როზალინდ ფრანკლინი
როზალინდ ფრანკლინი (ინგლ. Rosalind Franklin) (დ. 25 ივლისი 1920 — გ. 16 აპრილი 1958) — ინგლისელი ბიოფიზიკოსი და მეცნიერი-რენტგენოგრაფი, შეისწავლიდა დნმ-ის სტრუქტურას.
როზალინდ ფრანკლინი უმეტესწილად ცნობილია დნმ-ის სტრუქტურის რენტგენოგრამების მიღებაზე მუშაობით. მის მიერ გაკეთებული სურათები გამოირჩეოდა განსაკუთრებული სიმკვეთრით. ზოგიერთი ცნობით, ამ რენტგენოგრამებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს დნმ-ის სტრუქტურის შესახებ დასკვნების გაკეთებაზე, რაც მოახერხეს კემბრიჯის უნივერსიტეტის კავენდიშის ლაბორატორიაში მომუშავე ჯეიმზ უოტსონმა და ფრენსის კრიკმა. ეს ნამუშევრები მოგვიანებით გამოქვეყნდა ჟურნალში „Nature“.