ჯემალ ბახტაძე
ჯემალ ბახტაძე (დ. 1927, ხონი — გ. 2007) — ქართველი გამომგონებელი, ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სრული პროფესორი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, გენერალ-მაიორი.
ბიოგრაფია
რედაქტირება1992 წლიდან გარდაცვალებამდე ხელმძღვანელობდა მისივე ინიციატივით საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დაარსებულ კონსტრუქციების დაზიანების დიაგნოსტიკისა და ექსპერტიზის კათედრას, იმავე დასახელების სამეცნიერო ლაბორატორიას, იყო საქართველოს საინჟინრო აკადემიის სტრუქტურული მთლიანობის მონიტორინგისა და ექსპერტიზის განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, პრეზიდიუმის წევრი, საქართველოს საგანგებო სიტუაციების გაფრთხილებისა და პრობლემების ლიკვიდაციის საბჭოს ექსპერტი, საქართველოს ავტომფლობელთა ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი. გამოქვეყნებული აქვს 171 სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის, 5 მონოგრაფია, 3 დამხმარე სახელმძღვანელო, 3 მეთოდური მითითება და 60 გამოგონება. მისი სამეცნიერო და საინჟინრო მოღვაწეობა შეიძლება დახასიათდეს ძირითადად ორი ახალი სამეცნიერო-ტექნიკური მიმართულების შექმნით, გამოქვეყნებული შრომებით: 1. მის მიერ მსოფლიოში პირველად დაწყებულია და დღემდე გრძელდება სამუშოები ბოჭკოვან-ოპტიკური გადამწოდებლის შესაქმნელად, რომლებიც გათვალისწინებულია გამოყენებულ იქნეს კონსტრუქციების მუშაუნარიანობისა და მთლიანობის კონტროლისათვის დიაგნოსტიკურ ცენტრებში გამოსაყენებლად. პირველ რიგში ატომურ ენერგეტიკაში, ავიაკოსმოსურ ტექნიკაში და ქიმიურ მრეწველობაში, ტექნიკური კატასტროფების თავიდან ასაცილებლად. 2. სითხის წვეთის ლაზერულ-თერმული აფეთქების შედეგად ძალოვანი ველის მიღებისა და გამოყენების პრინციპებისა და მეთოდების დამუშავება. ამ მეცნიერული მიმართულებით პირველად გამოკვლეულია ლაზერულ-თერმული აფეთქებით მიღებული ძალოვანი ველის გამოყენება შტამპვაში, ვიბრატორში, მედიცინაში - სისხლის მიმოქცევის ხელოვნურ სისტემაში, იარაღის ახალი სახეობის სისტემაში და ა.შ. ასეთი ტიპის აპარატების შექმნისათვის მსოფლიო გამოფენაზე მიღებული აქვს უმაღლესი ჯილდო - ოქროს მედალი - "საუკეთესო კონსტრუქციის ბოჭკოვან-ოპტიკური გადამწოდის გამოგონებისა და შექმნისათვის", ასევე ერთი ვერცხლის და სამი ბრინჯაოს მედალი. მისი საინჟინრო, სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობა მოიცავს 45 წელს.
ჯილდოები
რედაქტირება- ღირსების მედალი
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- ბეტონისა და რკინაბეტონის კონსტრუქციების ხარისხის კონტროლი ბოჭკოვან-ოპტიკური სენსორებით : მონოგრაფია - თბ., ტექნ. უნ-ტი, 2009. გვ. 111 ISBN 9789941146268
- რადიაციული და ელექტრომაგნიტური დეფექტოსკოპია : სახელმძღვ. - თბ., ტექნ. უნ-ტი, 2005. - გვ. 121 ISBN 9994048341
- რღვევის მექანიკა : დამხმ. სახელმძღვ. - თბ., ტექნ. უნივერსიტეტი, 2003. - გვ. 100 ISBN 9992894423
ლიტერატურა
რედაქტირება- „გამოჩენილი ინჟინრები და მეცნიერები: კრებული: მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე - თბ., 2012. გვ. 29-30“