ჩრდილო-აღმოსავლეთ უკრაინის კამპანია
ჩრდილო-აღმოსავლეთ უკრაინის კამპანია | |||
---|---|---|---|
რუსეთის უკრაინაში შეჭრის ნაწილი | |||
| |||
თარიღი |
24 თებერვალი, 2022 – დღემდე (2 წელი, 10 თვე და 5 დღე) | ||
მდებარეობა |
ახლა: ხარკივის ოლქი ადრე: ჩერნიჰივის ოლქი და სუმის ოლქი[1] | ||
სტატუსი |
მიმდინარე | ||
მხარეები | |||
| |||
მეთაურები | |||
| |||
სამხედრო ნაწილები | |||
| |||
დანაკარგები | |||
| |||
ჩრდილო-აღმოსავლეთ უკრაინის კამპანია ვიკისაწყობში |
ჩრდილო-აღმოსავლეთ უკრაინის კამპანია — საომარ მოქმედებათა მიმდინარე თეატრი რუსეთის უკრაინაში შეჭრის (2022) დროს. მის მიზანს წარმოადგენს უკრაინის ჩერნიჰივის, ხარკივისა და სუმის ოლქებზე კონტროლის დამყარება.[13] 4 აპრილს უკრაინის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ სუმის ოლქიდან რუსული ჯარები თითქმის მთლიანად გავიდნენ და ისინი აღარცერთ დასახლებას აღარ აკონტროლებდნენ.[4] მოგვიანებით იგივე ინფორმაცია გავრცელდა ჩერნიჰივის ოლქზეც.[5]
მიმოხილვა
რედაქტირებაჩრდილო-აღმოსავლეთ უკრაინის კამპანია რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინის ჩრდილო-აღმოსავლეთ ოლქებში (ჩერნიჰივი, სუმი, ხარკივი) წარმობული მსხვილი სამხედრო ოპერაციაა. ქალაქი ჩერნიჰივი ალყაში იყო 5 კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში. 25 თებერვალს დამცველები დამარცხდნენ და დაკარგეს სუმის ოლქის მეორე მნიშვნელოვანი ქალაქი კონოტოპი, რომელიც რუსეთის საზღვრიდან 90 კმ-ში მდებარეობს.[14][15] 24 თებერვლიდან შეტევის კიდევ ერთი მიმართულება იყო ხარკივი.
სუმის ოლქში საბრძოლო მოქმედებების დასაწყისში რუსულმა ძალებმა თითქმის შეძლეს მისი ცენტრის, ქალაქ სუმის აღება (მდებარეობს რუსეთის საზღვრიდან 35 კმ-ში), თუმცა უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა და მოხალისეებმა ქუჩის ბრძოლებში შეძლეს მოწინააღმდეგის შეჩერება და განდევნა ქალაქიდან. უკრაინული წყაროების თანახმად, 100-ზე მეტი რუსული ტანკი განადგურდა და ათეულობით ჯარისკაცი ტყვედ ჩავარდა.[16] ბრძოლები გაიმართა ოხტირკაშიც.[17]
ამერიკელმა ისტორიკოსმა ფრედერიკ კაგანმა კამპანიის შეფასებისას 4 მარტს განაცხადა, რომ სუმის მიმართულება იმ დროისთვის ყველაზე წარმატებული და სახიფათო იყო რუსეთის მიერ კიევზე თავდასხმისათვის. მან აღნიშნა, რომ გეოგრაფია ხელს უწყობდა მექანიზებულ თავდასხმას, რადგან ვაკე და მცირედ დასახლებული რელიეფი ცოტა თავდაცვით პოზიციას უქმნიდა დამცველებს.[18]
სანამ სუმში ბრძოლები მძვინვარებდა, რუსული ძალების ნაწილი სუმიდან დასავლეთით კიევისკენ მიმავალი გზით 4 მარტისთვის ბროვარისთან (კიევის აღმოსავლეთი გარეუბანი) აღმოჩნდა.[19] ომის შემსწავლელი ინსტიტუტის მონაცემებით, რამდენადაც 8 მარტიდან რუსულ ნაწილებს საომარ მოქმედებათა ამ თეატრში ახალი ტერიტორიები ვერ დაიკავეს, მოსალოდნელი იყო, რომ ისინი ძალებს გადაადისლოცირებდნენ კიევის აღმოსალეთ ნაწილზე შეტსატევად და სუმის ოლქში უკრაინელთა კონტრშეტევებისაგან დასაცავად.[20]
რუსული ძალების უკან დახევის შემდეგ, 2 აპრილს მთელი კიევის ოლქი, სადაც ბროვარიც მდებარეობს, უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ ოკუპანტებისგან თავისუფლად გამოაცხადა.[21]
4 აპრილისთვის რუსეთის ჯარები სუმის ოლქიდან ძირითადად გასულები იყვნენ და აღარ ეკავათ არცერთი ქალაქი ან სოფელი.[4] ამავე დღეს უკრაინის ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ ისინი ჩერნიჰივის ოლქიდანაც გავიდნენ.[5] ერთადერთ აქტიურ მიმართულებად ხარკივი დარჩა.[22]
ქრონოლოგია
რედაქტირება24 თებერვალი
რედაქტირებამას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში შეჭრის დაწყების შესახებ გამოაცხადა , რუსულმა ძალებმა გადაკვეთეს რუსეთ-უკრაინის საზღვარი და დაიწყეს ხარკივისკენ (ხარკოვისკენ) წინსვლა. ისინი შეხვდნენ უკრაინელთა წინააღმდეგობას, რითაც დაიწყო ხარკივისათვის ბრძოლა.[23] სარაკეტო დარტყმა მიიტანეს ჩუჰუივის ავიაბაზაზე,[24] სადაც განთავსებული იყო Bayraktar TB2-ები. თავისუფალი წყაროების დაზვერვის მონაცემებით, დაზიანდა ნავთობის საცავები და ინფრასტრუქტურა.[25]
ჩერნიჰივთან დარტყმის სამიზნე აღმოჩნდა პივკის აეროდრომი.[26] ჩერნიჰივის მისადგომებთან და ბატურინთან გაიმართა სატანკო ბრძოლები.[27]
იმავდროულად, კონოტოპში ჩრდილო-აღმოსავლეთიდან მიმავალი რუსული ძალები გარს შემოერტყნენ ქალაქს და ალყაში მოაქციეს იგი.[28]
სუმიში 3:00 საათზე ქალაქის გარეუბანში დაწყებული ბრძოლებით[29] დაიწყო სუმისათვის ბრძოლა. მხარეებს შორის შეტაკებები დღის განმავლობაში და საღამოსაც გაგრძელდა.
