ადიუტანტი
ადიუტანტი (გერმ. Adjutant < ლათ. adjūtāns — „დამხმარე“) — ოფიცრის (ზემსახურის) თანამდებობა, რომელიც უფროსის უშუალო დაქვემდებარებაშია. მისი მოვალეობაა სამსახურებრივი და სხვა დავალებების ან საშტაბო სამუშაოების შესრულება.
სამხედრო წოდება (ზოგ არმიაში ასევე – პრაპორშჩიკი, ფლოტში – მიჩმანი), შემდგომში ობერ-ოფიცრის წოდება, მთავარსარდალთან ან ამა თუ იმ სამხედრო ნაწილის შტაბში. ასრულებდა სამსახურეობრივ დავალებებს, ან საშტაბო სამუშაოს. რუსეთის არმიაში XIX საუკუნის ბოლოს — XX საუკუნის დასაწყისში არმიის დივიზიის, კორპუსის შტაბებში, როგორც წესი, უფროსი ადიუტანტის თანამდებობას ასრულებდნენ გენერალური შტაბის ოფიცრები.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- მეძმარიაშვილი ე., „ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი“, თბ., 2017, გვ. 9
- Ожегов С. И., Шведова Н. Ю. Толковый словарь русского языка. М.: Азъ, 1996. С.17.
- Каминский В. В. Выпускники Николаевской Академии Генерального Штаба на службе большевистскому режиму в конце 1917 — на протяжении 1919 гг.: становление внутреннего статуса и вклад в победу РККА в гражданской войне. См.: Приложения. //Авторская диссертация на соискание степени доктора философии. Хранится в библиотеках израильских университетов в Беэр-Шеве (Университет им. Бен-Гуриона) и в Иерусалиме (Еврейский Университет).
ეს არის სტატიის ან სექციის ესკიზი. თქვენ შეგიძლიათ შეავსოთ იგი. |