა. მან და კეისმენტმა მოახერხეს საერთო ენის გამონახვა და შეთანხმდნენ აჯანყებისთვის იარაღის მიწოდებაზე. [8]

1916 წლის მაისში პლანკეტი დაინიშნა IRB ომის კომიტეტში, ირლანდიელ მოხალისეებში სამხედრო ოპერაციების პასუხისმგებელი ოფიცრის თანამდებობაზე. კონოლისთან და მაკდერმოტთან ერთად პლანკეტი აქტიურად მუშაობდა აჯანყების საბოლოო მზადებაზე, განსაკუთრებით სამხედრო სტრატეგიაზე, სადაც გამოავლინდა თავისი ნიჭი.[7] სწორედ პლანკეტი და მაკდერმოტი იყვნენ, (რომლებსაც სავარაუდოდ მიიჩნევენ), ყალბი წერილის ავტორები დუბლინის ციხიდან (ბრიტანული ადმინისტრაციის ცენტრი დუბლინში), სადაც აღწერილი იყო რეპრესიები, რომლებიც, თითქოს, დაგეგმილი იყო „ირლანდიელი მოხალისეების“ წევრების მიმართ. ამ წერილის მიზანი იყო „მოხალისეების“ მეთაურის ეონ მაკნილისა და ბრიტანეთის [7] წინააღმდეგ შეიარაღებული აჯანყების მოწინააღმდეგეების მნიშვნელოვანი ნაწილის წახალისება აქტიური მოქმედებისკენ.

აღდგომის აჯანყება და სიკვდილით დასჯა

რედაქტირება

აჯანყების მოსალოდნელ თარიღამდე რამდენიმე დღით ადრე, იგი იძულებული გახდა საავადმყოფოში წასულიყო, სადაც ჩაუტარდა გლანდების ოპერაცია, მაგრამ ამის მიუხედავად საავადმყოფოდან გაიქცა აჯანყებაში მონაწილეობის მისაღებად და სახვევების მოხსნის გარეშე შეუერთდა თავის თანამებრძოლებს. ის იყო ერთ-ერთი იმ შვიდ ლიდერთაგან, ვინც ხელი მოაწერა რესპუბლიკის დაარსების პროკლამაციას. ჯერ კიდევ ბოლომდე არ იყო გამოჯანმრთელებული და ამიტომ პლანკეტმა ცოტა რამ შეძლო ამბოხებულების დასახმარებლად. მიუხედავად ამისა,მისმა ადიუტანტმა, მაიკლ კოლინზიმ, უკვე გამოიჩინა თავი,როგორც ენერგიულმა და აქტიურმა ლიდერად. [8]

აჯანყების დაცემის შემდეგ, პლანკეტი, ყველა სხვა ლიდერთან ერთად, დააპატიმრეს კილმაინჰემის ციხეში. სამხედრო სასამართლომ მას სიკვდილით დასჯა მიუსაჯა. სიკვდილით დასჯამდე რვა საათით ადრე, პლანკეტი ციხის ეკლესიაში დაქორწინდა თავის საყვარელ ქალ, გრეის გიფორდზე. გრეისის და მურიელი, რამდენიმე წლით ადრე, დაქორწინდა პლანკეტის საუკეთესო მეგობარზე, თომას მაკდონაჰზე, რომელიც ასევე სიკვდილით დასაჯეს აღდგომის აჯანყებაში მონაწილეობის გამო.[8] 1916 წლის 4 მაისს იგი კილმაინჰემის ციხის ეზოში სიკვდილით დასაჯეს, დახვრეტამდე მან წარმოთქვა ბოლო სიტყვები: „ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ვკვდები ღვთის დიდებაში და ირლანდიის საპატივსაცემოდ“.[9]

ძმებმა ჯორჯმა და ჯეკმა ასევე მიიღეს მონაწილეობა აღდგომის აჯანყებაში და მოგვიანებით გააქტიურდნენ IRA-ში. ბიძა ჰორაციო პლანკეტი ცნობილი იუნიონისტი იყო, მაგრამ ცდილობდა მეომარი მხარეების შერიგებას. პლანკეტის სახლი სამოქალაქო ომის დროს დაწვეს ანტისახელშეკრულებო ძალებმა.[8]

მის საპატივსაცემოდ, რკინიგზის სადგურს უოტერფორდში, ეწოდა პლანკეტის სახელი.[8]

  1. 1.0 1.1 SNAC — 2010.
  2. 2.0 2.1 IMSLP — 2006.
  3. Dictionary of Irish BiographyRIA.
  4. Find a Grave — 1996.
  5. Lundy D. R. The Peerage
  6. Pronounce Names: Plunkett. ციტირების თარიღი: 2015-04-05
  7. 7.0 7.1 7.2 7.3 7.4 The seven signatories of the proclamation: Joseph Plunkett. The 1916 Rising: personalities & perspectives. National Library of Ireland (2006). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-08-11. ციტირების თარიღი: 2015-03-16.
  8. 8.0 8.1 8.2 8.3 8.4 James Langton. (2012-12-15) Joseph Mary Plunkett. Irish Volunteers.org. ციტირების თარიღი: 2015-02-10.
  9. Joseph Mary Plunkett. Easter1916.ie. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-07-12. ციტირების თარიღი: 2015-02-10.