ჯაფარ შარიფ ემამი

ირანის პრემიერ მინისტრი
ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ჯაფარ შარიფ-ემამი (სპარს. جعفر شریف‌امامی‎; 9 სექტემბერი, 1910, თეირანი6 ივნისი, 1998, ნიუ-იორკი) —  ირანელი სახელმწიფო მოღვაწე, ირანის პრემიერ-მინისტრი (1960-1961 და 1978 წწ.).  

ჯაფარ შარიფ ემამი
ჯაფარ შარიფ ემამი
სპარს. جعفر شریف‌امامی
ირანის 72-ე პრემიერ-მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
 27 აგვისტო 1978 – 6 ნოემბერი 1978
წინამორბედიჯამშიდ ამუზეგარი
მემკვიდრეღოლამ რეზა აზჰარი

ირანის სენატის პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
11 სექტემბერი 1964 – 24 მარტი 1978
წინამორბედიმოჰსენ სადრი
მემკვიდრემოჰამედ საჯადი

თანამდებობაზე ყოფნის დრო
31 აგვისტო 1960 – 5 მაისი 1961
წინამორბედიმანუჩეჰრ იქბალი
მემკვიდრეალი ამინი

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
30 ივლისი 1960 – 1 დეკემბერი 1960

დაბადებული17 ივნისი 1912
თეირანი, ირანი
გარდაცვლილი16 ივნისი 1998 (85 წლის)
ნიუ-იორკი, აშშ
პოლიტიკური პარტიარასთარხიზი
განათლებათეირანის უნივერსიტეტი
რელიგიაისლამი, შიიზმი
ჯილდოებიგერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ღირსების ორდენი
პოლონეთის აღორძინების ორდენი

შარიფ-ემამი გახლდათ  მინისტრთა კაბინეტის წევრი, სენატის თავმჯდომარე, "ფეჰლევის ფონდის" პრეზიდენტი და ირანის მრეწველობისა და მაღაროების პალატის პრეზიდენტი  შაჰ მოჰამად რეზა ფეჰლევის მმართველობის დროს.[1][2]

განათლება

რედაქტირება

შარიფ-ემამი დაიბადა თეირანში სასულიერო პირის ოჯახში, მისი მამა მოლა იყო.[3] საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, მის 30 კურსდამთავრებულთან ერთად, სასწავლებლად გაგზავნეს რაიხსბანის ცენტრალურ სკოლაში კირხმეზერში (ბრანდენბურგი). 1930 წელს, 18 თვიანი სტაჟირების შემდეგ  დაბრუნდა ირანში, სადაც ოსტატის რანგში დაიწყო  ტრანსირანული რკინიგზის მშენებლობაზე დაიწყო მუშაობა. პარალელურად, დაუსწრებელი სწავლების ფარგლებში, მიიღო ინჟინრის დიპლომი ელექტროტექნიკის დარგში. შემდეგ შვედეთში გაემგზავრა, სადაც სამი წლის განმავლობაში იმაღლებდა კვალიფიკაციას.

შარიფ-ემამი დაქორწინებული იყო, ჰყავდა სამი შვილი, ორი ქალიშვილი და ერთი ვაჟი.

 
ჯაფარ შერიფ ემამი. სენატის პრეზიდენტი (1976)

მას შემდეგ, რაც ირანის ოპერაციის შედეგად რკინიგზა ბრიტანეთის ჯარების კონტროლის ქვეშ მოექცა, 1943 წელს შარიფ-ემამი გარკვეული დროით დააპატიმრეს გერმანიასთან კავშირის ბრალდებით. ის ირანის ელიტის ბევრ სხვა წევრთან ერთად დააკავეს. მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ დაინიშნა ირიგაციის სააგენტოს გენერალურ დირექტორად.

1950 წლის ივნისში შარიფ-ემამი დაინიშნა ტრანსპორტის მინისტრად, შემდეგ კი გზების მინისტრად. პრემიერ მინისტრს ჰაჯი ალი რაზმარას მკვლელობის შემდეგ გახდა კაბინეტის ახალი ხელმძღვანელის, მოჰამედ მოსადეყის მოწინააღმდეგე.

  • 1953-1955 წწ. — დაგეგმვის განყოფილების უფროსი
  • 1955-1957 წწ. — სენატორი
  • 1957-1960 წწ. — მრეწველობის მინისტრი მანუჩეჰრ იქბალის მთავრობაში

მასონთა ლოჟის წევრი

რედაქტირება
 
ჯაფარ შარიფ ემამი
 
ოჯახთან ერთად

გავრცელებული ინფორმაციით, ფეჰლევის პერიოდის  არაერთი ცნობილი და გავლენიანი პოლიტიკოსი მასონთა ლოჟის წევრი იყო. მათ შორის, ჰუსეინ ალა, მანუჩეჰრ იქბალი და დოქტორი შარიფ-ემამი. ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მ. იქბალის პრემიერობის დროს, მისი კაბინეტის თერთმეტი წევრი ეკუთვნოდა Dowreh-ის ჯგუფის მასონურ „ჰაფეზის კლუბს“. თავად შარიფ-ემამი რამდენიმე წლის განმავლობაში გახლდათ ირანის მასონთა დიდი ლოჟის დიდოსტატი, რის გამოც გარკვეული არაფორმალური გავლენით სარგებლობდა ქვეყნის პოლიტიკურ ელიტაში.

