ხარკივის ბრძოლა (2022)
ხარკივის ბრძოლა | |||||
---|---|---|---|---|---|
ჩრდილო-აღმოსავლეთ უკრაინის კამპანიის ნაწილი | |||||
| |||||
თარიღი | 24 თებერვალი, 2022 – დღემდე (2 წელი, 9 თვე და 4 კვირა)[1] | ||||
მდებარეობა | ხარკივი, ხარკივის ოლქი, უკრაინა | ||||
სტატუსი | მიმდინარე | ||||
მხარეები | |||||
| |||||
მეთაურები | |||||
| |||||
სამხედრო ნაწილები | |||||
| |||||
დანაკარგები | |||||
| |||||
ხარკივის ბრძოლა ვიკისაწყობში |
ხარკივის ბრძოლა — მიმდინარე სამხედრო დაპირისპირება, რომელიც მიმდინარეობს უკრაინის ქალაქ ხარკივში და მის გარშემო. არის რუსეთის უკრაინაში შეჭრის (2022) ჩრდილო-აღმოსავლეთ უკრაინის კამპანიის ნაწილი.[13][14] ხარკივი, რომელიც რუსეთ-უკრაინის საზღვრიდან სამხრეთით სულ რაღაც 32 კილომეტრში მდებარეობს და ძირითადად რუსულენოვანი ქალაქია, სიდიდით მეორეა უკრაინაში და ითვლება რუსეთის სამხედროების მთავარ სამიზნედ.[15][16]
ბრძოლა რუსეთის შეჭრის ფარგლებში ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი სამხედრო კონფლიქტია, უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა იგი „21-ე საუკუნის სტალინგრადად“ მოიხსენია.[17]
ბრძოლა
რედაქტირებათებერვალი
რედაქტირება24 თებერვალს ბელგოროდში თავმოყრილმა რუსულმა ჯარებმა გადაკვეთეს საზღვარი და ხარკივისკენ დაიწყეს წინსვლა, სადაც უკრაინის წინააღმდეგობას შეხვდნენ.[16] რუსებმა ქალაქს საარტილერიო ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც დაიღუპა ახალგაზრდა ბიჭი.[18]
25 თებერვალს სასტიკი ბრძოლები დაიწყო ქალაქის ჩრდილოეთ გარეუბანში, სოფელ ცირკუნის მახლობლად, სადაც უკრაინულმა ძალებმა შეძლეს რუსების შეკავება.[19]
26 თებერვალს ხარკივის ოლქის გუბერნატორმა ოლეჰ სინიეჰუბოვმა განაცხადა, რომ მთელი ქალაქი უკრაინის კონტროლის ქვეშ იმყოფებოდა.[20] ამერიკის ოფიციალური პირების განცხადებით, მთელი კონფლიქტის განმავლობაში ყველაზე მძიმე ბრძოლები ხარკივში გაიმართა.[21]
27 თებერვალს, გამთენიისას, რუსულმა ძალებმა ხარკივში გაზსადენი გაანადგურეს.[22][23] გვიან დილით, რუსული ნაწილები ქალაქში შევიდნენ. სინიეჰუბოვი იტყობინებოდა, რომ ხარკივში მძიმე ბრძოლები მიმდინარეობდა,[24][25] შინაგან საქმეთა სამინისტროს მრჩევლის ანტონ ჰერაშჩენკოა განცხადებით, ქალაქის ცენტრში ქუჩის ბრძოლები წარმოებდა.[26][27]
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა იგორ კონაშენკოვმა გააკეთა განცხადება, რომ რუსულმა ძალებმა შეძლეს უკრაინის 302-ე საზენიტო-სარაკეტო პოლკის კაპიტულაცია და ტყვედ აიყვანეს 471 უკრაინელი სამხედრო, რაც უკრაინულმა წყაროებმა უარყვეს.[28][29] იმავდროულად, უკრაინის ოფიციალურმა პირებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ უკრაინულმა ძალებმა ხარკივში შესული რუსული სატრანსპორტო საშუალებების ნახევარი გაანადგურეს, მათ შორის სულ მცირე 6 გაზ „ტიგრი“.[30][31]
27 თებერვლის შუადღისთვის სინიეჰუბოვმა განაცხადა, რომ უკრაინულმა ძალებმა სრული კონტროლი აღადგინეს ქალაქზე.[32][33][34] ასევე დასძინა, რომ ათობით რუსი ჯარისკაცი ჩაბარდა, ისინი უჩიოდნენ დემორალიზებას, არ ესმოდათ რა იყო მათი მისია და ჰქონდათ საწვავის ნაკლებობა.[35]
28 თებერვალს უკრაინელი თანამდებობის პირი ანტონ ჰერაშჩენკო იტყობინებოდა, რომ ქალაქზე რუსული სარაკეტო დარტყმის შედეგად ათობით მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.[36] მოგვიანებით სინიეჰუბოვმა გააკეთა განცხადება, რომ 11 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და ათობით დაიჭრა.[7][37] ხარკივის მერმა იჰორ ტერეხოვმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ცხრა მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 37 დაიჭრა.[38] დაღუპულთაგან ერთ-ერთი იყო 25 წლის სტუდენტი ალჟირიდან, რომელიც რუსმა სნაიპერმა მოკლა.[39]
მოგვიანებით, 28 თებერვალსვე, ტერეხოვმა განაცხადა, რომ რუსული ძალები ხარკივში მდებარე ელექტროობის ქვესადგურების განადგურებას იწყებდნენ, რის შედეგადაც ქალაქის ზოგიერთ უბანს ელექტროენერგია, გათბობა და წყალი გაეთიშებოდა. მან ასევე დასძინა, რომ რუსული დაბომბვის შედეგად 87 სახლი დაზიანდა.[40] დანგრეულ შენობებს შორის იყო მალიშევის სახელობის ქარხანაც.[41][42]
Human Rights Watch-ის შეფასებით, რუსეთმა ინდუსტრიალნის, მოსკოვსკისა და შევჩენკივსკის რაიონებში კასეტური ბომბები გამოიყენა. მათი გამოყენება აკრძალულია 2010 წლის კონვენციით კასეტური საბრძოლო მასალების შესახებ და ამგვარი ფაქტი შესაძლოა სამხედრო დანაშაულს წარმოადგენდეს, რადგან იგი მშვიდობიანი მოსახლეობისათვის საფრთხის შემცველია.[43]
მარტი