7:30 საათზე საბრძოლო მოქმედებები დაიწყო ოხტირკაში, რაც გადაიზარდა ოხტირკისათვის ბრძოლაში.[30] უკრაინულმა ძალებმა სასტიკი წინააღმდეგობა გაუწიეს და რუსებმა უკან დაიხიეს.
25 თებერვალი
რედაქტირებაღამით, 1:39 საათზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსულმა ძალებმა ქალაქ სუმიდან უკან დაიხიეს.[31] ამავდროულად უკრაინელმა სამხედროებმა კონტროლი დაკარგეს კონოტოპზე.[14][32] რუსული ნაწილები შევიდნენ ჩუჰუივში (ჩუგუევი).[33] მწვავე ბრძოლა გაგრძელდა ხარკივის ჩრდილოეთ გარეუბნებში, განსაკუთრებით სოფელ ცირკუნისთან.[34] ჩერნიჰივის ოლქში მოწინააღმდეგე გამოჩნდა სნოვსკთან, სოსნიციასთან, მენასთან, სემენივკასთან, ჰროდნასთაბ, კორიუკივკასა და ნოვჰოროდ-სივერსკთან.[35]
ოხტირკაში, ბმ-27 „ურაგანის“ რაკეტები მოხვდა ქალაქის სკოლას,[36] დაიღუპა დარაჯი, დაშავდნენ უცნობი რაოდენობის ბავშვები და მასწავლებელი. თუმცა უკრაინულმა ძალებმა სასტიკი წინააღმდეგობა გაუწიეს და რუსებმა უკან დაიხიეს.[37]
26 თებერვალი
რედაქტირებახარკივის ოლქის გუბერნატორმა ოლეჰ სინიეჰუბოვმა განაცხადა, რომ ხარკივი კვლავ უკრაინის კონტროლის ქვეშ იყო. მან ქალაქში კომენდანტის საათიც გამოაცხადა.[38] რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, უკრაინის 302-ე საზენიტო-სარაკეტო პოლკი ხარკივის ოლქში დანებდა,[39] რაც უკრაინულმა მხარემ უარყო.[40]
სუმიში შეტაკებები კვლავ განახლდა.[41] რუსებმა დღისით მოახერხეს ქალაქის ნახევრის დაკავება, მაგრამ დაღამებისას უკრაინელებმა თავდამსხმელები მოიგერიეს.[42] ქალაქში დაიღუპა 3 სამოქალაქო პირი.[43] ოლქის გუბერნატორმა დმიტრო ჟივიცკიმ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოხტირკაში მოწინააღმდეგის იერიშების შედეგად დაიღუპა 6 მშვიდობიანი და 55 დაიჭრა.[44] Rochan Consulting-ის სადაზვერვო ჯგუფის მონაცემებით, ღამით სუმის დასავლეთიდან რუსულმა ძალებმა კიდევ უფრო დასავლეთისკენ წაიწიეს, და როგორც ჩანდა, კიევიდან 150 კმ-ში აღმოჩნდნენ.[45]
27 თებერვალი
რედაქტირებადილას ხარკივში რუსულმა ძალებმა გაზსადენი გაანადგურეს.[46] იმავე დილით ისინი ქალაქში შევიდნენ. ისმოდა აფეთქებების ხმაც.[47] რუსეთის თავდაცვის მინისტრის პრეს-მდივანმა იგორ კონაშენკოვმა განაცხადა, რომ „უკრაინის შეიარაღებული ძალების 302-ე საზენიტო-სარაკეტო პოლკმა, რომელიც აღჭურვილი იყო ბუკ მ-1-ის საზენიტო სისტემებით, ნებაყოფლობით დაყარა იარაღი და ჩაბარდა“.[48] უკრაინის ხელისუფლებამ აღნიშნული უარყო.[49] უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის ცნობით, ხარკივში შესული რუსული სატრანსპორტო საშუალებების ნახევარი უკრაინელმა სამხედროებმა გაანადგურეს.[50]
რამდენიმე რუსული სატრანსპორტო საშუალება აღმოსავლეთიდან სუმისკენ დაიძრა. ესროლეს სამოქალაქო მანქანას, რომელშიც ზრდასრულები და ბავშვები იმყოფებოდნენ, დაიღუპა ქალი.[51]
შუადღისთვის უკრაინის ოფიციალურმა პირებმა, მათ შორის გუბერნატორმა სინიეჰუბოვმა, განაცხადეს, რომ მძიმე ბრძოლების შემდეგ ხარკივი კვლავ უკრაინის კონტროლის ქვეშ იყო.[52][53] კუპიანსკის მერი გენადი მაცეგორა დათანხმდა ქალაქის რუსეთის ძალებისთვის გადაცემას და უკრაინული ძალები შემოჭრის დაწყების შემდეგ მის მიტოვებაში დაადანაშაულა.[54] მაცეგორა მოგვიანებით უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ირინა ვენედიქტოვამ ღალატში დაადანაშაულა.[55]
28 მარტი
რედაქტირებარუსულმა ძალებმა დაბომბეს და გაანადგურეს ოხტირკის ნავთობბაზა.[56] ამავე ქალაქში სამხედრო ბაზაზე თერმობარიული ბომბის ჩამოგდების შედეგად დაიღუპა 70 სამხედრო.[57][58]
1 მარტი
