სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მაღრანი (მრავალმნიშვნელოვანი).

მაღრანი, ან ალპური ჭკა[1] (ლათ. Pyrrhocorax) — ფრინველთა გვარი ბეღურასნაირთა რიგისა. მოიცავს 2 სახეობას: წითელნისკარტა ანუ სუღლუკი (Pyrrhocorax pyrrhocorax) და ყვითელნისკარტა ანუ საღსაღანა მაღრანს (Pyrrhocorax graculus). ყვითელნისკარტა მაღრანი გავრცელებულია ევროპაში, შუა და ცენტრალურ აზიაში. წითელნისკარტა, გარდა ამისა, კიდევ — ჩრდილო-დასავლეთ აფრიკაში, ეთიოპიაში, სამხრეთ-დასავლეთ აზიაში. ორივე სახეობა ბინადრობს საქართველოშიც. კოლონიური ფრინველებია. ვერტიკალურად ფრენენ 300 მ-დან 4500 მ-მდე. ბუდეს იკეთებენ კლდეებში, მდინარისპირა ხრამების კედლებში. დედალი მაღრანი 4–5 კვერცხს დებს, 17–18 დღე კრუხობს, იკვებებიან ჭიებით, მწერებით, მცენარეებით. ზოგიერთი მკვლევარი ყვითელნისკარტა მაღრანს ცალკე გვარად (Graulus) გამოყოფს.

მაღრანი
ყვითელნისკარტა მაღრანი
ყვითელნისკარტა მაღრანი (Pyrrhocorax graculus)
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ფრინველები
რიგი:  ბეღურასნაირნი
ოჯახი:  ყორნისებრნი
გვარი:  მაღრანი
ლათინური სახელი
Pyrrhocorax (Tunstall, 1771)

ლიტერატურა

რედაქტირება