პრაპორშჩიკი (ძვ. სლავური სიტყვიდან прапор – ალამი, დროშა, ქსოვილი) — სამხედრო წოდება რუსეთის იმპერიაში და ზოგიერთი სხვა ქვეყნის არმიაში. წოდების – „პრაპორშჩიკი“ ახლო ეკვივალენტია უმცროსი ოფიცრის წოდება „ენსინი“ (ინგლისური სიტყვიდან ensign — ალამი, დროშა), რამდენიმე ქვეყნის ან ყოფილი ქვეყნის არმიაში, ასევე „ხორუნჟი“ (ძვ. სლავური სიტყვიდან хоругвь — დროშა) ზოგიერთ სლავურ ქვეყანაში.

რუსეთის იმპერიაში წოდება გაუქმდა 1917 წელს ბოლშევიკების მიერ, მაგრამ განაგრძობდა არსებობას 1917–1921 წლებში თეთრ არმიაში. წოდება აღდგა 1972 წლის 1 იანვარს სსრკ-ს შეიარაღებულ ძალებში.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Советская военная энциклопедия. М., 1978