რედაქტირებადილით ადრე ხარკივში გადმოსხდნენ რუსი მედესანტეები და უკრაინულ ძალებთან ჩაერთვნენ ბრძოლებში. შეტეკებები ასევე გაიმართა ქალაქის სამხედრო ჰოსპიტალთან, აქაც რუსი მედესანტეები გადმოსხდნენ. ხარკოვის ოლქის პოლიციის უფროსის ვოლოდიმირ ტიმოშკოს თანახმად, სიტუაცია კონტროლის ქვეშ იყო.[59]
უმაღლესი რადისა და სპეციალური კავშირისა და ინფორმაციის დაცვის სახელმწიფო სამსახურის მიხედვით, ბელარუსის ქალაქ გროდოდან 33 მანქანა შევიდა უკრაინის ჩერნიჰივის ოლქში. აშშ-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ქვეყანა ვერ ხედავდა ამგვარ აქტივობას. ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ აღნიშნა, რომ მისი ჯარისკაცები უკრაინაში არ შესულან.[60] ჩერნიჰივის ოლქის გუბერნატორის განცხადებით, ქალაქის ყველა შესასვლელი ძლიერ დანაღმული იყო.[61]
მოგვიანებით, უკრაინის ოფიციალური პირები ამტკიცებენ, რომ უკრაინულმა ძალებმა 200 რუსი ჯარისკაცი მოკლეს ჩერნიჰივის ოლქის სამხრეთში მდებარე სოფელ კრუტიში.[62]
2 მარტი
რედაქტირებაუკრაინის სამხედრო პირების ცნობით, საჰაერო თავდასხმის შემდეგ რუსი მედესანტეები ხარკივში დაეშვნენ და უკრაინულ ძალებთან ბრძოლაში ჩაებნენ.[63] ჟივიცკიმ განაცხადა, რომ რუსებმა დაიკავეს ტროსტიანეცი. მან დასძინა, რომ რუსული ძალები ქალაქში 01:03 საათზე შევიდნენ და გაანადგურეს კარიბჭე მრგვალ ბაღში და ხელოვნების გალერეა.[64]
უმაღლესმა რადამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ იზიუმში რუსული დაბომბვის შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა.[65] კონოტოპის მერი ქალაქის ჩაბარებას დათანხმდა.[2][66] ამავდროულად, რუსული ჯარები შევიდნენ ბალაკლიიაში.[67]
3 მარტი
რედაქტირებაუკრაინის ხელისუფლებამ 3 მარტს განაცხადა, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში ხარკივის რეგიონში რუსული დაბომბვის შედეგად 34 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.[68] ამასობაში რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ცნობა, რომ ბალაკლიია დაიკავეს.[69] უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ინფორმაციით, უკრაინის ჯარებმა სუმის ოლქის სახელმწიფო საზღვრმდე წაიწიეს და ტერიტორიები დაიბრუნეს.
4 მარტი
რედაქტირებასინიეჰუბოვის ცნობით, უკრაინულმა ჯარებმა ხარკივის ოლქში კონტრშეტევა წამოიწყეს და სუმის ოლქიდან შემოსული რუსული ძალები სახალმწიფო საზღვრის იქით უკუაგდეს.[70]
7 მარტი
რედაქტირებაუკრაინელი სამხედროების ინფორმაციით, ღამით კონტრშეტევის შედეგად დაიბრუნეს ხარკივთან მდებარე ჩუჰუივი (ჩუგუევი). ისინი ამტკიცებდნენ, რომ მოკლეს ორი რუსი მეთაური: დიმიტრი საფრონოვი, 61-ე საზღვაო ქვეითი ჯარის ბრიგადის მეთაური, და პოდპოლკოვნიკი დენის გლებოვი, მე-11 საგვარდიო სადესანტო-საიერიშო ბრიგადის მეთაურის მოადგილე.[7]
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ხარკივთან გამართულ ბრძოლებში მოკლეს რუსი გენერალ-მაიორი ვიტალი გერასიმოვი, მოკლული ან დაჭრილი იყო რუსეთის არმიის ზოგიერთი სხვა მაღალი რანგის ოფიცერი.[6]
საღამოს რუსული ინტერნეტგამოცემები იტყობინებოდნენ, რომ ქალაქი იზიუმი, მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კვანძი, რომელსაც უკრაინის 81-ე აერომობილური ბრიგადა იცავდა, რუსმა მებრძოლებმა აიღეს, თუმცა ეს ფაქტი ოფიციალურად არ დადასტურებულა.[71]
8 მარტი
რედაქტირებაუკრაინული ძალების 8 მარტის განცხადებით, მათ მოიგერიეს რუსეთის ჯარის თავდასხმა ქალაქ იზიუმზე.[72] ამავდროულად, უკრაინასა და რუსეთს შორის მიღწეული შეთანხმებით, განხორციელდა პირველი ევაკუაცია — სუმის მაცხოვრებლებმა შეძლეს ქალაქიდან გამოსვლა.[73]
9 მარტი
