ჯოან სტეიცი (დ. 26 იანვარი, 1941, მინეაპოლისი, მინესოტა) — ამერიკელი მეცნიერი, ბიოქიმიკოსი და პიონერი რნმ-ის ბიოლოგიის კვლევის სფეროში. ფილოსოფიის დოქტორი (1967), იელის უნივერსიტეტის სტერლინგის პროფესორი, ჰოვარდ ჰიუზის სამედიცინო ინსტიტუტის მკვლევარი (1986 წლიდან) [25], აშშ-ს მცნიერებათა ეროვნული აკადემიის (1983) და მედიცინის აკადემიის (2005) წევრი, ასევე ამერიკის ფილოსოფიური საზოგადოების (1992) [26] ლონდონის სამეფო საზოგადოების უცხოელი წევრი (2014), ედინბურგის სამეფო საზოგადოების საპატიო წევრი (2004). დაჯილდოვებულია აშშ-ს მეცნიერების ეროვნული მედლით (1986) და სხვა უაღრესად პრესტიჟული ჯილდოებით. ჯოან სტეიცი ცნობილია რნმ-თან დაკავშირებული ინოვაციური აღმოჩენებით  (snRNPs). 2018 წლის სექტემბერში სტეიცმა მიიღო ლასკერ-კოშლანდის ჯილდო სამედიცინო მეცნიერებაში გამორჩეული მიღწევებისთვის. ლასკერის პრემიას ხშირად უწოდებენ "ამერიკის ნობელის პრემიას", რადგან მისმა 87 ლაურეატმა შემდგომში მიიღო ნობელის პრემია.

ჯოან სტეიცი
ინგლ. Joan A. Steitz
დაბ. თარიღი 26 იანვარი, 1941(1941-01-26)[1] (83 წლის)
დაბ. ადგილი მინეაპოლისი[2] [3] [4]
მოქალაქეობა  აშშ[5] [6] [7]
საქმიანობა ბიოლოგი, ბიოქიმიკოსი[8] , უნივერსიტეტის პროფესორი და ბიოქიმიკოსი[8]
მუშაობის ადგილი იელის უნივერსიტეტი[9]
ალმა-მატერი ჰარვარდის უნივერსიტეტი[10] და Antioch College[11]
სამეცნიერო ხარისხი ფილოსოფიის დოქტორი[12]
მეუღლე Thomas A. Steitz
ჯილდოები გაირდნერის ფონდის საერთაშორისო პრემია, ლორეალისა და იუნესკოს პრემია „მეცნიერი ქალებისთვის“, მოლეკულური ბიოლოგიის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრემია[13] , ედმუნდ ბიჩერ უილსონის მედალი[14] , Howard Taylor Ricketts Prize[15] , მეცნიერების ეროვნული მედალი, FASEB Excellence in Science Award, კონექტიკუტის ქალების დიდების დარბაზი[16] , Albany Medical Center Prize, მაქს დელბრიუკის მედალი, Pearl Meister Greengard Prize, როზენშტილის პრემია[17] , კით პორტერის სახელობის ლექცია, Grand Prize of the French Academy of Science, Sterling Professor, Weizmann Women & Science Award, Dickson Prize in Science, რობერტ ჯ. და კლერ პასაროვის ფონდის პრემია კიბოს კვლევაში შეტანილი გამორჩეული წვლილისთვის[18] , Lasker-Koshland Special Achievement Award in Medical Science[19] , სამეფო საზოგადოების უცხოელი წევრი[20] , honorary doctor of Brandeis University, ჰარვარდის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, honorary doctorate from the University of British Columbia, Fellow of the New York Academy of Medicine[12] , Vanderbilt Prize in Biomedical Science[21] , ვოლფის პრემია მედიცინაში[22] [23] , Murray Goodman Memorial Prize[24] და უორენ ალპერტის ფონდის პრემია[11]
გავლენა მოახდინეს