რედაქტირება1 მარტის დილას, რუსულ რაკეტა 3მ54-1 „კალიბრით“ დაიბომბა ხარკივის ცენტრში მდებარე თავისუფლების მოედანი, იგი ხარკივის ოლქის ადმინისტრაციული შენობის წინ აფეთქდა.[44][45][46] აფეთქების შედეგად დაინგრა სლოვენიის საკონსულო.[47] ასევე დაზიანდა ოპერის თეატრი და საკონცერტო დარბაზი.[48] დაბომბვის შედეგად დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა უცნობია, უკრაინელი ოფიციალური პირები სხვადასხვა რიცხვს ავრცელებდნენ; სულ მცირე დაიღუპა 7 და დაიჭრა 24.[49][50][51]
უკრაინის ბიატლონის ფედერაციამ მოგვიანებით გაავრცელა ინფორმაცია, რომ 1 მარტს ხარკივში დაღუპული უკრაინელი სამხედროებიდან ერთ-ერთი იყო ევგენი მალიშევი, ბიატლონისტი და უკრაინის ნაკრების ყოფილი წევრი.[52]
1 მარტის დაბომბვებისას ასევე დაიღუპა უკრაინაში ეუთოს სპეციალური სადამკვირვებლო მისიის წევრი მაინა ფენინა.[53]
2 მარტს სინიეჰუბოვმა განაცხადა, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში სულ მცირე 21 ადამიანი დაიღუპა და 112 დაიჭრა.[54] რუსი მედესანტეები ხარკივში დაეშვნენ და ქალაქზე საჰაერო თავდასხმის შემდეგ დაარბიეს სამხედრო ჰოსპიტალი, რასაც მძიმე შეტაკებები მოჰყვა რუსულ და უკრაინულ ძალებს შორის. მოგვიანებით ადგილობრივმა ოფიციალურმა პირმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინული ძალები კვლავ აკონტროლებენ ჰოსპიტალს.[55][56]
დილის საათებში რუსული დაბომბვის შედეგად დაზიანდა ხარკივის პოლიციის შენობა, სამხედრო აკადემია და ხარკივის ეროვნული უნივერსიტეტი.[57][58] რუსული რაკეტები ჩამოვარდა რამდენიმე საცხოვრებელ უბანშიც.[49] მოგვიანებით სარაკეტო დარტყმები კვლავ განხორციელდა თავისუფლების მოედანზე, დააზიანა ხარკივის საკრებულოს შენობა და დერჟპრომი, ასევერამდენიმე მაღალსართულიანი ნაგებობა.[59]
2 მარტის ღამეს ორი რაკეტა დაეცა ხარკივის ტერიტორიული თავდაცვის ძალების შტაბს. დაზიანდა ღვთისმშობლის მიძინების ტაძარიც, რომელსაც მშვიდობიანი მოქალაქეები თავშესაფრად იყენებდნენ.[60] ჭურვების სამიზნე აღმოჩნდა წმინდა ანტონის კათოლიკური ეკლესიაც.[61][62] CNN-მა გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ხარკივის იმ 16 ადგილიდან, რომლებიც იმ კვირაში რუსული დაბომბვის სამიზნე იყო, მხოლოდ 3 წარმოადგენდა არასამოქალაქო ტერიტორიას.[63]
4 მარტიდან, უკრაინის სახმელეთო ძალების ცნობით, დაიწყეს ხარკივიდან სუმის მიმართულებით კონტრშეტევა.[64] პოლიციის ცნობით, 4 მარტის მდგომარეობით ხარკივისათვის ბრძოლაში 188 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 122 მშვიდობიანი მოქალაქე.[64]
6 მარტს უკრაინის უშიშროების სამსახურმა განაცხადა, რომ რუსული ძალების სატვირთო მანქანაზე დაყენებული „გრადის“ გამშვებიდან ნასროლი ჭურვები მოხვდა ხარკივის ფიზიკა-ტექნიკურ ინსტიტუტს, რომელშიც განთავსებული იყო ბირთვული კვლევითი ცენტრი და შესაძლო იყო ამას მსხვილმასშტაბიანი ეკოლოგიური კატასტროფა გამოეწვია.[65] მეორე დღეს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ გაავრცელა განცხადება, რომ კვლევითი ცენტრი დაზიანებული იყო, მაგრამ რადიაციის გაჟონვა არ ფიქსირდებოდა.[66] საგანგებო სიტუაციების მართვის ადგილობრივი ოფიციალური პირების ცნობით, ღამით ჭურვების ჩამოყრის შედეგად დაიღუპა სულ მცირე რვა მშვიდობიანი მოქალაქე.[67] ძლიერ დაზიანდა აზერბაიჯანის საკონსულოს შენობა.[68] ავიადარტყმები განხორციელდა სატელევიზიო ანძა, შსს-ის პოლიკლინიკა, მართლწესრიგის სამხედრო სამსახურის შენობა და სხვ. ხარკივის ოლქში ჩამოაგდეს ორი რუსული თვითმფრინავი.[69]
7 მარტს უკრაინის თავდაცვის სამინისტრო იტყობინებოდა, რომ ხარკივთან ბრძოლებში მოკლეს რუსეთის ცენტრალური სამხედრო ოლქის 41-ე არმიის მეთაური გენერალ-მაიორი ვიტალი გერასიმოვი, ასევე დაიღუპა ან დაიჭრა რამდენიმე სხვა მაღალი რანგის ოფიცერი.[70] რუსმა სამხედროებმა ფელდმანის ეკოპარკში ორი სამოქალაქო მოხალისე მოკლეს, როდესაც ისინი ცხოველების ვოლიერში მათ გამოსაკვებად შევიდნენ.[71][72]
სინიეჰუბოვმა 8 მარტს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქალაქიდან რკინიგზით 600 000-ზე მეტი მშვიდობიანი მცხოვრების ევაკუაცია განხორციელდა.[12] უკრაინის მთავრობის ცნობით, ხარკივი მთლიანად მისი კონტროლის ქვეშ იყო და ქალაქის შემოგარენში გახსნილი ცეცხლის გარდა, რუსეთის მხრიდან არანაირ შეტევით მოქმედებას ადგილი არ ჰქონდა.[73]
10 მარტს საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის განცხადებით, რუსეთის მხრიდან გახსნილი ცეცხლით დაიღუპა ორი ადამიანი, ქალაქის ცენტრში არსებული სავაჭრო ცენტრი კი დაინგრა.[74]
ხარკივის საოლქო პროკურატურის 14 მარტის ცნობით, რუსული ძალების მიერ საცხოვრებელი რაიონის მიმართულებით გახსნილი ცეცხლის შედეგად დაიღუპა ორი და დაიჭრა ერთი მშვიდობიანი მოქალაქე.[75] ოლქის გუბერნატორმა ოლეჰ სინიეჰუბოვმა მეორე დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ 14 მარტს ქალაქს 65-ჯერ გაუხსნეს ცეცხლი, დაღუპული იყო 1 ადამიანი და 1-იც დაჭრილი. ომის დაწყებიდან კი 600 საცხოვრებელი სახლი დაინგრა.[76]