რედაქტირებაცეცხლი გაუხსნეს სოფელ სლობოჟანსკეს. უკრაინის სახალხო დამცველის, ლუდმილა დენისოვას განცხადებით, ოთხი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, ღამით მათ სახლს ჭურვი დაეცა.[74] ჟივიცკის მიხედვით, ველიკა-პისარივკაში რუსულ დაბომბვას სამი მშვიდობიანი ემსხვერპლა.[75]
10 მარტი
რედაქტირებააშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის თანახმად, ჩერნიჰივი ამ დროიდან უკვე იზოლაციაში იყო მოქცეული.[76] 01:30 საათის შემდეგ რუსულმა ავიადარტყმებმა ოხტირკაში გაზსადენი გაანადგურა. გუბერნატორ ჟივიცკის თანახმად, რუსეთის მიერ „ელექტრობუტპრილადის“ ყოფილი ქარხნის მიმართულებით გახსნილი ცეცხლით ტროსტიანეცში სამი მშვიდობიანი დაიღუპა.[75]
14:20 საათზე ბმ-27 „ურაგანით“ ცეცხლი გაუხსნეს ქალაქ ნიჟინს.[77] მისი მერის, ოლექსანდრ კოდოლას ცნობით დაიღუპა ორი მცხოვრები.[78]
11 მარტი
რედაქტირებაჟივიცკის ინფორმაციით, ღამით რუსული ძალების მიერ გახსნილი ცეცხლით სუმის ოლქის სოფელ კერდილივშჩინაში დაიღუპა ორი მშვიდობიანი მოქალაქე.[79] მოგვიანებით უკრაინული ძალები იტყობინებოდნენ, რომ დღის განმავლობაში ჩერნიჰივის ოლქის ხუთი დასახლებული პუნქტი დაიბრუნეს, მათ შორის ბაკლანოვა-მურავიიკა, და ხელში ჩაიგდეს ორი ჯავშანტრანსპორტიორი.[80] დერჰაჩის მერის ვიაჩესლავ ზადორენკოს თანახმად, საარტილერიო ცეცხლის შედეგად ამ დღეს ქალაქში დაიღუპა სამი მშვიდობიანი მოქალაქე.[81]
12 მარტი
რედაქტირებაომის შემსწავლელი ინსტიტუტის ინფორმაციით, სრულად მოსალოდნელი იყო, რომ საომარ მოქმედებათა ამ თეატრში უკრაინის ტერიტორიული თავდაცვის ძალების კონტრშეტევებს საფრთხე შეექმნა რუსეთის კომუნიკაციების გრძელი ხაზებისათვის (მიმოსვლის გზებისათვის).[10] უკრაინული ძალების თანახმად, მათ კიდევ ორი დასახლებული პუნქტი დაიბრუნეს ჩერნიჰივის ოლქში და აღკვეთეს რუსეთის ჯარების კიევისაკენ წინსვლა.[82]
14 მარტი
რედაქტირებახარკივის საოლქო პროკურატურის განცხადებით, ხარკივში საცხოვრებელი სახლების მიმართულებით გახსნილი ცეცხლის შედეგად დაიღუპა ორი მშვიდობიანი მოქალაქე. ჩუჰუივში კი საბავშვო ბაღზე მიტანილ იერიშს ერთი ბავშვი შეეწირა.[83]
17 მარტი
რედაქტირებამერეფაში რუსულ საარტილერიო დარტყმას სულ მცირე 21 ადამიანი ემსხვერპლა.[84] გავრცელდა ინფორმაცია, რომ დღისით რუსებმა ქალაქი იზიუმი დაიკავეს,[85] მაგრამ ბრძოლები გრძელდებოდა.[86]
24 მარტი
რედაქტირებარუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის იგორ კონაშენკოვის განცხადებით, 24 მარტის დილისთვის რუსულმა ნაწილებმა იზიუმი მთლიანად დაიკავეს.[87] უკრაინის ოფიციალურმა პირებმა აღნიშნული უარყვეს.[88] ამავე დღეს საქალაქო რადის წევრმა „CNN“-ს განუცხადა, რომ მოწინააღმდეგე აკონტროლებდა ქალაქის ჩრდილოეთ სექტორს, უკრაინული ძალები — სამხრეთს და რუსები მათ ალყაში მოქცევას ცდილობდნენ.[89]
რუსეთის უკან დახევა
რედაქტირება31 მარტს უკრაინელებმა შეძლეს ჩერნიჰივის ალყის გარღვევა და კიევისა და ჩერნიჰივის დამაკავშირებელ გზაზე კონტროლი აღადგინეს.[9] ომის ხუთი კვირის თავზე და იმ ფონზე, როცა რუსეთმა ვერცერთი დიდი ქალაქი ვერ აიღო, მოსკოვმა განაცხადა, რომ უკან იხევდა კიევიდან და ჩერნიჰივიდან, რათა სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის სივრცე მიეცა.[90]
1 აპრილს უკრაინულმა მხარემ დაადასტურა, რომ იზიუმს რუსები აკონტროლებდნენ.[3][91] ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, საცხოვრებელი სახლების 80% განადგურებული იყო.[92] ჩერნიჰივის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ვიაჩესლავ ჩაუსმა განაცხადა, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები ჩერნიჰივიდან გადიოდნენ.[93].