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა სკოლის მასწავლებლების ოჯახში. [27] სწავლობდა Antioch College-ში, რომელიც 1963 წელს დაამთავრა და მიიღო ქიმიის ბაკალავრის ხარისხი. იქ სწავლის დროს მან მოახერხა სტაჟირების გავლა Alexander Rich - ის ლაბორატორიაში მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში, რომელიც გარდამტეხი აღმოჩნდა მის ცხოვრებაში. [27] კოლეჯის დამთავრების შემდეგ, სტეიცმა, ჩათვალა რომ დამოუკიდებელი სამეცნიერო კარიერა ქალებისთვის მიუწვდომელი იყო და ჰარვარდის სამედიცინო სკოლაში შევიდა. თუმცა, 1963 წლის ზაფხულში, მშობლიურ ქალაქში ყოფნისას, მოახერხა სამსახური დაწყება მინესოტას უნივერსიტეტის Joseph G. Gall ის ლაბორატორიაში. მისი პოტენციალი ხელმძღვანელმა შეამჩნია და უბიძგა მოლეკულური ბიოლოგიის სფეროსკენ. სტეიცი შევიდა ახალ პროგრამაზე ჰარვარდის სამედიცინო სკოლაში ბიოქიმიისა და მოლეკულური ბიოლოგიის განხრით. მიუხედავად პირველი წარუმატებლობისა, რომელიც ელოდა მას სამეცნიერო ხელმძღვანელის არჩევისას, რომელმაც სქესის გამო მასთან მუშაობაზე უარი განაცხადა, ის ნობელის პრემიის ლაურეატის ჯეიმს უოტსონის ლაბორატორიაში მოხვდა და გახდა პირველი ქალი-ასპირანტი. სწორედ იქ მოახდინა ფოკუსირება რნმ-ზე. 1967 წელს მიიღო დოქტორის ხარისხი ჰარვარდში. იმავე წელს ის და მისი მეუღლე შევიდნენ კემბრიჯის უნივერსიტეტში, სადაც პოსტდოქტორის რანგში დაკავდა კვლევებით მოლეკულური ბილოგიის ლაბორატორიაში (ინგლ. MRC - Laboratory of Molecular Biology). მან შეისწავლა რნმ ნობელის პრემიის ლაურეატ ფრენსის კრიკთან და ციტოლოგ მარკ ბრეტჩერთან ერთად. 1969 წელს, კემბრიჯში ყოფნისას, სტეიცმა გამოაქვეყნა საყურადღებო სტატია ჟურნალში Nature, შედეგად მიიღო შემოთავაზებები საკუთარი ლაბორატორიის დასაარსებლად. სტეიცმა და მისმა მეუღლემ ერთად ასისტენტ-პროფესორების თანამდებობა მიიღეს იელში და 1970 წელს, სადაც ორივემ საკუთარი ლაბორატორია გახსნა. სტეიცი ამისთვის მზად არ იყო და მისთვის ჯეიმს უოტსონის მხარდაჭერა ძალიან სასარგებლო გამოდგა. ამას მოვლენას მოჰყვა მისი საეტაპო ნაშრომი PNAS- ში 1975 წელს, ხოლო 1980 წელს ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნებულმა სტატიამ (ერთი წლით ადრე მის ლაბორატორიაში snRNP-ის აღმოჩენამდე) გავლენა მოახდინა მისი სამეცნიერო რეპუტაციის გაძლიერებაზე. რასაც თავად სტეიცი უწოდებდა მიღწევას, რომელმაც მეცნიერის ლაბორატორიას ცნობადობა მოუტანა. [28]

1970 წლიდან გახდა იელის ასისტენტ პროფესორი, 1974 - დან — ასოცირებული პროფესორი, 1978 - დან — პროფესორი, 1992 -დან — ჰენრი ფორდ II სახელობითი პროფესორი, 1998 წლიდან დღემდე — სტერლინგის პროფესორი; 1996-1999 წლებში — კათედრის გამგე. 1976-1977 წლებში მაქს პლანკის ბიოფიზიკური ქიმიის ინსტიტუტის (გერმანია), MRC მოლეკულური ბიოლოგიის ლაბორატორიის (კემბრიჯი, ინგლისი), 1984-1985 წლებში — კალტეხის. 1991-2002 წლებში. ჯეინ კოფინის ბავშვთა სამედიცინო კვლევების მემორიალური ფონდის სამეცნიერო დირექტორი.