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის თანახმად, 16 მარტს ხარკივის ბაზარზე მიტანილი იერიშის შედეგად დაიღუპა 3 მშვიდობიანი, კიდევ ხუთმა დაზიანებები მიიღო.[77]
18 მარტს ხარკივის საოლქო პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მოწინააღმდეგემ ცეცხლი გაუხსნა სლობოდისა და მოსკოვის რაიონების საცხოვრებელ სახლებს. ამას გარდა, ნაწილობრივ დაინგრა სახელმწიფო მართვის ეროვნული აკადემიის კარკივის რეგიონული ინსტიტუტის შენობა.[78] სალტივკის მასივზე მიტანილ იერიშებს ემსხვერპლა 96 წლის ბორის რომანჩენკო, რომელმაც 4 ნაცისტური საკონცენტრაციო ბანაკი გადაიტანა და მოღვაწეობდა ნაციზმის დანაშაულების ხსოვნის შესანარჩუნებლად.[79][80]
19 მარტს ხარკივის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსმა ოლეჰ სინიეჰუბოვმა განაცხადა, რომ ქალაქის ჩრდილოეთ გარეუბნები მუდმივი ცეცხლის სამიზნე იყო, ცენტრზე კი საარტილერიო-სარაკეტო დარტყმები ხორციელდებოდა. მისივე თქმით, მრავალი ადმინისტრაციული და კულტურული შენობა დაინგრა ან დაზიანდა. ასევე აღნიშნა ისიც, რომ უკრაინული ძალები კონტრშეტევაზე გადავიდნენ და მოწინააღმდეგე ქალაქის შემოგარენიდან განდევდნა.[81]
24 მარტს „ნოვა ფოსტას“ განყოფილებაზე მიტანილი ავიაიერიშის შედეგად დაიღუპა 6 და დაიჭრა სულ მცირე 15 ადამიანი.[82] 26 მარტს რუსულმა ჭურვებმა დააზიანა დრობიცკი-იარის ჰოლოკოსტის მემორიალი.[83]
28 მარტს იჰორ ტერეხოვმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ომის დაწყების დღიდან ხარკივის მოსახლეობის 30%-მა ქალაქი დატოვა.[84] სინიეჰუბოვის განცხადებით, მოწინააღმდეგემ საცხოვრებელი კვარტლები კვლავ კასეტური საბრძოლო საშუალებების ცეცხლის სამიზნე აღმოჩნდა. იგი ასევე ამტკიცებდა, რომ ზოგიერთ მიმართულებაზე უკრაინელები კონტრშეტევაზე გადავიდნენ და ოკუპანტებისგან გაასუფთავეს მალა-როჰანი და ვილხივკა.[85]
31 მარტს, ხარკოვის მიმართულებით გაძლიერებული რუსული ცეცხლის ფონზე, რუსეთის ხელისუფლებამ უკრაინის საზღვრიდან ჩრდილოეთით რამდენიმე ათეულ კოლომეტრში მდებარე ქალაქ ბელგოროდში განთავსებული ნავთობბაზის აფეთქებაში უკრაინული მხარე დაადანაშაულა; მათი განცხადებით, იერიში ორი საბრძოლო შვეულმფრენით მი-24-ით განხორციელდა.[86][87] ამას გარდა, მათ განაცხადეს, რომ ამ დღეს ხარკივის თავდაცვით ბაზაზე მაღალი სიზუსტის რაკეტა „ისკანდერით“ დასავლეთის ქვეყნების 100-ზე მეტი „ექსტრემისტი და დაქირავებული მებრძოლი“ გაანადგურეს.[88]
აპრილი
რედაქტირება2 აპრილს სინიეჰუბოვმა გაავრცელა ცნობა, რომ რუსულმა ნაწილებმა გვერდი აუარეს იზიუმს, რათა დონეცკისა და ლუჰანსკის ოლქებისკენ გაეგრძელებინათ სვლა.[89] 3 აპრილს უკრაინის ხელისუფლება იტყობინებოდა, რომ რუსეთის მე-3 მოტომსროლელი დივიზიის ორი ჯარისკაცი დაიღუპა და 28 საავადმყოფოში გადაიყვანეს მას შემდეგ, რაც უკრაინელმა მშვიდობიანმა მოქალაქეებმა მათ მოწამლული ნამცხვარები აჭამეს.[90]
ქალაქის ჩრდილოეთიდან რუსული ჯარების ნაწილობრივი გასვლისა და უკრაინელთა მიერ ჩუჰუივისკენ მიმავალ გზაზე სრული კონტროლის აღდგენის შემდეგ,[91] 4 აპრილს უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ცნობა, რომ ოკუპანტები ქალაქის ასაღებად ახალ შტურმს ამზადებდნენ აღმოსავლეთის მხრიდან.[92][93]
17 აპრილს სინიეჰუბოვმა ტელეგრამში გამოაქვეყნა, რომ კონტრშეტევების შედეგად დაიბრუნეს სოფლები ბაზალიივკა, ლებიაჟე და კუტუზივკის ნაწილი, შეიარაღებული ძალები კი სოფელ მალა-როჰანისკენ დაწინაურდნენ. ამას გარდა აღნიშნა ისიც, რომ „რეაქტიული ცეცხლით“ გაანადგურეს მოწინააღმდეგის 5 ტანკი და 10 ჯავშანტრანსპორტიორი, მოკლეს ან ტყვედ აიყვანეს 100 ჯარისკაცი.[94]
27 აპრილისთვის ხარკივი ნაწილობრივ იყო გარშემორტყმული მოწინააღმდეგის მიერ.[95] 29 აპრილს სინიეჰუბოვმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ომის დაწყების დღიდან ქალაქში დაზიანდა ან დაინგრა 2000-ზე მეტი შენობა. ასევე, 28 აპრილს პრაქტიკულად შეუწყვეტელი ცეცხლით დაიღუპა 5 მშვიდობიანი მოქალაქე.[96] ამავე დღესვე გამოაცხადეს, რომ ხარკივთან მდებარე სოფელი რუსკა-ლოზოვა ოკუპანტებისგან გათავისუფლდა.[97]
მაისი
რედაქტირება2 მაისს ომის შემსწავლელმა ინსტიტუტმა (ISW) დაადასტურა, რომ უკრაინამ დაიბრუნა სოფელი სტარი-სალტივი (ხარკივიდან 40 კმ-ით ჩრდილოეთით).[98] 6 მაისს ამავე ორგანიზაციამ აღწერა უკრაინელთა ფართო კონტრშეტევა, რომლის შედეგადაც დაიბრუნეს რამდენიმე სოფელი, მ.შ. ცირკუნი, პერემოჰა და ჩერკასკი-ტიშკის ნაწილი.[99] მისი შეფასებით, „უახლოეს დღეებში უკრაინას შეეძლებოდა რუსული ძალების უკუგდება ხარკივის საარტილერიო ცცხლის ზონიდან“.[99] 7 მაისის ინფორმაციით, უკრაინელებმა წარმატებით უკუაგდეს ხარკივის გარშემო დისლოცირებული რუსული ჯარები და ქალაქი მათთვის მისაწვდომობის ფარგლებს გარეთ დარჩა.[100] ამავე დღეს უკრაინული მხარე იტყობინებოდა ხარკივის ჩრდილო-აღმოსავლეთით ხუთი სოფლის დაბრუნების შესახებ.[101] უკრაინელ ჩინოსანზე დაყრდნობით „The New York Times“-მა გამოაქვეყნა სტატია, სადაც აღნიშნული იყო, რომ ხარკივისათვის ბრძოლა ჯერ დასრულებული არ იყო, მაგრამ მოცემულ მომენტში დომინირებდა უკრაინა, რუსული ძალები კი უკან იხევდნენ და გზად ხიდებს ანადგურებდნენ.[102]