4 აპრილს სუმის ოლქის გუბერნატორმა დმიტრო ჟივიცკიმ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოლქში რუსებს აღარ ეკავათ სოფლები ან ქალაქები და ძირითადად გავიდნენ აქედან, უკრაინული ჯარები კი დარჩენილი ნაწილების განდევნაზე მუშაობდნენ.[4] ამავე დღეს, საღამოს, ჩაუსი იტყობინებოდა, რომ რუსები ჩერნიჰივის ოლქიდანაც გავიდნენ, თუმცა მრავალ რაიონში ნაღმები დატოვეს.[5]
6 აპრილს პენტაგონმა დაადასტურა, რომ რუსულმა არმიამ მთლიანად დატოვა ჩერნიჰივის ოლქი, სუმის ოლქი სადავო იყო.[1]
8 აპრილს გუბერნატორმა ჟივიცკიმ განაცხადა, რომ სუმის ოლქიდან სრულად გავიდა მოწინააღმდეგ. ასევე აღნიშნა, რომ რუსების მიერ დატოვილი თვითნაკეთი ფეთქებადი ნივთიერებებისა და სხვა საბრძოლო მასალების გამო რეგიონი წინებურად სახიფათო იყო.[94]
უკრაინის სამხედრო მეთაურობაში ამბობდნენ, რომ გრძელდებოდა სახელმწიფოს სიდიდით მეორე ქალაქის, ხარკივის ნაწილობრივი ბლოკადა, საარტილერიო და სარაკეტო იერიშები.[22]
აპრილის შუა პერიოდში უკრაინელებმა ხარკივისა და იზიუმის მიმართულებებზე კონტრშეტევები წამოიწყეს და რამდენიმე სოფელი და მცირე ქალაქი გაათავისუფლეს.[95] 30 აპრილს ხარკივიდან მსხილმასშტაბიანი კონტრშეტევა დაიწყო. მომდევნო დღეებში გაათავისუფლეს ქალაქის შემოგარენი და რამდენიმე დასახლებული პუნქტი.[96][97][98][99][100] 4 მაისისთვის რუსული ძალები იმ დონეზე იყვნენ უკუგდებული, რომ არტილერიით ვეღარ შეეძლოთ ხარკივზე თავდასხმა.[97] 7 მაისს უკან დახევის დროს კონტრშეტევის შესანელებლად რამდენიმე ხიდი გაანადგურეს.[101] 10 მაისისთვის ხარკივთან უკრაინელებმა კიდევ უფრო მეტ წარმატებას მიაღწიეს და მოწინააღმდეგე აიძულეს იზიუმის ფრონტის ხაზიდან ძალები ჩრდილოეთით გადაედისლოცირებინათ.[102] მას შემდეგ, რაც ხარკივის მიმდებარე ტერიტორიები გაათავისუფლეს, ადგილობრივი სამოქალაქო კოლაბორაციონისტები რუსეთში გაიქცნენ.[97]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 „Pentagon: Russia has fully withdrawn from Kyiv, Chernihiv“. Washington Post (ინგლისური). 6 აპრილი, 2022. ციტირების თარიღი: 21 აპრილი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ 2.0 2.1 Khavin, Dmitriy; Botti, David; Tiefenthäler, Ainara (2 მარტი, 2022). „Mayor in Ukraine asks his city’s residents whether they wish to fight or surrender“. The New York Times (ინგლისური). ISSN 0362-4331. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 2 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
,|date=
, და|archive-date=
-ში (დახმარება) - ↑ 3.0 3.1 „На Київщині ЗСУ звільнили 15 населених пунктів – зведення Генерального штабу“. Радіо Свобода (უკრაინული). 1 აპრილი, 2022. ციტირების თარიღი: 3 აპრილი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ 4.0 4.1 4.2 4.3 „Russian troops no longer hold any settlements in Ukraine's Sumy region, says governor“. National Post (ინგლისური). 4 აპრილი, 2022. ციტირების თარიღი: 6 აპრილი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ 5.0 5.1 5.2 5.3 „Russian Military Leaves Chernihiv Region, Plants Mines In Many Areas - Governor Chaus“. ukranews.com (ინგლისური). ციტირების თარიღი: 6 აპრილი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
-ში (დახმარება) - ↑ 6.0 6.1 Graeme Massie (7 მარტი, 2022). „Ukraine claims it has killed another Russian general during fighting in Kharkiv“. The Independent (ინგლისური). ციტირების თარიღი: 7 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ 7.0 7.1 7.2 7.3 „Ukraine Recaptures City of Chuhuiv, Kills Top Russian Commanders: Officials“. Newsweek (ინგლისური). 7 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 7 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ 8.0 8.1 „RUSSIAN OFFENSIVE CAMPAIGN ASSESSMENT, MARCH 23“. ISW (ინგლისური). 23 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 7 აპრილი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ 9.0 9.1 „Ukraine's Best Tank Brigade Has Won The Battle For Chernihiv“ (ინგლისური). 31 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 7 აპრილი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ 10.0 10.1 RUSSIAN OFFENSIVE CAMPAIGN ASSESSMENT, MARCH 12 en. Institute for the Study of War (12 მარტი, 2022). ციტირების თარიღი: 17 მარტი, 2022
- ↑ „Изюм взят: что даёт России контроль над этим важным украинским городом“. topcor.ru (რუსული). 7 მარტი, 2022. დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 7 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
,|date=
, და|archivedate=
-ში (დახმარება) - ↑ Alexander J. Motyl (12 აპრილი, 2022). „Russians Likely to Encounter Growing Guerrilla Warfare in Ukraine“ (ინგლისური). Foreign Policy. ციტირების თარიღი: 13 აპრილი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ Schwirtz, Michael; Tavernise, Sabrina (24 თებერვალი, 2022). „In Ukraine, Blasts Before Dawn, Outrage — Then Panic“. The New York Times (ინგლისური). ISSN 0362-4331. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 თებერვალი, 2022. ციტირების თარიღი: 27 თებერვალი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
,|date=
, და|archive-date=
-ში (დახმარება) - ↑ 14.0 14.1 Alexander Ward (25 თებერვალი, 2022). „'Almost not possible' for Ukraine to win without West's help, Ukraine official says“. Politico (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 თებერვალი, 2022. ციტირების თარიღი: 26 თებერვალი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
,|date=
, და|archive-date=
-ში (დახმარება) - ↑ „Ukraine war news from February 25: Kyiv suburbs breached, Russian forces face resistance, Zelensky warns Russia will 'storm' capital“. Financial Times. 26 თებერვალი, 2022. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 თებერვალი, 2022. ციტირების თარიღი: 26 თებერვალი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
,|date=
, და|archive-date=
-ში (დახმარება) - ↑ „Бои под Сумами: артиллерия и "Байрактары" уничтожили 100 танков и 20 "Градов" оккупантов“. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 თებერვალი, 2022. ციტირების თარიღი: 28 თებერვალი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|archive-date=
-ში (დახმარება) - ↑ „Российская военная техника заняла территорию бывшего аэропорта "Бердянск" – горсовет“ (რუსული). UNIAN. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 თებერვალი, 2022. ციტირების თარიღი: 26 თებერვალი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|archive-date=