ჰელსინკის უნივერსიტეტის ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტის (2007 წლიდან), როზალინდ ფრანკლინის საზოგადოების (2009 წლიდან) გამგეობების წევრი. იუნის კენედი შრივერის ბავშვთა ჯანმრთელობისა და ადამიანის განვითარების ეროვნული ინსტიტუტის (Eunice Kennedy Shriver National Institute of Child Health and Human Development) სამეცნიერო მრჩეველთა საბჭოს წევრი (2011 წლიდან). Wiley Prize-ის (2004 წლიდან) და L'Oreal-UNESCO-ს პრემიის — „ქალების მეცნიერებაში“ (2007 წლიდან) ჟიურის წევრი.

ჟურნალ RNA (1994 წლიდან) და Journal of Cell Biology (2010 წლიდან), PNAS-ის რედაქტორი (1983 წლიდან) ასოცირებული რედაქტორი. 1994 წლიდან არის Genes and Development-ის სარედაქციო კოლეგიის წევრი.

ამერიკის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის წევრი (1982), Connecticut Academy of Science and Engineering (1986, იელის ფი ბეტა კაპას საპატიო წევრი (2005), მეცნიერების განვითარების ამერიკული ასოციაციის წევრი (1981), ამერიკის მიკრობიოლოგიის აკადემიის (1992), უჯრედული ბიოლოგიის ამერიკული საზოგადოების (2016), ნიუ-იორკის სამედიცინო აკადემიის საპატიო თანამშრომელი (2009), ევროპული აკადემიის უცხოელი წევრი (2002), EMBO-ს ასოცირებული წევრი (1987), იაპონიის ბიოქიმიური საზოგადოების საპატიო წევრი (2002). 2013 წლიდან AcademiaNe - ის წევრი. [29]

მეუღლე ბიოქიმიკოსი თომას სტეიცი (1940-2018), ნობელის პრემიის ლაურეატი ქიმიაში (2009 წ.) ჰყავს შვილი.

  1. SNAC — 2010.
  2. https://www.nsf.gov/news/special_reports/medalofscience50/steitz.jsp
  3. http://www.ascb.org/files/0606profile.pdf
  4. http://www.gairdner.org/content/joan-steitz
  5. http://www.huffingtonpost.com/jeanne-garbarino/the-2012-pearl-meister-gr_b_2161228.html
  6. http://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC26158/
  7. http://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC26191/
  8. 8.0 8.1 The International Who's Who of Women 2006Routledge, 2005. — ISBN 978-1-85743-325-8
  9. https://medicine.yale.edu/lab/steitz/
  10. http://library.cshl.edu/oralhistory/interview/scientific-experience/women-science/steitz-women-science-jim-watsons-harvard-lab/
  11. 11.0 11.1 https://warrenalpert.org/prize-recipients/joan-steitz
  12. 12.0 12.1 Directory of Fellows and MembersNYAM.
  13. https://www.nasonline.org/programs/awards/molecular-biology.html
  14. https://www.ascb.org/award/e-b-wilson-medal/
  15. https://biologicalsciences.uchicago.edu/lecture-series/ricketts
  16. https://www.cwhf.org/inductees/joan-steitz
  17. https://www.brandeis.edu/rosenstiel/rosenstiel-award/past.html
  18. Science Careers — 2013.
  19. https://laskerfoundation.org/award/special-achievement/
  20. https://web.archive.org/web/20140502004332/https://royalsociety.org/about-us/fellowship/new-fellows-2014/
  21. https://www.vumc.org/oor/vanderbilt-prize-biomedical-science
  22. https://news.yale.edu/2021/02/17/joan-steitz-awarded-wolf-prize-medicine
  23. https://wolffund.org.il/2021/02/09/joan-steitz/
  24. https://onlinelibrary.wiley.com/page/journal/10970282/homepage/murray_goodman_memorial_prize.htm
  25. Joan A. Steitz, PhD | HHMI.org. ციტირების თარიღი: 2019-01-07
  26. APS Member History
  27. 27.0 27.1 Ellen Elliott, Ph.D. https://www.jax.org/news-and-insights/jax-blog/2017/january/joan-steitz დაარქივებული 2023-12-07 საიტზე Wayback Machine.
  28. Joan A. Steitz Receives 2018 Lasker~Koshland Special Achievement Award in Medical Science | HHMI.org. ციტირების თარიღი: 2019-01-07
  29. Prof. Joan A. Steitz - AcademiaNet. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-01-08. ციტირების თარიღი: 2019-01-07