ჯეიმზ ჩედვიკი

(გადამისამართდა გვერდიდან ჯეიმზ ჩედუიკი)

სერ ჯეიმზ ჩედვიკი (ჩედუიკი, ინგლ. James Chadwick; დ. 20 ოქტომბერი, 1891, ბოლინგტონი, ჩეშირის საგრაფო — გ. 24 ივლისი, 1974, კემბრიჯი) — ბრიტანელი ფიზიკოსი, ლონდონის სამეფო საზოგადოების წევრი (1927). ნობელის პრემიის ლაურეატი (1935). დაამთავრა მანჩესტერის უნივერსიტეტი (მაგისტრი, 1913), დოქტორის ხარისხი კემბრიჯის უნივერსიტეტში მიიღო (1921). ერნესტ რეზერფორდის მოწაფე. ასწავლიდა კემბრიჯისა და ლივერპულის უნივერსიტეტებში (პროფ. 1935–1948). 1943–1946 წლებში ხელმძღვანელობდა „მანჰეტენის პროექტში“ მონაწილე ბრიტანელ მეცნიერთა ჯგუფს. მთავარი სამეცნიერო ნაშრომები ბირთვული ფიზიკის დარგში აქვს. 1914 წელს აღმოაჩინა, რომ β-დაშლის დროს ბირთვიდან ამოტყორცნილი β-ნაწილაკებს აქვთ განუწყვეტელი სპექტრი. 1920 წელს ექსპერიმენტულად დაამტკიცა ატომური ბირთვის მუხტის ტოლობა ელემენტის რიგის ნომერთან. შეისწავლა (რეზერფორდთან ერთად) მსუბუქი ელემენტების ბირთვის ხელოვნური დაშლა და ელექტრონების სპონტანური ამოვრქვევა α-ნაწილაკებით მათი დაბომბვის დროს. 1932 წელს, ფრედერიკ და ირენ ჟოლიო-კიურების ექსპერიმენტის გამეორებითა და გაღრმავებით α-ნაწილაკების ნაკადით ბერილიუმიანი სამიზნის დასხივების გზით, დაამტკიცა ნეიტრონის არსებობა. შეადგინა პირველი ნეიტრონული წყარო, შეაფასა ნეიტრონის მასა. მიღებული აქვს ლონდონის სამეფო საზოგადოების დ. ჰიუზისა (1932) და გ. კოპლის (1950) მედლები. 1945 წელს სამეცნიერო დამსახურებისათვის მიიღო სათავადაზნაურო ტიტული.

ჯეიმზ ჩედვიკი
ინგლ. James Chadwick
დაბ. თარიღი 20 ოქტომბერი, 1891(1891-10-20)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10]
დაბ. ადგილი Bollington[11]
გარდ. თარიღი 24 ივლისი, 1974(1974-07-24)[12] [1] [2] [3] [5] [7] [8] [10] (82 წლის)
გარდ. ადგილი კემბრიჯი
დასაფლავებულია [13]
მოქალაქეობა  გაერთიანებული სამეფო
საქმიანობა ბირთვული ფიზიკოსი, უნივერსიტეტის პროფესორი და ფიზიკოსი[14]
მუშაობის ადგილი მანჩესტერის უნივერსიტეტი, ლივერპულის უნივერსიტეტი და მანჩესტერის ვიქტორიას უნივერსიტეტი
ალმა-მატერი მანჩესტერის უნივერსიტეტი, გონვილი და კაიუსის კოლეჯი, კემბრიჯის უნივერსიტეტი და მანჩესტერის ვიქტორიას უნივერსიტეტი
განთქმული მოსწავლეები Maurice Goldhaber, Ernest C. Pollard, Charles Drummond Ellis და Dai Chuanzeng
სამეცნიერო ხარისხი მეცნიერების მაგისტრი და ფილოსოფიის დოქტორი
მეუღლე Aileen Stewart-Brown
ჯილდოები ორდენი ხელოვნებისა და მეცნიერების სფეროებში შეტანილი წვლილისათვის, სამეფო საზოგადოების წევრი, კოპლის მედალი[15] , ნობელის პრემია ფიზიკაში[16] [17] , ჰიუზის მედალი, ფარადეის მედალი, ფრანკლინის მედალი, Melchett Medal, ღირსების კავალერი, რაინდი-ბაკალავრი, ბეიკერის სახელობის ლექცია და Guthrie Medal and Prize[18]

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 Encyclopædia Britannica
  3. 3.0 3.1 SNAC — 2010.
  4. Encyclopædia UniversalisEncyclopædia Britannica, 1968.
  5. 5.0 5.1 KNAW Past Members
  6. ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  7. 7.0 7.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  8. 8.0 8.1 Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
  9. Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedijaLZMK, 1999. — 9272 გვრ.
  10. 10.0 10.1 Munzinger Personen
  11. various authors Dictionary of National Biography / L. Stephen, S. LeeLondon: 1885.
  12. Чедвик Джеймс // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  13. Find a Grave — 1996.
  14. Czech National Authority Database
  15. Award winners : Copley MedalRoyal Society.
  16. The Nobel Prize in Physics 1935Nobel Foundation.
  17. Table showing prize amountsNobel Foundation, 2019.
  18. https://www.scientificlib.com/en/Physics/Info/GuthrieMedalAndPrize.html