-ში (დახმარება) - ↑ Kagan, Frederick (5 მარტი, 2022). „Russian Offensive Campaign Assessment, March 4“. CriticalThreats. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 5 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
,|date=
, და|archive-date=
-ში (დახმარება) - ↑ Kagan, Frederick; Barros, George; Stepanenko, Kateryna (5 მარტი, 2022). „Russian Offensive Campaign Assessment, March 4“. CriticalThreats. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 5 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
,|date=
, და|archive-date=
-ში (დახმარება) - ↑ RUSSIAN OFFENSIVE CAMPAIGN ASSESSMENT, MARCH 11 en. Institute for the Study of War. ციტირების თარიღი: 8 მაისი, 2022
- ↑ „Ukraine ‘retakes whole Kyiv region’ as Russia looks east“. www.aljazeera.com (ინგლისური). ციტირების თარიღი: 8 მაისი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
-ში (დახმარება) - ↑ 22.0 22.1 „უკრაინის გენშტაბი: გრძელდება ხარკოვის ნაწილობრივი ბლოკადა და ქალაქის საარტილერიო დაბომბვა“. Euronews Georgia. 13 აპრილი, 2022. ციტირების თარიღი: 21 აპრილი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ „Kharkiv's Resistance to Russia's War Has Already Begun“. Foreign Policy (ინგლისური). 25 თებერვალი, 2022. ციტირების თარიღი: 27 თებერვალი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ „Ukraine: Video appears to show aftermath of missile strike on air base in Chuhuiv“. Sky News (ინგლისური). 24 თებერვალი, 2022. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 8 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
,|date=
, და|archive-date=
-ში (დახმარება) - ↑ Sheetz, Michael (24 თებერვალი, 2022). „Satellite imagery shows Russian attack on Ukraine from space“. CNBC (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 8 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
,|date=
, და|archive-date=
-ში (დახმარება) - ↑ Krizheva, Tatiana (24 თებერვალი, 2022). „Russia invaded Ukraine. The situation in Chernihiv region. TEXT BROADCAST“. Suspilne (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 თებერვალი, 2022. ციტირების თარიღი: 25 აპრილი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
,|date=
, და|archive-date=
-ში (დახმარება) - ↑ „1st day of War. Chronicles. Putin launched a large-scale invasion of Ukraine“. Odessa Journal (ინგლისური). 24 თებერვალი, 2022. დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 აპრილი, 2022. ციტირების თარიღი: 25 აპრილი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
,|date=
, და|archive-date=
-ში (დახმარება) - ↑ Illia Ponomarenko [IAPonomarenko]. (25 თებერვალი, 2022) The city of Konotop in Sumy Oblast is under siege now, Russian military convoys are moving west towards Kyiv en. ციტირების თარიღი: 8 მაისი, 2022
- ↑ „Росія атакувала українські міста: де відбулися бої“ (უკრაინული). ციტირების თარიღი: 27 თებერვალი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
-ში (დახმარება) - ↑ „Ведеться бій в Охтирці, можливий артобстріл – Живицький“ (უკრაინული). ციტირების თარიღი: 28 თებერვალი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
-ში (დახმარება) - ↑ „Ворог відступив: у Сумах біля кадетського корпусу закінчився переможний бій – 24 Канал“ (უკრაინული). 25 თებერვალი, 2022. დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 თებერვალი, 2022. ციტირების თარიღი: 27 თებერვალი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
,|date=
, და|archive-date=
-ში (დახმარება) - ↑ Roman Olearchyk (26 თებერვალი, 2022). „Russian aircraft forced to land in Belarus, Ukrainian army says“. The Financial Times (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 თებერვალი, 2022. ციტირების თარიღი: 26 თებერვალი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
,|date=
, და|archive-date=
-ში (დახმარება) - ↑ „Ukraine attacked: Map of sites targeted by Russia’s invasion“. www.nbcnews.com (ინგლისური). ციტირების თარიღი: 8 მაისი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
-ში (დახმარება) - ↑ Schwirtz, Michael (25 თებერვალი, 2022). „Scenes from Kharkiv: Battle wreckage, the boom of artillery, and people sheltering in the subway“. The New York Times (ინგლისური). ISSN 0362-4331. დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 თებერვალი, 2022. ციტირების თარიღი: 27 თებერვალი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
,|date=
, და|archive-date=
-ში (დახმარება) - ↑ Krizheva, Tatiana (25 თებერვალი, 2022). „The second day of the armed attack. Chernihiv region. TEXT BROADCAST“ (ინგლისური). Suspilne. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-02-25. ციტირების თარიღი: 27 აპრილი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ „В Охтирці росіяни обстріляли дитячий садок та сховище з людьми“. Zaxid.net (უკრაინული). ციტირების თარიღი: 28 თებერვალი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
-ში (დახმარება) - ↑ „В Охтирці російські окупанти покидали БТРи та розбіглися — Геращенко“. ციტირების თარიღი: 28 თებერვალი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
-ში (დახმარება) - ↑ „Governor of Kharkiv says whole city under Ukrainian control“ (ინგლისური). ციტირების თარიღი: 27 თებერვალი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
-ში (დახმარება) - ↑ Teslova, Elena. „Russian Defense Ministry says 975 objects of Ukraine's military infrastructure disabled“. Anadolu Agency (ინგლისური). ციტირების თარიღი: 8 მაისი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
-ში (დახმარება) - ↑ „Center for Countering Misinformation: Russian reports about surrendered 302nd anti-aircraft regiment in Kharkiv region fake“. Interfax-Ukraine (ინგლისური). ციტირების თარიღი: 8 მაისი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
-ში (დახმარება) - ↑ „Ukraine's Sumy city says fighting under way on streets“. National Post (ინგლისური). 26 თებერვალი, 2022. ციტირების თარიღი: 27 თებერვალი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ „President's Office: Sumy fully returned to Ukrainian control“. Twitter (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 თებერვალი, 2022. ციტირების თარიღი: 27 თებერვალი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|archive-date=
-ში (დახმარება) - ↑ „При обстрілах Сум загинули троє – Панорама“ (უკრაინული). 27 February 2022. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 February 2022. ციტირების თარიღი: 27 February 2022.