11 მაისს უკრაინულმა მხარემ კიდევ ოთხი დასახლებული პუნქტის დაბრუნების შესახებ განაცხადა, შეიარაღებული ძალები რუსეთ-უკრაინის საზღვარს მიუახლოვდნენ.[103] 13 მაისს ცნობილი გახდა, რომ რუსეთმა ხარკივის ოლქიდან თავისი ჯარების გაყვანის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება.[104] 14 მაისს ომის შემსწავლელმა ინსტიტუტმა თავის მოხსენებაში აღნიშნა, რომ „უკრაინამ, როგორც ჩანს, ხარკივის ბრძოლა მოიგო“.[105] ქალაქის მერმა „BBC“-სთან ისაუბრა, რომ „უკანასკნელი ხუთი დღის მანძილზე ქალაქში სროლები არ ყოფილა. რუსების მხრიდან ქალაქზე სარაკეტო დატყმის მხოლოდ ერთ მცდელობას ჰქონდა ადგილი ხარკივის აეროპორტთან ახლოს, თუმცა უკრაინის საჰაერო თავდაცვამ ის გაანეიტრალა.[106]
დანაკარგები
რედაქტირებაადგილობრივი პოლიციის მონაცემებით, 7 მარტის მდგომარეობით, დაღუპული იყო 209 ადამიანი, მ.შ. 133 მშვიდობიანი მცხოვრები. ამას გარდა, 443-მა, მ.შ. 319 მშვიდობიანმა, ჭრილობები მიიღო.[9] უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის 16 მარტს გამოქვეყნებული ცნობით, ამ დროისათვის ქალაქისათვის ბრძოლას არანაკლებ 500 მშვიდობიანი შეეწირა.[10] 13-დან 16 აპრილამდე პერიოდში მოწინააღმდეგის ცეცხლის შედეგად ხარკივში დაიღუპა 18 და დაიჭრა 106 სამოქალაქო პირი.[107] 28 აპრილის მონაცემებით, ხარკივის ოლქში საბრძოლო მოქმედებებს შეეწირა 606 ადამიანის სიცოცხლე, მ.შ. 26 ბავშვი.[11]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Kharkiv governor claims Russian troops repelled from city; Kharkiv governor Oleh Synyehubov says Ukrainian soldiers are now 'cleaning up' the eastern city (27 თებერვალი, 2022). ციტირების თარიღი: 27 თებერვალი, 2022
- ↑ Graeme Massie (7 მარტი, 2022). „Ukraine claims it has killed another Russian general during fighting in Kharkiv“. The Independent. ციტირების თარიღი: 7 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ Institute for the Study of War. ციტირების თარიღი: 26 თებერვალი, 2022
- ↑ Russia-Ukraine Warning Update: Russian Offensive Campaign Assessment, February 26. ციტირების თარიღი: 27 თებერვალი, 2022
- ↑ InformNapalm. (24 თებერვალი, 2022) Знищені МТЛБ та Т-80 під Харковом, це 200-а ОМСБр, в/ч 08275. uk. ციტირების თარიღი: 26 თებერვალი, 2022
- ↑ Russia-Ukraine Warning Update: Russian Offensive Campaign Assessment, February 25, 2022. E. I. N. News (25 თებერვალი, 2022). ციტირების თარიღი: 27 თებერვალი, 2022
- ↑ 7.0 7.1 „Rocket strikes kill 11 in Ukrainian city of Kharkiv, says regional official“. Reuters. ციტირების თარიღი: 28 თებერვალი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
-ში (დახმარება) - ↑ „Shells rain down on Kharkiv as Ukraine's army stands firm“. BBC News (ინგლისური). 17 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 18 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ 9.0 9.1 9.2 9.3 9.4 9.5 9.6 9.7 „Атака Росії на Харків: загинуло 209 осіб, серед яких 133 цивільних“. Слово і Діло (უკრაინული). 7 მარტი, 2022. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 7 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
,|date=
, და|archivedate=
-ში (დახმარება) - ↑ 10.0 10.1 „At least 500 Kharkiv city residents killed so far in war with Russia - emergency service“. Reuters (ინგლისური). 16 მარტი, 2022. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 16 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
,|date=
, და|archivedate=
-ში (დახმარება) - ↑ 11.0 11.1 „З початку повномасштабної війни війська рф убили понад 600 жителів Харківщини“. Ukrinform (უკრაინული). ციტირების თარიღი: 8 მაისი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
-ში (დახმარება) - ↑ 12.0 12.1 „More than 600,000 people evacuated by railways from Kharkiv, governor says“. Novy Chas. 8 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 8 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ „Russian tanks are burning near Kharkov (video)“. ციტირების თარიღი: 25 თებერვალი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
