ძეძილეთი
ძეძილეთი — სოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის ხონის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: გელავერი, გვაშტიბი, ორაგვეთი, ღვედი). მდებარეობს მდინარე ცხენისწყლის მარცხენა ნაპირზე. წყალტუბო–ცაგერის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზაზე. ზღვის დონიდან 280 მეტრი, ხონიდან 25 კილომეტრი. სოფელში არის საჯარო სკოლა.[2] სოფელში დგას მთავარანგელოზის ეკლესია.
სოფელი | |
---|---|
ძეძილეთი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | იმერეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ხონის მუნიციპალიტეტი |
თემი | ძეძილეთი |
კოორდინატები | 42°25′31″ ჩ. გ. 42°33′33″ ა. გ. / 42.42528° ჩ. გ. 42.55917° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 280 მ |
მოსახლეობა | 197[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 100 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
დემოგრაფია
რედაქტირება2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 197 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[3] | 218 | 101 | 117 |
2014[1] | 197 | 106 | 91 |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 268.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო[მკვდარი ბმული]
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II