ღვედი (ხონის მუნიციპალიტეტი)
ღვედი — სოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის ხონის მუნიციპალიტეტში (ძეძილეთის თემი), მდებარეობს მდინარე ცხენისწყლის მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან 400 მეტრი, ხონიდან 29 კილომეტრი. სოფელში არის საჯარო სკოლა.[2] სოფელში გადის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზა წყალტუბო-ცაგერი. სოფელში არის ბარიტის საბადო.
სოფელი | |
---|---|
ღვედი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | იმერეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ხონის მუნიციპალიტეტი |
თემი | ძეძილეთი |
კოორდინატები | 42°27′28″ ჩ. გ. 42°35′28″ ა. გ. / 42.45778° ჩ. გ. 42.59111° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 400 მ |
მოსახლეობა | 71[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 100 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
დემოგრაფია
რედაქტირება2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 71 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[3] | 190 | 99 | 91 |
2014[1] | 71 | 37 | 34 |
ღირსშესანიშნაობები
რედაქტირებასოფელში დგას შუა საუკუნეების კოშკი და ქვაბიკარის მღვიმე. სოფელში არის გვიანი ბრინჯაოს ხანის გორანამოსახლარი — „გორიკა“.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 586.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო[მკვდარი ბმული]
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II