შარიფ-ემამს ჰქონდა ფართო ბიზნეს კავშირები, მათ შორის ფინანსურ სექტორში პრინცესა აშრაფ ფეჰლევთან. 1960-იანი წლების დასაწყისში მასონთა ლოჟაში გაწევრიანებით, შარიფ-ემამმა კიდევ უფრო გააძლიერა თავისი პოლიტიკური და საქმიანი კავშირები. მას მიეცა შაჰთან მჭიდრო კავშირების დამყარების შესაძლებლობა. შაჰის მითითებით მან შექმნა ირანული ლოჟა, რომელშიც  შედიოდა საზღვარგარეთის მასონურ ლოჟებთან დაკავსირებული დაახლოებით 18 არსებული ადგილობრივი ლოჟა, რითაც გაწყვიტა მათი გარე კავშირი და ისინი სავაქის საიდუმლო პოლიციის ეფექტური კონტროლის ქვეშ მოაქცია. როგორც "დიდოსტატმა", შარიფ-ემამმის ხელშეწყობით ირანის მასონური ლოჟები შაჰის სამსახურში ჩადდგნენ, ამავე დროს შექმნა პოლიტიკურად და ფინანსურად უფრო მომგებიანი ქსელი.[4]  

პრემიერ მინისტრი (1960 წლის აგვისტო - 1961 მაისი)

რედაქტირება

ხელისუფლების მიერ საპარლამენტო არჩევნების გაყალბებამ, რომელიც ჩატარდა 1960 წლის გაზაფხულზე, გამოიწვია მანუჩეჰრ იქბალის კაბინეტის გადადგომა, ახალ პრემიერ-მინისტრად შარიფ-ემამი დაინიშნა.

1961 წლის დასაწყისში ჩატარდა მეორე არჩევნები, სადაც რეჟიმის მიერ მხარდაჭერილი პარტიები „მარდომი“ და „მელიიუნი“ კვლავ დაუპირისპირდნენ ეროვნულ ფრონტს, თუმცა არჩევნებში მონაწილეობის უფლება მხოლოდ ნაციონალური ფრონტის ლიდერს ალაიარ სალეჰს მიეცა. შარიფ-ემამის მთავრობამ და მე-20 მეჯლისმა მხოლოდ რამდენიმე თვე გაძლო. ეროვნული ფრონტის მხარდაჭერით ქაშანიდან არჩეულმა ალაიარ სალეჰმა გააპროტესტა, რომ დეპუტატების უმეტესობა უკანონოდ იქნა არჩეული. სიტუაცია ფეთქებადი გახდა, როდესაც მასწავლებლლების გაფიცვის დროს პოლიციის მიერ მასწავლებლის მკვლელობამ გამოიწვია მასიური დემონსტრაციები. შარიფ-ემამი იძულებული გახდა გადამდგარიყო.[5]

19641978 წლებში — სენატის პრეზიდენტი და "ფეჰლევის ფონდის" ხელმძღვანელი. მისი ხელმძღვანელობით ფონდმა საგრძნობლად გააფართოვა თავისი ბიზნეს საქმიანობა, განახორციელა ფართომასშტაბიანი ინვესტიციები სამრეწველო საწარმოებში, სასტუმროებსა და კაზინოებში. თუმცა, თავად პოლიტიკოსი მუდმივად იყო ეჭვმიტანილი სამთავრობო კონტრაქტების და ინვესტიციების დადებასთან დაკავშირებულ კორუფციაში. ოპოზიციურ პრესაში მას ნეგატიურად შეარქვეს „ბატონი 5 პროცენტი“.

პრემიერ მინისტრი (1978 წლის აგვისტო-ნოემბერი)

რედაქტირება

1978 წლის 27 აგვისტოს ჯამშიდ ამუზეგარის მთავრობა გადადგა. შაჰმა რელიგიურ მოღვაწეებთან კავშირის გამო ახალ პრემიერ მინისტრად დანიშნა შარიფ-ემამი  და დაავალა  „ეროვნული შერიგების“ მთავრობის შექმნა.  ქვეყანაში კვლავ დაიწყეს ისლამური კალენდრის გამოყენება, მოხდა სასულიერო პირებთან დაახლოებული ოპოზიციონერების ამნისტია, კაზინოები დაიხურა, „რასთახიზის“ პარტია გაუქმდა და სავაქის საიდუმლო სამსახურის ძალაუფლება შეიზღუდა. პარალელურად გაიზარდა საჯარო მოხელეების ხელფასები, რაც ინფლაციური ზარალის კომპენსირებას ითვალისწინებდა. თუმცა, პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისი გაიზარდა. ქვეყანაში დაიწყო მასობრივი დემონსტრაციები შაჰის დამხობისა და ისლამური სახელმწიფოს შექმნისკენ, რომელსაც აიათოლა ხომეინი ხელმძღვანელობდა. ძალადობის ესკალაციისა და ეგრეთ წოდებული „შავი პარასკევის“ (1978 წლის 8 სექტემბერი) მოვლენების, ასევე საომარი მდგომარეობის შემოღებიდან მალევე, მთავრობა შარიფ-ემანის ხელმძღვანელობით გადადგა (5 ნოემბერი) . გენერალი ღოლამ რეზა აზჰარი ახალი პრემიერ-მინისტრი გახდა. [6]

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. Ja’far Sharif-Emami, Khaterat, HIOHP (Tehran, 2001), pp. 283–284.
  2. Rozita Miri. "The Senate". IICHS. Retrieved 25 July 2013.
  3. "مؤسسه مطالعات و پژوهش‌های سیاسی".psri.ir (სპარს.)
  4. Fakhreddin Azimi. "The Quest for Democracy in Iran: A Century of Struggle against Authoritarian Rule", (2008), p. 233.
  5. William Green Miller. Political Organization in Iran: From Dowreh to Political Party. Source: Middle East Journal, Vol. 23, No. 3 (Summer, 1969), pp. 343-350.
  6. Parviz Daneshvar. "Revolution in Iran", (2016), p. 71.