მაიკლ კოლინზი (რევოლუციონერი)
მაიკლ კოლინზი (ირლ. Mícheál Ó Coileáin; დ. 16 ოქტომბერი, 1890 — გ. 22 აგვისტო ,1922) — ირალანდიელი რევოლუციონერი და პოლიტიკოსი. ირლანდიის ეროვნული გმირი. ფინანსთა მინისტრი 1919-1922 წლებში და დროებითი მთავრობის თავმჯდომარე 1922 წლის იანვრიდან გარდაცვალებამდე. იბრძოდა ირლანდიის დამოუკიდებლობისათვის მე-20 ს-ის დასაწყისში. 1916 წლის აჯანყების შემდეგ ინგლისის ციხეში მოხვდა, საიდანაც ყველასთვის გასაკვირად 1918 წელს გაათავისუფლეს. განთავისუფლების შემდეგ მან წამოიწყო პარტიზანული ომი. ამ ომისა და საერთაშორისო მდგომარეობის შედეგად დიდმა ბრიტანეთმა მოლაპარაკება დაიწყო მეამბოხეებთან. 1921 წლის შეთანხმების თანახმად იქმნებოდა ირლანდიის რესპუბლიკის ნაცვლად ირლანდიის თავისუფალი სახელმწიფო. გარდა ამისა ქვეყნის ჩრდილოეთით მნიშვნელოვანი ტერიტორია ბრიტანეთს რჩებოდა. ამგვარი ფორმულირება არ მოსწონდა მეამბოხეთა ნაწილს და არ ეთანხმებოდა მას. შედეგად გამწვავებული პოლიტიკური სიტუაციის გამო კოლინზი იძულებული გახდა მეამბოხეები, რომელთაც უკვე დაკავებული ჰქონდათ მნიშვნელოვანი შენობები, იქიდან გამოედევნა ახლად შექმნილი თავისუფალი სახელმწიფოს არმიის მეშვეობით. მაიკლ კოლინზი მოკლეს მეამბოხეებმა 1922 წელს როდესაც ის მიემართებოდა ფაქტობრივად უკვე დამარცხებულ მეამბოხეთა ლიდერთან. მის დაკრძალვას 500 000 ადამიანი დაესწრო.
ლიტერატურა
რედაქტირება- Coogan Tim Pat. Michael Collins: The Man Who Made Ireland. — Palgrave Macmillan, 2002. — ISBN 0-312-29511-1.