- ↑ „Швидкі не підпускають. Під Сумами російські танки розстріляли автобус із цивільними — ОДА“. nv.ua (უკრაინული). ციტირების თარიღი: 8 მაისი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
-ში (დახმარება) - ↑ Dan Sabbagh (27 თებერვალი, 2022). „Russian forces advance on Kyiv: fighting on fourth day of invasion“. The Guardian. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 თებერვალი, 2022. ციტირების თარიღი: 28 თებერვალი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
,|date=
, და|archive-date=
-ში (დახმარება) - ↑ „Ukraine says Russian troops blow up gas pipeline in Kharkiv“. Reuters (ინგლისური). 27 თებერვალი, 2022. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 თებერვალი, 2022. ციტირების თარიღი: 28 თებერვალი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
,|date=
, და|archive-date=
-ში (დახმარება) - ↑ „Russian troops enter Kharkiv, Ukraine's second-largest city“. Times of Israel (ინგლისური). ციტირების თარიღი: 28 თებერვალი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
-ში (დახმარება) - ↑ Brown. „Defense Ministry: The 302nd Anti-Aircraft Missile Regiment Of The Armed Forces Of Ukraine, Armed With BukM-1 Systems, Voluntarily Laid Down Arms“. ePrimefeed (ინგლისური). ციტირების თარიღი: 28 თებერვალი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
-ში (დახმარება) - ↑ „Center for Countering Misinformation: Russian reports about surrendered 302nd anti-aircraft regiment in Kharkiv region fake“ (ინგლისური). ციტირების თარიღი: 28 თებერვალი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
-ში (დახმარება) - ↑ „Ukrainian army destroys half of Russian transport in Kharkiv: Top adviser“. DAILY SABAH (ინგლისური). ციტირების თარიღი: 28 თებერვალი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
-ში (დახმარება) - ↑ Стрельцов, Ігор (27 თებერვალი, 2022). „У Сумах обстріляли цивільне авто з дорослими та дітьми — загинула жінка“ (უკრაინული). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-02-28. ციტირების თარიღი: 28 თებერვალი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ Sullivan, Becky (27 თებერვალი, 2022). „After a night of heavy fighting, Ukrainian officials say they still control Kharkiv“. NPR (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 თებერვალი, 2022. ციტირების თარიღი: 28 თებერვალი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
,|date=
, და|archive-date=
-ში (დახმარება) - ↑ „Ukraine has restored full control of Kharkiv: Governor“. DAILY SABAH (ინგლისური). 27 თებერვალი, 2022. ციტირების თარიღი: 28 თებერვალი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ „In Kharkiv region, mayor admits to handing over city to occupiers“. 27 თებერვალი, 2022. ციტირების თარიღი: 28 თებერვალი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ „Acusan de traición al alcalde de Kupyansk, ciudad del noreste de Ucrania“ (ესპანური). ციტირების თარიღი: 28 თებერვალი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
-ში (დახმარება) - ↑ „Prohibited bombs dropped on Okhtyrka, oil depot on fire“. www.ukrinform.net (ინგლისური). ციტირების თარიღი: 8 მაისი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
-ში (დახმარება) - ↑ „More than 70 Ukrainian soldiers killed after Russian artillery hit Okhtyrka base“. The Washington Times (ინგლისური). Associated Press. 28 თებერვალი, 2022. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 1 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
,|date=
, და|archive-date=
-ში (დახმარება) - ↑ Peter Beaumont; Luke Harding; Jon Henley; Julian Borger; Dan Sabbagh (1 მარტი, 2022). „Huge armoured column nears Kyiv as 'barbaric' missile strikes continue“. The Guardian (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 1 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
,|date=
, და|archive-date=
-ში (დახმარება) - ↑ Zaczek, Zoe (2 მარტი, 2022). „Russian paratroopers launch fresh attack on embattled Kharkiv“. Sky News (ინგლისური). ციტირების თარიღი: 8 მაისი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ Gijs, Camille (1 მარტი, 2022). „US sees ‘no indication’ to back Ukrainian claim Belarus has joined Russia’s invasion“. POLITICO (ინგლისური). ციტირების თარიღი: 8 მაისი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ „Columns of Belarusian forces heading towards Ukraine's Chernihiv: Kyiv“. Daily Sabah (ინგლისური). 1 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 8 მაისი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ „About 200 Russian invaders killed in new battle near Kruty in Chernihiv region“ (ინგლისური). ციტირების თარიღი: 3 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
-ში (დახმარება) - ↑ „Russian paratroopers launch fresh attack on embattled Kharkiv with battle underway at military hospital“. ციტირების თარიღი: 2 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
-ში (დახმარება) - ↑ „Тростянець захоплено агресором – голова ОВА“ (უკრაინული). ციტირების თარიღი: 2 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
-ში (დახმარება) - ↑ „Russian troops enter strategic Ukrainian port of Kherson“ (ინგლისური). 2 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 3 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ НАТАЛІЯ ГУРКОВСЬКА. „Бої на Сумщині – влада Конотопа провела переговори з окупантами після ультиматуму“. RBC Ukraine (უკრაინული). ციტირების თარიღი: 10 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
-ში (დახმარება) - ↑ Тоня Туманова. Балаклія: на територію громади зайшли російські війська - міський голова uk. Ukrainian National News. ციტირების თარიღი: 2 მარტი, 2022
