გენერალ-ადიუტანტი

გენერალ-ადიუტანტი — ერთ-ერთი უმაღლესი სამხედრო წოდება რუსეთში (XVIII საუკუნე-XIX საუკუნის დასაწყისი). შემოიღეს 1716 წელს სამხედრო წესდებით. გენერალ-ადიუტანტები მეფის, გენერალ-ფელდმარშლებისა და მათი თანაშემწეების, აგრეთვე სრული გენერლების სამსახურში იდგნენ, ადიუტანტის მოვალეობას ასრულებდნენ და წარმართავდნენ შტაბის საქმის წამოებას. ეკატერინე II-ის დროს მორიგე გენერალ-ადიუტანტი განაგებდა არმიის პირად შემადგენლობას.

ადმირალი ევგენი ალექსეევი გენერალ-ადიუტანტის მუნდირში

ლიტერატურა

რედაქტირება