-ში (დახმარება) - ↑ „Ukraine's War with Russia: The Situation in Kharkiv“. ციტირების თარიღი: 25 თებერვალი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
-ში (დახმარება) - ↑ Higgins, Andrew (24 თებერვალი, 2022). „Kharkiv, Ukraine's second-largest city, is a major target of Russia. Here's why“. The New York Times (ინგლისური). ISSN 0362-4331. დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 თებერვალი, 2022. ციტირების თარიღი: 25 თებერვალი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
,|date=
, და|archive-date=
-ში (დახმარება) - ↑ 16.0 16.1 „Archived copy“. The Washington Post. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 1 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|archive-date=
-ში (დახმარება)CS1-ის მხარდაჭერა: დაარქივებული ასლი სათაურად (link) - ↑ „Russia-Ukraine War: What to know on Day 7 of Russian assault“. ციტირების თარიღი: 2 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
-ში (დახმარება) - ↑ Losh, Jack. „The Kharkiv Resistance Has Already Begun“. Foreign Policy (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 თებერვალი, 2022. ციტირების თარიღი: 25 თებერვალი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|archive-date=
-ში (დახმარება) - ↑ Schwirtz, Michael (25 თებერვალი, 2022). „Scenes from Kharkiv: Battle wreckage, the boom of artillery, and people sheltering in the subway“. The New York Times (ინგლისური). ISSN 0362-4331. დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 თებერვალი, 2022. ციტირების თარიღი: 25 თებერვალი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
,|date=
, და|archive-date=
-ში (დახმარება) - ↑ Walker, Shaun [shaunwalker7]. (26 თებერვალი, 2022) Governor of Kharkiv says whole city under Ukrainian control, announced curfew from 6pm – non-military vehicles on the street will be “liquidated”. ციტირების თარიღი: 27 თებერვალი, 2022
- ↑ „Heaviest fighting in Ukraine is "in and around Kharkiv," senior US defense official says“. CNN (ინგლისური). 26 თებერვალი, 2022. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 თებერვალი, 2022. ციტირების თარიღი: 26 თებერვალი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
,|date=
, და|archive-date=
-ში (დახმარება) - ↑ „Ukraine says Russian troops blow up gas pipeline in Kharkiv“. Reuters (ინგლისური). 27 თებერვალი, 2022. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 თებერვალი, 2022. ციტირების თარიღი: 27 თებერვალი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
,|date=
, და|archive-date=
-ში (დახმარება) - ↑ „Ukraine says Russian forces blew up gas pipeline in Kharkiv, country's second-largest city“. ციტირების თარიღი: 27 თებერვალი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
-ში (დახმარება) - ↑ „Russian troops enter Kharkiv, Ukraine's second-largest city“. ციტირების თარიღი: 27 თებერვალი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
-ში (დახმარება) - ↑ „Kharkiv governor reports that heavy fighting is taking place inside the city“. ციტირების თარიღი: 27 თებერვალი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
-ში (დახმარება) - ↑ Turak, Natasha (27 September 2022). „Street fighting rages in Ukraine's second-biggest city“. CNBC. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 თებერვალი, 2022. ციტირების თარიღი: 27 თებერვალი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|archive-date=
-ში (დახმარება) - ↑ „One battle in Kharkiv shows how Ukraine is fighting back against the Russian invasion“. ციტირების თარიღი: 1 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
-ში (დახმარება) - ↑ „Center for Countering Misinformation: Russian reports about surrendered 302nd anti-aircraft regiment in Kharkiv region fake“. Interfax-Ukraine (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 თებერვალი, 2022. ციტირების თარიღი: 27 თებერვალი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|archive-date=
-ში (დახმარება) - ↑ „Center for Countering Misinformation: Russian reports about surrendered 302nd anti-aircraft regiment in Kharkiv region fake“. Interfax-Ukraine (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 თებერვალი, 2022. ციტირების თარიღი: 27 თებერვალი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|archive-date=
