ძაბრისებრი კლიტოციბე
ძაბრისებრი კლიტოციბე (ლათ. Infundibulicybe gibba) — სოკოს სახეობა ტრიქოლომასებრთა ოჯახისა, რომელიც ფართოდაა გავრცელებული ევროპაში, აგრეთვე იზრდება ჩრდილოეთ ამერიკაში, იაპონიაში, ავსტრალიასა და ჩრდილოეთ აფრიკაში. საჭმელად გამოიყენება ახალი და დამწნილებული.
ძაბრისებრი კლიტოციბე | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Infundibulicybe gibba (Pers.) P.Kumm., 1871 | |||||||||||||||
|
სოკო პირველად აღწერა გერმანელმა მიკოლოგმა კრისტიან ჰენდრიკ პერსონმა 1801 წელს როგორც Agaricus gibbus.[1] მიმდინარე ბინომიალური სახელწოდება მიანიჭა პოლონელმა მიკოლოგმა ჰარი ჰარმაჯამ 2003 წელს.[2]
აღწერა
რედაქტირებაქუდის დიამეტრი — 3-10 სმ, თავდაპირველად ბრტყელი, შემდგომში ჩაზნექილი და ძაბრისებრია, ზოგჯერ ცენტრში ახასიათებს მცირე ბორცვაკი. ტიტველია, თხელი კიდეებით, ყვითელი ან მოყვითალო-ყავისფერი.
ფირფიტები — ძლიერ დაღმავალი, ხშირი, თეთრი ან ღია კრემისფერი.
რბილობი — მოთეთრო, ნუშის სუნით.
ფეხის სიგრძე — 3-8 სმ, სისქე — 0,5-1 სმ, ცილინდრული ან ძირში ოდნავ გაგანიერებული, ჟანგმიწისფერი ან მოთეთრო.
სპორების ფხვნილი თეთრი ფერის. ხორბლის მარცვლისებრი, წაწვეტებული, პუნქტირებული ზედაპირით, უფერული, 5-7x3-4 მკ.
გავრცელება და ეკოლოგია
რედაქტირებასაპროტროფია. ფართოდაა გავრცელებული ევროპაში, აგრეთვე გვხვდება ავსტრალიაში, ჩრდილოეთ აფრიკაში, ჩრდილოეთ ამერიკასა და იაპონიაში.[3][4]
როგორც წესი იზრდება ჯგუფებად, წიწვოვან და ფართოფოთლოვან ტყეებში, ასევე ტყეებისა და გზების პირას. ზოგჯერ ქმნის ქაჯის წრეს.
სეზონი — ზაფხულიდან შემოდგომამდე.
მსგავსი სახეობები
რედაქტირებასინონიმები
რედაქტირება- Clitocybe gibbus P.Kumm., 1801
- Agaricus gibbus Pers., 1801basionym
- Agaricus gibbus var. membranaceus (Vahl) Fr., 1828, nom. inval.
- Agaricus infundibuliformis var. membranaceus (Vahl) Fr., 1838
- Agaricus membranaceus Vahl, 1790
- Clitocybe infundibuliformis var. membranacea (Vahl) Massee, 1893
- Clitocybe membranacea (Vahl) Sacc., 1887
- Infundibulicybe gibba (Pers.) Harmaja, 2003
- Omphalia gibba (Pers.) Gray, 1821
გალერეა
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ნახუცრიშვილი ივ., საქართველოს სოკოები / რედ. და თანაავტ. არჩ. ღიბრაძე, თბ.: „ბუნება პრინტი“ და საქართველოს ბუნების შენარჩუნების ცენტრი, 2006. — გვ. 94, ISBN 99940-856-1-1.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ძაბრისებრი კლიტოციბე“ ვიკისაწყობში.
- ძაბრისებრი კლიტოციბე Index Fungorum-ზე (ინგლისური)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Infundibulicybe gibba page. Species Fungorum. Royal Botanic Gardens Kew. ციტირების თარიღი: 2019-07-30
- ↑ Harmaja H (2003). „Notes on Clitocybe s. lato (Agaricales)“. Annales Botanici Fennici. 40 (1): 213–218.
- ↑ Clitocybe gibba (Pers.) P. Kumm.. Global Biodiversity Information Facility. OECD. ციტირების თარიღი: 2019-07-28
- ↑ (2013) Champignons de France et d'Europe (French). Delachaux et Niestlé, გვ. 212. ISBN 978-2-603-02038-8. Also available in English.