- ↑ „Ukraine says 34 civilians killed in Kharkiv region, no water or power in Mariupol city“. Reuters. 3 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 3 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ „Russia hits communications facility in Kyiv, takes town near Kharkiv -Ifax“. Arab News. 3 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 3 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ „Ukrainian forces launch counterattack against Russian forces near Kharkiv“. Ukrayinska Pravda (ინგლისური). 4 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 6 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ „Изюм взят: что даёт России контроль над этим важным украинским городом“. topcor.ru (რუსული). 7 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 7 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ „Russia to open Ukraine 'humanitarian routes', but fears persist“. France 24 (ინგლისური). 8 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 8 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ Sam Jones (8 მარტი, 2022). „Two children among at least 21 killed in Sumy airstrikes, officials say“. The Guardian. ციტირების თარიღი: 8 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ „71 children killed in Ukraine so far“. Agence France-Presse. 10 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 11 მარტი, 2022 – წარმოდგენილია New Straits Times-ის მიერ. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ 75.0 75.1 ОЛЬГА ГЛУЩЕНКО (10 მარტი, 2022). „Ворожа авіація бомбила вночі околиці Сум і Охтирку – голова ОДА“. Українська правда (უკრაინული). ციტირების თარიღი: 11 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ Ellie Kaufman (10 მარტი, 2022). „Russian forces have moved about 3 miles closer to Kyiv and Chernihiv is now "isolated," US defense official says“. CNN. დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 11 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
,|date=
, და|archivedate=
-ში (დახმარება) - ↑ „Russian troops lose combat capacity in some areas: Ukraine“. Indo-Asian News Service. 10 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 11 მარტი, 2022 \language=en – წარმოდგენილია The Assam Tribune-ის მიერ. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ „Окупанти обстріляли Ніжин із «Ураганів»“. Слово і Діло (უკრაინული). 10 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 11 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ РОМАН ПЕТРЕНКО (11 მარტი, 2022). „Росіяни обстріляли будинки в селі на Сумщині, двоє загиблих“. Українська правда (უკრაინული). ციტირების თარიღი: 11 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ РОМАН ПЕТРЕНКО (11 მარტი, 2022). „Сили спротиву звільнили від росіян 5 населених пунктів на Чернігівщині“. Українська правда (უკრაინული). ციტირების თარიღი: 14 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ „Из-за обстрелов российских оккупантов Дергачи остались без газа и электроэнергии“. Kharkiv Today (რუსული). 11 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 15 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ ВАЛЕНТИНА РОМАНЕНКО (13 მარტი, 2022). „Українські захисники звільнили ще два населені пункти на Чернігівщині“. Українська правда (უკრაინული). ციტირების თარიღი: 14 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ „Two Killed In Kharkiv Bombardment: Prosecutor“. Agence France-Presse. Barron's. 14 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 14 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ „At Least 21 Dead After Russian Shelling of East Ukraine Town – Local Officials“. The Moscow Times. 17 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 18 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ BBC News (17 მარტი, 2022). „Pentagon says Russian advance is frozen“. BBC News. დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 17 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
,|date=
, და|archive-date=
-ში (დახმარება) - ↑ RUSSIAN OFFENSIVE CAMPAIGN ASSESSMENT, MARCH 18. Institute for the Study of War (18 მარტი, 2022). ციტირების თარიღი: 19 მარტი, 2022
- ↑ „Российские военные взяли под контроль город Изюм в Харьковской области“ (რუსული). РИА Новости. 2022-03-24. ციტირების თარიღი: 24 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
-ში (დახმარება) - ↑ „Ukraine denies Russian troops have captured key east city Izyum“. The Times of Israel. 24 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 24 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ „Major infrastructure in central Izyum is destroyed, new satellite images show“. CNN (ინგლისური). 25 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 27 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ „კიევის შემოგარენს რუსეთი კვლავ ბომბავს“. ამერიკის ხმა. ციტირების თარიღი: 6 აპრილი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
-ში (დახმარება) - ↑ „Росіяни контролюють Ізюм – Генштаб ЗСУ“. Український мілітарний центр (უკრაინული). 1 აპრილი, 2022. ციტირების თარიღი: 3 აპრილი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ „Izyum city government: Izyum 80% destroyed“. Ukrayinska Pravda (ინგლისური). ციტირების თარიღი: 21 აპრილი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
-ში (დახმარება) - ↑ „რუსი ოკუპანტები ტოვებენ ჩერნიგოვის რეგიონს - ჩერნიგოვის ადმინისტრაციის უფროსი“. AjaraTV. ციტირების თარიღი: 6 აპრილი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
-ში (დახმარება) - ↑ „Sumy region liberated from Russian troops“. Ukrayinska Pravda (ინგლისური). ციტირების თარიღი: 21 აპრილი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
-ში (დახმარება) - ↑ Russian Offensive Campaign Assessment, April 18 en. Institute for the Study of Warfare (18 აპრილი, 2022). ციტირების თარიღი: 22 აპრილი, 2022
- ↑ Russian Offensive Campaign Assessment, April 30. Institute for the Study of Warfare (30 აპრილი, 2022). ციტირების თარიღი: 8 მაისი, 2022
- ↑ 97.0 97.1 97.2 Yaroslav Trofimov (4 May 2022). „Ukraine Retakes Villages Near Kharkiv, Easing Pressure on Battered City“. WSJ. ციტირების თარიღი: 9 May 2022.
- ↑ Russian Offensive Campaign Assessment, May 3. Institute for the Study of Warfare (3 მაისი, 2022). ციტირების თარიღი: 9 მაისი, 2022
- ↑ Russian Offensive Campaign Assessment, May 5. Institute for the Study of Warfare (5 მაისი, 2022). ციტირების თარიღი: 9 მაისი, 2022
- ↑ Russian Offensive Campaign Assessment, May 2. Institute for the Study of Warfare (2 May 2022). ციტირების თარიღი: 9 May 2022
- ↑ Russian Offensive Campaign Assessment, May 7. Institute for the Study of Warfare (7 მაისი, 2022). ციტირების თარიღი: 9 მაისი, 2022
- ↑ Russian Offensive Campaign Assessment, May 10. Institute for the Study of Warfare (10 მაისი, 2022). ციტირების თარიღი: 11 მაისი, 2022