უკრაინის ტერიტორიული თავდაცვის ძალები
უკრაინის შეიარაღებული ძალების ტერიტორიული თავდაცვის ძალები (უკრ. Сили територіальної оборони Збройних сил України), შემოკლ. „ტერობორონა“ (Тероборона) — უკრაინის შეიარაღებული ძალების ცალკეული სახეობა, რომელსაც ევალება ტერიტორიული თავდაცვის ამოცანების ორგანიზება, მომზადება და განხორციელება.
უკრაინის ტერიტორიული თავდაცვის ძალები | |
---|---|
დაარსდა | 1 იანვარი, 2022 |
ქვეყანა | უკრაინა |
ტიპი | მსუბუქი ქვეითი ჯარი |
როლი | ტერიტორიული თავდაცვა |
დევიზი | „დავიცავთ საკუთარ სახლს, დავიცავთ უკრაინას!“ |
დღესასწაულები | უკრაინის ტერიტორიული თავდაცვის დღე (ოქტომბრის პირველი კვირა დღე) |
ბრძოლები | რუსეთის შეჭრა უკრაინაში (2022), კიევისათვის ბრძოლა, კიევის ბრძოლა (2022) |
მეთაურები | |
მოქმედი მეთაური |
იური გალუშკინი |
განმასხვავებელი ნიშნები | |
საიდენტიფიკაციო სიმბოლო |
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ტერიტორიული თავდაცვის უშუალო ხელმძღვანელობას ახორციელებს ტერიტორიული თავდაცვის სარდლის მეშვეობით. ტერიტორიული დაცვა, წინააღმდეგობის მოძრაობასთან და უკრაინის მოქალაქეების ეროვნული წინააღმდეგობისთვის მომზადებასთან ერთად, უკრაინის ეროვნული წინააღმდეგობის შემადგენელი ნაწილია.
ტერიტორიული დაცვის რაზმები ერთმანეთს ორგანიზებულად, ტელეგრამ-არხებით უკავშირდებიან. მათ როგორც უკრაინის მთავრობა, ისე ხალხი აფინანსებს. ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადას ყავს როგორც მუდმივი, პროფესიული სამხედროების შტატი, ისევე რეზერვისტების გუნდები. ბრიგადები სამხედრო წესით იმართება — აქ არსებობს ოფიცრების, სერჟანტების და ჯარისკაცის წოდებები. გაერთიანება 18-დან 57 წლამდე ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია. ამისთვის მსურველმა ცხელ ხაზზე უნდა დარეკოს, შემდეგ ჩამოწერილი მისამართებიდან რომელიმეზე გამოცხადდეს და კონტრაქტს ხელი მოაწეროს.[1]
საოლქო სამხედრო კომისარიატები თავიანთ ბაზაზე აყალიბებენ ცალკეულ მსროლელ ბატალიონებს, რაიონული (საქალაქო) სამხედრო კომისარიატები დაკისრებული ამოცანების მიხედვით ქმნიან 2-დან 5-მდე თავდაცვის რაზმს. გარდა ამისა, საოლქო და რაიონულ სამხედრო კომისარიატებს შტატში ჰყავს დაცვის ასეულები, რომლებიც ჩართულნი არიან ტერიტორიული თავდაცვის ამოცანების შესრულებაში.
ქვედანაყოფები კომპლექტდება რეზერვისტებითა და სამხედრო ვალდებულების მქონე პირებით. პირადი შემადგენლობის მომზადება ტარდება სამხედრო ვალდებულების პირებთან სასწავლო შეხვედრის (პრაქტიკული გაწვევით) და სასწავლო შეხვედრებს შორის ჩატარებული მეცადინეობების ფარგლებში.
მსროლელი ბატალიონების პირადი შემადგენლობა სამხედრო შეკრებების დროს პოლიგონებზე სწავლებას გადის ტაქტიკურ, საცეცხლე, საინჟინრო, სამედიცინო და სპეციალურ მომზადებაში.[2]
ისტორია
რედაქტირება2014 წლის ბოლოს უკრაინის ტერიტორიული თავდაცვის სისტემამ ცვლილებები განიცადა. 2014 წლის გაზაფხულზე და ზაფხულში ჩამოყალიბებული ტერიტორიული თავდაცვის ბატალიონები გადაკეთდა მოტოქვეითებად და გადაიყვანეს სახმელეთო ჯარების ბრიგადებში.
მოგვიანებით, საკუთარი შეიარაღებული ძალების განვითარებისთვის უკრაინული ფორმირებების მაგალითი გამოიყენა პოლონეთმა, რომელიც მსგავს პრაქტიკას 2015 წლიდან ახორციელებს, და აღადგინა საკუთარი ტერიტორიული თავდაცვის ჯარები.
2020 წელს დაწესდა უკრაინის ტერიტორიული თავდაცვის დღე, რომელიც ყოველწლიურად აღინიშნება ოქტომბრის პირველ კვირას.[3]
2021 წლის 25 მაისს პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის უმაღლეს რადაში შეიტანა კანონი „ეროვნული წინააღმდეგობის საფუძვლების შესახებ“, რომლის მიხედვითაც იგეგმებოდა უკრაინის შეიარაღებული ძალების მოსამსახურეთა რიცხოვნობის გაზრდა 11 ათასით. 16 ივლისს რადამ მოიწონა კანონპროექტი, 29 ივლისს ზელენსკიმ მას ხელი მოაწერა. 2022 წლის 1 იანვრიდან უკრაინის შეიარაღებული ძალების მოსამსახურეთა რაოდენობა გაიზარდა 11000 კაცით: 10000 ტერიტორიული თავდაცვის მებრძოლით და 1000 სპეციალური ოპერაციების ძალების მოსამსახურით.[4]
2022 წლის 1 იანვარს უკრაინის კანონის „ეროვნული წინააღმდეგობის საფუძვლების შესახებ“[5] საფუძველზე შეიქმნა ტერიტორიული თავდაცვის ძალები. უკრაინის ტერიტორიული თავდაცვის ძალების შემადგენლობაში დაგეგმილია 25 ბრიგადის შექმნა (თითო რეგიონში თითო ბრიგადა), რომელიც გააერთიანებს 150-ზე მეტ ბატალიონს (თითო ბატალიონი თითო რაიონში). ტერიტორიული თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების ფორმირება დაიგეგმა 2022 წლის 15 თებერვლისთვის.[6]
2022 წლის 11 თებერვლის მდგომარეობით, მოხალისეთა გეგმიური რაოდენობა 1,5–2 მილიონ ადამიანს შეადგენდა.[7]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ „რა არის "ტერობორონა" - უკრაინის სახალხო ჯარი“. რადიო თავისუფლება. ციტირების თარიღი: 2 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
-ში (დახმარება) - ↑ „У Черкасах проведуть десятиденні навчання батальйону територіальної оборони“. 2017-06-19. ციტირების თარიღი: 2022-03-01.
- ↑ Указ Президента України №417/2020. ციტირების თარიღი: 2020-10-15
- ↑ „Набув чинності закон про національний спротив“. Українська правда (უკრაინული). ციტირების თარიღი: 2 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
-ში (დახმარება) - ↑ Закон України „Про основи національного спротиву“
- ↑ Олександр Федієнко (2022-02-04). „Олександр Федієнко: «Формування Сил територіальної оборони планується завершити до 15 лютого» »“. Газета «ВІСТІ» - Бориспіль.
- ↑ Ukraine’s new military branch: Citizens protecting their neighborhood. POLITICO (13 თებერვალი, 2022). ციტირების თარიღი: 2 მარტი, 2022