-ში (დახმარება) - ↑ „Ukrainian army destroys half of Russian transport in Kharkiv: Top adviser“. Daily Sabah. 27 თებერვალი, 2022. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 თებერვალი, 2022. ციტირების თარიღი: 27 თებერვალი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
,|date=
, და|archive-date=
-ში (დახმარება) - ↑ „Russian Armored Vehicles Meet Tough Resistance in Kharkiv“. WSJ (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 თებერვალი, 2022. ციტირების თარიღი: 27 თებერვალი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|archive-date=
-ში (დახმარება) - ↑ „Ukraine restores full control over Kharkiv: City governor“. Daily Sabah. 27 თებერვალი, 2022. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 თებერვალი, 2022. ციტირების თარიღი: 27 თებერვალი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
,|date=
, და|archive-date=
-ში (დახმარება) - ↑ George Bowden; Viktoriia Zhuhan (27 თებერვალი, 2022). „Ukraine invasion: Kharkiv residents describe intense battle to defend city“. BBC. დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 27 თებერვალი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
,|date=
, და|archive-date=
-ში (დახმარება) - ↑ Sullivan, Becky (27 თებერვალი, 2022). „After a night of heavy fighting, Ukrainian officials say they still control Kharkiv“. NPR (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 თებერვალი, 2022. ციტირების თარიღი: 27 თებერვალი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
,|date=
, და|archive-date=
-ში (დახმარება) - ↑ „Ukrainian commander in Kharkiv says dozens of Russians surrendered“. Azeri-Press Agency. 27 თებერვალი, 2022. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 თებერვალი, 2022. ციტირების თარიღი: 28 თებერვალი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
,|date=
, და|archive-date=
-ში (დახმარება) - ↑ „Several killed as Russian rockets pound Ukraine's Kharkiv“ (ინგლისური). ციტირების თარიღი: 28 თებერვალი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
-ში (დახმარება) - ↑ „Archived copy“. The Washington Post. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 თებერვალი, 2022. ციტირების თარიღი: 28 თებერვალი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|archive-date=
-ში (დახმარება)CS1-ის მხარდაჭერა: დაარქივებული ასლი სათაურად (link) - ↑ „Ukraine invasion: Three children among nine dead as footage shows Kharkiv apartment block being rocked by series of blasts“ (ინგლისური). ციტირების თარიღი: 28 თებერვალი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
-ში (დახმარება) - ↑ „Algerian graduate killed in fierce Russian bombardment of Ukraine's second city Kharkiv“ (ინგლისური). ციტირების თარიღი: 1 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
-ში (დახმარება) - ↑ Roshchina, Olena (28 თებერვალი, 2022). „Invaders have begun to blow up power substations in Kharkiv – mayor“. Pravda (ინგლისური). ციტირების თარიღი: 1 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ „Ukrainian Tractor Factory Destroyed in Bombing“. AG equipment intelligence (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 22 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|archive-date=
-ში (დახმარება) - ↑ „Charkovský traktorový závod byl ostřelován, továrnu zachvátil požár“. Agro portal 24h (ჩეხური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 22 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|archive-date=
-ში (დახმარება) - ↑ „Ukraine: Cluster Munitions Launched Into Kharkiv Neighborhoods“ (ინგლისური). Human Rights Watch. 4 მარტი, 2022. დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 13 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
,|date=
, და|archive-date=
-ში (დახმარება) - ↑ „Ukraine conflict: Russia bombs Kharkiv's Freedom Square and opera house“. BBC News. 1 მარტი, 2022. დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|date=
და|archive-date=
-ში (დახმარება) - ↑ „Footage appears to show strike on Kharkiv local government building“. www.timesofisrael.com (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 1 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|archive-date=
-ში (დახმარება) - ↑ „Christo Grozev on Twitter: "We enhanced the CCTV images from the moment..."“. Twitter (ინგლისური). Mar 2, 2022. ციტირების თარიღი: 2022-03-04.
