წითელნისკარტა მაღრანი

ფრინველი ყორნისებრთა ოჯახისა

წითელნისკარტა მაღრანი,[1][2] სუღლუკი[2] (ლათ. Pyrrhocorax pyrrhocorax) — ფრინველი ყორნისებრთა ოჯახისა.

წითელნისკარტა მაღრანი

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Pyrrhocorax pyrrhocorax (Linnaeus, 1758)
სინონიმები
  • Upupa pyrrhocorax (Linnaeus, 1758)
  • Corvus pyrrhocorax (Linnaeus, 1766)
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 22705916
გავრცელება

მისი სხეულის სიგრძეა 37–42 სმ, მასა 220–450 გრამი; მამალი დედალზე დიდია. ნისკარტი გრძელი, ვიწრო, ქვევითკენ ნამგლისებურად მოხრილია; ფრთები გრძელი, წაწვეტებული. შეფერილია შავად, დასდევს მწვანე, ლურჯი და მეწამული ელფერი; ფეხები და ნისკარტი წითელია. გავრცელებულია ცენტრალური და სამხრეთ ევროპის, ჩრდილო-დასავლეთ და აღმოსავლეთ აფრიკის (ეთიოპია), სამხრეთ ციმბირის, სამხრეთ-დასავლეთ, შუა და ცენტრალური აზიის მთების ველებსა და სტეპებზე; გვხვდება საქართველოშიც.[2] ბუდობს ზღვის დონიდან ნივალურ სარტყლამდე, ჩვეულებრივ დამახასიათებელია 1200–4800 მეტრ სიმაღლისთვის; მთებში სეზონურად ვერტიკალურად გადაადგილდება.

ფრენს მაღალმანევრულად. ეწევა გუნდური ცხოვრების წესს. ყოვლისმჭამელია; რაციონის ძირითად ნაწილს შეადგენს ნიადაგის მწერები, მცენარეთა თესლები (მ. შ. კულტურული მარცვლოვნების), კენკრა; ჭამს მცირე ზომის ქვეწარმავლებს, ფრინველებსა და მათ კვერცხებს, ნარჩენებს, ლეშს. ბუდობს ცალკეულ წყვილებად და კოლონიებად ციცაბო კლდეებს შორის, ნაპირის ბექებსა და შენობებში. ბუდე მასიურია, ჯამისებრი ან ფლატფორმის მსგავსი, უხვადაა ჩაფენილი ბეწვი და თმა. დედალი დებს 1–6 (ჩვეულებრივ 3–5) კვერცხს; კრუხობს 17–18 დღე; მამალი ამ პერიოდში მას კვებავს. ბარტყები ბუდეში 31–41 დღე რჩებიან.

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. კუტუბიძე მ., ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია, თბ.: „მეცნიერება“, 1973. — გვ. 40, 130, 223.
  2. 2.0 2.1 2.2 ჟორდანია რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 506.