საომარ მოქმედებათა თეატრი
საომარ მოქმედებათა თეატრი — ისეთი საზღვაო, საოკეანო ან სახმელეთო სივრცე, სადაც გაშლილია დაპირისპირებულ მხარეთა ჯარების დაჯგუფებები, რომლებიც აწარმოებენ საომარ მოქმედებებს, როგორც ხმელეთზე, ასევე ჰაერში და ზღვაზე. საომარ მოქმედებათა თეატრის გამოყოფა ხდება არა მარტო საომარ, არამედ მშვიდობიან დროსაც.