- ↑ „Slovenia's consulate in Ukraine destroyed in attack on Kharkiv -ministry“. Reuters (ინგლისური). 1 მარტი, 2022. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 2 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
,|date=
, და|archive-date=
-ში (დახმარება) - ↑ „Ukraine conflict: Russia bombs Kharkiv's Freedom Square and opera house“. BBC. 1 მარტი, 2022. დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 2 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
,|date=
, და|archive-date=
-ში (დახმარება) - ↑ 49.0 49.1 Trofimov, Yaroslav (2 მარტი, 2022). „Russia Resumes Kharkiv Bombardment in Bid to Break Ukrainian Resistance“. Wall Street Journal (ინგლისური). ISSN 0099-9660. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 2 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
,|date=
, და|archive-date=
-ში (დახმარება) - ↑ „Footage appears to show strike on Kharkiv local government building“. Reuters (ინგლისური). 1 მარტი, 2022. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 2 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
,|date=
, და|archive-date=
-ში (დახმარება) - ↑ „Ukraine Says 10 Civilians Killed in Fresh Russian Shelling in Kharkiv“. News18 (ინგლისური). 2 მარტი, 2022. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 2 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
,|date=
, და|archive-date=
-ში (დახმარება) - ↑ „Ex-biathlete of the Ukrainian national team died in the war with Russia“. odessa-journal.com (ინგლისური). 1 მარტი, 2022. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 2 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
,|date=
, და|archive-date=
-ში (დახმარება) - ↑ „OSCE member killed in shelling of Kharkiv“ (ინგლისური). CNN. 2 მარტი, 2022. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 3 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
,|date=
, და|archive-date=
-ში (დახმარება) - ↑ „At least 21 killed, 112 wounded in shelling of Kharkiv – Ukrainian official“. Reuters (ინგლისური). 2 მარტი, 2022. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 2 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
,|date=
, და|archive-date=
-ში (დახმარება) - ↑ Martin Farrer; Luke Harding (1 მარტი, 2022). „Bombardment of Ukraine's cities intensifies as Russia counters resistance with air strikes“. The Guardian. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 2 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
,|date=
, და|archive-date=
-ში (დახმარება) - ↑ Zoe Zaczek (2 მარტი, 2022). „Russian paratroopers launch fresh attack on embattled Kharkiv with battle underway at military hospital“. Sky News. ციტირების თარიღი: 2 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ Binding, Lucia (2 მარტი, 2022). „Ukraine war: Russian missile strikes pound Kharkiv to 'intimidate civilians'“. Sky News (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 2 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
,|date=
, და|archive-date=
-ში (დახმარება) - ↑ „Military academy building, police headquarters under attack in Ukraine's Kharkiv“. India Today (ინგლისური). 2 მარტი, 2022. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 2 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
,|date=
, და|archive-date=
-ში (დახმარება) - ↑ „Russian missiles pound central Kharkiv, several buildings damaged: Reports“. India Today (ინგლისური). 2 მარტი, 2022. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 2 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
,|date=
, და|archive-date=
-ში (დახმარება) - ↑ „Росіяни випустили дві крилаті ракети у штаб територіальної оборони Харкова“. Pravda (უკრაინული). 2 მარტი, 2022. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 3 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
,|date=
, და|archive-date=
-ში (დახმარება) - ↑ „Dormition cathedral and St. Anthony’s Church in Kharkiv damaged by shell bombing“. LB.ua (ინგლისური). ციტირების თარიღი: 24 აპრილი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
-ში (დახმარება) - ↑ „When Christians are bombing Christian churches (PHOTOS)“. Orthodox Times (ინგლისური). ციტირების თარიღი: 24 აპრილი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
-ში (დახმარება) - ↑ „It's 2 p.m. in Kyiv. Here's what's happening“. CNN (ინგლისური). 2022-03-04. ციტირების თარიღი: 2022-03-04.
- ↑ 64.0 64.1 „Ukraine's Armed Forces launch counteroffensive in Kharkiv direction, destroying enemy tanks“. Ukrinform (ინგლისური). 5 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|date=
-ში (დახმარება) - ↑ Andy Gregory (6 მარტი, 2022). „Russian forces 'fire rockets at physics institute in Kharkiv with nuclear reactor inside'“. The Independent (ინგლისური). ციტირების თარიღი: 6 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ „IAEA reports second Ukraine nuclear facility damaged“. CNA (ინგლისური). 8 მარტი, 2022. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-03-08. ციტირების თარიღი: 8 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ Yuras Karmanau (7 მარტი, 2022). „Russia sets cease-fire for evacuations amid heavy shelling“. Associated Press (ინგლისური). ციტირების თარიღი: 7 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ Vafa Ismayilova (7 მარტი, 2022). „Azerbaijani consulate building in Kharkiv seriously damaged [PHOTO]“. AzerNews (ინგლისური). ციტირების თარიღი: 7 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ МАЩЕНКО, СВЕТЛАНА (6 მარტი, 2022). „Авиаудар по Харькову 6 марта: появилась информация о разрушениях и пострадавших“. РБК-Україна (რუსული). ციტირების თარიღი: 11 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ Graeme Massie (7 მარტი, 2022). „Ukraine claims it has killed another Russian general during fighting in Kharkiv“. The Independent (ინგლისური). ციტირების თარიღი: 7 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ „Russian soldiers kill two people who came to feed animals in Kharkiv ecopark“. Ukrinform (ინგლისური). ციტირების თარიღი: 24 აპრილი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
-ში (დახმარება) - ↑ „Two volunteers shot and killed by Russian soldiers in Kharkiv Ecopark“. Ukrayinska Pravda (ინგლისური). ციტირების თარიღი: 24 აპრილი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
-ში (დახმარება) - ↑ „Kharkiv under control by Ukrainian Armed Forces“. Ukrinform (ინგლისური). 8 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|date=
-ში (დახმარება) - ↑ „Russian shelling in Kharkiv kills 4 people, say Ukraine authorities“. Indo-Asian News Service (ინგლისური). Business Standard. 10 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 11 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ „Two Killed In Kharkiv Bombardment: Prosecutor“. Agence France-Presse (ინგლისური). Barron's. 14 მარტი, 2022. დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 14 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
,|date=
, და|archivedate=
-ში (დახმარება) - ↑ Kottasová, Ivana; Kesaieva, Yulia (15 March 2022). „Kharkiv was struck 65 times on Monday and 600 residence buildings have been destroyed so far, officials say“. CNN (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 21 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
და|archivedate=
-ში (დახმარება) - ↑ „Three killed after shelling and fire in Ukraine's Kharkiv – emergencies service“. Reuters (ინგლისური). 16 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 16 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ Обстрелы Харькова 18 марта: начаты уголовные расследования (фото) ru. Objectiv Media Group (2022-03-18). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-03-19. ციტირების თარიღი: 2022-03-27
- ↑ „Russian attack on Kharkiv kills Holocaust survivor, 96“ (ინგლისური). The Guardian. 2022-03-21. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-03-22. ციტირების თარიღი: 2022-03-27.
