ჰუსეინ ალა (სპარს. حسین علاء‎; დ. 13 დეკემბერი, 188213 ივლისი, 1964) — ირანელი დიპლომატი და სახელმწიფო მოღვაწე, ირანის პრემიერ-მინისტრი 1951 წლის 12 მარტიდან 30 აპრილამდე. [1]

ჰუსეინ ალა
ჰუსეინ ალა
სპარს. حسین علاء
ირანის დროშა ირანის 58-ე პრემიერ-მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
12 მარტი 1951 – 30 აპრილი 1951
წინამორბედიჰაჯ ალი რაზმარა
მემკვიდრემოჰამედ მოსადეყი

დაბადებული13 დეკემბერი 1881
თეირანი, სპარსეთი
გარდაცვლილი13 ივლისი 1964 (82 წლის)
თეირანი, ირანი
განათლებალონდონის უნივერსიტეტი
ვესტმინსტერის სკოლა
პროფესიადიპლომატი
რელიგიაისლამი, შიიზმი
ჯილდოებიგერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ღირსების ორდენი

ბიოგრაფია რედაქტირება

ჰუსეინ ალა დაიბადა  ირანის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანის —  მირზა მუჰამედ ალი ხან ალა უს-სალთანის  ოჯახში, რომელიც გახლდათ ირანის ვეზირი-აზამი (პრემიერ-მინისტრი). სწავლობდა ლონდონში.

საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე დამტკიცებამდე მუშაობდა ირანის ელჩად დიდ ბრიტანეთში და ამერიკის შეერთებულ შტატებში. იყო ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მრჩევლი. 1943 წელს დაინიშნა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე. 1945 წლის 2 მარტს იგი თანამდებობიდან გადააყენა ირანის შაჰმა.[2]

1949 წლის ოქტომბერში 20-მდე ოპოზიციურად განწყობილმა ირანელმა საზოგადო მოღვაწემ (იურისტები, ჟურნალისტები, შიიტი ლიდერები) შაჰის სასახლეში შიმშილობა („ბესთი“) გამოაცხადეს.  მიზეზი გახდა პროტესტი მეჯლისის არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ. მათ ხელმძღვანელობდა დოქტორი მოჰამედ მოსადეყი, რომელიც რეზა შაჰის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ჩამოშორდა აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას. ოპოზიციონერებმა მიაღწიეს არჩევნების შედეგების გაუქმებას და შექმნეს ირანის ეროვნული ფრონტის (NFI) ბირთვი. ის არც ერთი პარტიის კოალიციად არ იყო ჩაფიქრებული, თუმცა, სიტუაციიდან გამომდინარე, გარკვეული ოპოზიციური ძალების მხარდაჭერით სარგებლობდა. 1950 წლის თებერვალში განმეორებით არჩევნებში ირანის ეროვნული ფრონტის რვა წარმომადგენელი შეიყვანა მეჯლისში, რომლებმაც პარლამენტის ქვედა პალატის ტრიბუნა გამოიყენეს ლიბერალური დემოკრატიული რეფორმების იდეების გასაძლიერებლად და მონარქიული ძალაუფლების შეზღუდვის მოთხოვნისთვის.[3]

ირანის ეროვნული ფრონტის ლიდერები გამოდიოდნენ მოწოდებებით   ქვეყნის ეკონომიკური სუვერენიტეტისთვის ბრძოლისთვის, რამაც  გამოიწვია  დემონსტრაციების ახალი ტალღის აფეთქება. დემონსტრანტები მოითხოვდნენ იმ დროისთვის ირანში უცერემონიოდ მოქმედი ინგლის-ირანის ნავთობკომპანიის საქმიანობის შეწყვეტას.  1951 წლის 7 მარტს, ასეთი გადაწყვეტილების აქტიური მხარდამჭერი, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, გენერალი ალი რაზმარა, მეჩეთის შესასვლელში მოკლა ფედაიანე ისლამის აქტივისტმა. ოთხი დღის შემდეგ მთავრობის მეთაურად დაინიშნა ირანის ყოფილი ელჩი აშშ-ში ჰუსეინ ალა. ანტიდასავლური გამოსვლების ზეწოლით 1951 წლის 15 მარტს მეჯლისმა მიიღო კანონი ინგლის-ირანის ნავთობკომპანიის ნაციონალიზაციის შესახებ.[4]

1955 წლის 11 ოქტომბერს პრემიერ-მინისტრმა ჰუსეინ ალამ გამოაცხადა ირანის სურვილი,  ბაღდადის პაქტთან (ცენტრალური ხელშეკრულების ორგანიზაცია) შეერთების შესახებ. კანონი ირანის ბაღდადის პაქტთან შეერთებასთან დაკავშირებით მეჯლისმა და სენატმა მიიღეს, ხოლო 23 ოქტომბერს დაამტკიცა შაჰინშაჰმა.1955 წლის 16 ნოემბერს, ჰუსეინ ალას ბაღდადში გამგზავრების წინა დღეს, პაქტის დამფუძნებელ სხდომაში მონაწილეობის მისაღებად, ისლამის ფედაინების წევრების მიერ მასზე წარუმატებელი მკვლელობის მცდელობა განხორციელდა.[5][6][7]

პირადი ცხოვრება რედაქტირება

ჰუსეინ ალა გარდაიცვალა პნევმონიით 1964 წლის 12 ივლისს 82 წლის ასაკში. მისი მეუღლე გარდაიცვალა 1981 წელს. ჰუსეინ ალას  ვაჟი ფერეიდუნ ალა გახლდათ ირანის სისხლის გადასხმის ეროვნული სამსახურის დამფუძნებელი დირექტორი და ირანის ჰემოფილიის სამკურნალო ცენტრის საპატიო პრეზიდენტი. მისი ქალიშვილი ირანი დაქორწინებულია ესკანდარ ფირუზზე, ცნობილ ირანელ პოლიტიკოსსა და გარემოს დამცველზე.[8][9]

ლიტერატურა რედაქტირება

  • Анвар Чингизоглы. Дипломатия Каджарского Ирана, Баку, «Мутарджим», 2014. — 240 s. — ISBN 978-9952-28-200-9.

სქოლიო რედაქტირება

  1. ویژه گی های زندگی سیاسی حسین علاء بخش دوم (სპარს.)
  2. "مؤسسه مطالعات تاريخ معاصر ايران Iichs". (სპარს.)
  3. Īrān, Bānk-i Millī-i (27 September 1958). "A History of the First Thirty Years of Bank Melli Iran, 1928-1958". Printed in Bank Melli Iran Press – via Google Books.
  4. The International Who's Who 1943–44. 8th edition. George Allen & Unwin, London, 1943, p. 9.
  5. Ervand Abrahamian (2013). The Coup: 1953, the CIA, and the roots of modern U.S.-Iranian relations. New York: New Press. p. 74. ISBN 978-1-59558-826-5.
  6. Seyed Mohammad Ali Taghavi (2004). The Flourishing of Islamic Reformism in Iran: Political Islamic Groups in Iran (1941–61). Routledge. p. 120. ISBN 9780203321621.
  7. "Killers' Capture in Wilds". Life. 22 April 1957. p. 40. Retrieved 6 December 2017.
  8. Fakhreddin Azimi (2009). Quest for Democracy in Iran: A century of struggle against authoritarian rule. Cambridge, MA; London: Harvard University Press. p. 177. ISBN 978-0-674-02036-8.
  9. "Chronology June 16, 1964-August 31, 1964". Middle East Journal. 18 (4): 451–482. Autumn 1964. JSTOR 4323777.