- ↑ „Germany honors Ukrainian Holocaust survivor killed by Russian shelling“ (ინგლისური). Deutsche Welle. 2022-03-22. ციტირების თარიღი: 2022-03-27.
- ↑ „Ворог програв наземну битву за Харків — інтерв'ю НВ з головою військової адміністрації області Олегом Синєгубовим“. nv.ua (უკრაინული). ციტირების თარიღი: 2022-03-21.
- ↑ „Six civilians reported killed in Russian strike near Kharkiv aid station“. AFP via Times of Israel (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2022-03-24.
- ↑ „Russia bombs Drobitsky Yar Holocaust memorial in Ukraine“. The Jerusalem Post (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2022-03-26.
- ↑ LLC, Hulu. „Харків залишили близько 30% жителів“. city.kharkov.ua (უკრაინული). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-03-28. ციტირების თარიღი: 2022-03-29.
- ↑ „Росіяни обстріляли Харків касетними боєприпасами — голова адміністрації“. nv.ua (უკრაინული). ციტირების თარიღი: 2022-03-29.
- ↑ „Russia alleges Ukrainian helicopters struck Belgorod fuel depot“. www.aljazeera.com (ინგლისური). ციტირების თარიღი: 6 აპრილი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
-ში (დახმარება) - ↑ „War in Ukraine: Russia accuses Ukraine of attacking oil depot“. BBC News (ინგლისური). 1 აპრილი, 2022. დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 აპრილი, 2022. ციტირების თარიღი: 23 აპრილი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
,|date=
, და|archive-date=
-ში (დახმარება) - ↑ Wadie, Mohamed (2022-04-02). „Russian Army Kills More than 100 Mercenaries in Kharkiv“. See News (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2022-04-03.
- ↑ „Ворог зрозумів, що битву за Харків уже програв - голова ХОВА Синєгубов“. ТСН.ua (უკრაინული). 2022-04-01. ციტირების თარიღი: 2022-04-03.
- ↑ Scully, Rachel (3 აპრილი, 2022). „Two Russian soldiers killed, 28 in hospital after being poisoned by Ukrainian civilians: officials“. The Hill (ინგლისური). ციტირების თარიღი: 6 აპრილი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ „Ukraine forces recapture key road outside east Ukraine city“. France 24 (ინგლისური). 30 მარტი, 2022. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 აპრილი, 2022. ციტირების თარიღი: 23 აპრილი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
,|date=
, და|archive-date=
-ში (დახმარება) - ↑ „Ukraine says Russia is preparing eastern assault, attack on Kharkiv“. Reuters (ინგლისური). 4 აპრილი, 2022. ციტირების თარიღი: 23 აპრილი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ Thompson, Alex (5 აპრილი, 2022). „Ukraine warns Russia is preparing new assault on Kharkiv“. Channel 4 News (ინგლისური). ციტირების თარიღი: 23 აპრილი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ „Kharkiv region: Armed Forces of Ukraine push Russian troops back and liberate 2 towns“. Ukrayinska Pravda (ინგლისური). ციტირების თარიღი: 23 აპრილი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
-ში (დახმარება) - ↑ Clark, Mason; Stepanenko, Kateryna; Barros, George. Russian Offensive Campaign Assessment, April 27 en. Institute for the Study of War (27 აპრილი, 2022). ციტირების თარიღი: 28 აპრილი, 2022
- ↑ „Moscow confirms attack on Kyiv during UN chief’s visit“. The Guardian (ინგლისური). 2022-04-29. ციტირების თარიღი: 2022-04-29.
- ↑ Ukraine Army retakes control of village of Ruska Lozova in Kharkiv region en. ციტირების თარიღი: 2022-05-01
- ↑ Russian Offensive Campaign Assessment, May 3 en. Institute for the Study of War (3 მაისი, 2022). ციტირების თარიღი: 3 მაისი, 2022
- ↑ 99.0 99.1 Clark, Mason; Barros, George. Russian Offensive Campaign Assessment, May 6 en. Institute for the Study of War (6 მაისი, 2022). ციტირების თარიღი: 6 მაისი, 2022
- ↑ Kilner, James; Bowman, Verity (7 მაისი, 2022). „Ukrainian counterattacks are pushing Russian artillery out of range of Kharkiv“ (ინგლისური). Daily Telegraph. ციტირების თარიღი: 7 მაისი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ Williams, Sophie (7 მაისი, 2022). „Ukraine: Intense shelling as troops battle to regain Kharkiv region“ (ინგლისური). BBC News. ციტირების თარიღი: 7 მაისი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ Schwirtz, Michael; Engelbrecht, Cora; Specia, Megan (2022-05-07). „Russian Pullback Seen Near Kharkiv, Despite Victory Day Push for Gains“. The New York Times (ინგლისური). ISSN 0362-4331. ციტირების თარიღი: 2022-05-09.
- ↑ Landay, Jonathan (11 მაისი, 2022). „Ukraine pushes back Russian troops in counter-offensive near Kharkiv“. Reuters. ციტირების თარიღი: 11 მაისი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ Norman, Greg (2022-05-12). „Russia withdrawing troops after 'heavy losses', proving 'inability to capture key Ukrainian cities,' UK says“ (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2022-05-14.
- ↑ Ukraine has won the battle of Kharkiv, analysts say, as Kyiv warns of ‘long phase of war’ (14 მაისი, 2022).
- ↑ „Ukraine war latest: Sweden joining Finland in Nato membership bid“. BBC News (ინგლისური). ციტირების თარიღი: 16 მაისი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
-ში (დახმარება) - ↑ „Russia shelling civilian infrastructure in northeastern city of Kharkiv, Ukrainian official says“. CNN (ინგლისური). 23 აპრილი, 2022. ციტირების თარიღი: 23 აპრილი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება)