ჩერნიჰივის ალყა
ჩრდილო-აღმოსავლეთ უკრაინის კამპანიის ნაწილი
2022 Russian invasion of Ukraine.svg
თარიღი 24 თებერვალი – 4 აპრილი, 2022 (1 თვე, 1 კვირა და 4 დღე)
მდებარეობა ჩერნიჰივი, უკრაინა
სტატუსი უკრაინის გამარჯვება
მხარეები
რუსეთის დროშა რუსეთი უკრაინის დროშა უკრაინა
ძალები
რუსეთის დროშა რუსეთის შეიარაღებული ძალები
  • რუსეთის საჰაერო-სადესანტო ძალები
    • მე-11 საგვარდიო ცალკეული სადესანტო-საიერიშო ბრიგადა[1]
  • 36-ე საერთო-საჯარისო არმია[2]
  • 41-ე საერთო-საჯარისო არმია
    • 74-ე ცალკეული საგვარდიო მოტომსროლელი ბრიგადა[3]
    • 35-ე ცალკეული საგვარდიო მოტომსროლელი ბრიგადა[4][5]
    • 90-ე საგვარდიო სატანკო დივიზია[6]
უკრაინის დროშა უკრაინის შეიარაღებული ძალები
  • 1-ელი სატანკო ბრიგადა[7]
დანაკარგები
უკრაინის თანახმად:
  • 30+ ტანკი[8]
  • 56 ბენზინმზიდი[9]
  • უკრაინის თანახმად:
  • 123 ჯარისკაცი და 5 პოლიციელი[10] (15 მარტი)
უკრაინის თანახმად: დაახლ. 700 დაღუპული მშვიდობიანი[11]
ჩერნიჰივის ალყა ვიკისაწყობში

ჩერნიჰივისათვის ბრძოლა, რომელიც მოგვიანებით გადაიზარდა ჩერნიჰივის ალყაში — საბრძოლო მოქმედებების სერია, რომელიც 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო, როგორც ჩრდილო-აღმოსავლეთ უკრაინის კამპანიის ნაწილი უკრაინაში რუსეთის შეჭრის დროს.

 
შენობის ნანგრევები რუსული დაბომბვის შემდეგ.

2022 წლის 24 თებერვალს, 03:27 საათზე, რუსეთის მე-11 საგვარდიო სადესანტო-საიერიშო ბრიგადის კაპიტანი და ეფრეიტორი უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ჩერნიჰივის (ჩერნიგოვის) მახლობლად ჩაბარდნენ.[1] იმავე დღეს უკრაინამ განაცხადა, რომ რუსეთის 74-ე მოტომსროლელი ბრიგადის სადაზვერვო ოცეული დანებდა.[3]

08:34 საათზე უკრაინის არმიამ მოიგერია რუსული ჯარების თავდასხმა ჩერნიჰივზე და ხელში ჩაიგდო ტექნიკა და დოკუმენტები.[12] ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რუსულმა ძალებმა ვერ შეძლეს ჩერნიჰივის აღება და ამის ნაცვლად კიევისკენ სხვა მარშრუტი აირჩიეს, ქალაქის გვერდის ავლით.[13][14] უკრაინის ოფიციალური პირების განცხადებით, რუსები სედნივისა და სემენივკისკენ მიემართებოდნენ.[15]

14:25 საათზე (UTC+2) რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ არმია გარშემოერტყა ჩერნიჰივს და იწყებდა ალყას.[16][17]

26 თებერვალს უკრაინულმა ძალებმა განაცხადეს, რომ მათ დაამარცხეს რუსული ძალები, რომლებიც ცდილობდნენ ქალაქის აღებას. რამდენიმე რუსული ტანკი, სავარაუდოდ, უკრაინელებმა ჩაიგდეს ხელში.[18] უკრაინის მთავრობის მტკიცებით, რუსული ბმ-21 „გრადის“ რაკეტები მოხვდა ჩერნიჰივის საავადმყოფოებსა და საბავშვო ბაღებს, თუმცა ეს ფაქტი დამოუკიდებელი ექსპერტების მხრიდან არ დადასტურებულა.[19]

27 თებერვალს უკრაინის ოფიციალური პირების განცხადებით, რუსულმა ძალებმა რაკეტებით დაბომბეს ჩერნიჰივის ცენტრის დიდი ნაწილი, მათ შორის დაანგრიეს ისტორიული კინოთეატრი.[20][21] მოგვიანებით რუსებმა განაცხადეს, რომ მათ მთლიანად ბლოკადაში მოაქციეს ქალაქი.[22] უკრაინული წყაროები ირწმუნებოდნენ, რომ 27 თებერვალს მათმა ძალებმა გაანადგურეს 56 რუსული ბენზინმზიდი.[9]

უკრაინის ოფიციალური პირების 1 მარტი ცნობით,ბელარუსი რუსეთის შემოჭრას შეუერთდა და სამხედრო სატრანსპორტო საშუალებების კოლონას ბელორუსის ქალაქ გროდნოდან ჩერნიგოვისკენ აგზავნიდა. აშშ-ის ოფიციალური პირები არ დაეთანხმნენ ამ მტკიცებას და განაცხადეს, რომ არ არსებობდა „მინიშნება“ იმისა, რომ ბელარუსი უკრაინაში შეიჭრა.[23] ჩერნიჰივის ოლქის გუბერნატორის ვიაჩესლავ ჩაუსის ცნობით, ქალაქის ყველა მისასვლელი ძლიერ დანაღმული იყო.[24]

2 მარტს ჩერნიჰივის მერმა ვლადისლავ ატროშენკომ ვარაუდი გამოთქვა, რომ ქალაქში შესაძლოა ქუჩის ბრძოლები გამართულიყო.[25] ჯანდაცვის ადმინისტრაციის უფროსის, სერგეი პივოვარის ინფორმაციით, დღის განმავლობაში ორი რაკეტა მოხვდა ქალაქის საავადმყოფოს.[26]

3 მარტის ავიადარტყმების შედეგად დანგრეული საცხოვრებელი სახლები.

3 მარტს ოლქის გუბერნატორმა განაცხადა, რომ 22 ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს მას შემდეგ, რაც რუსულმა ჯარებმა საცხოვრებელ კორპუსებსა და 2 სკოლაზე მიიტანეს ავიაიერიშები.[27][28] მოგვიანებით დაღუპულთა რაოდენობა 47-მდე გაიზარდა.[29]

5 მარტს ჩერნიჰივის მიმდებარედ ჩამოაგდეს რუსული მოიერიშე თვითმფრინავი. ორი პილოტი დაარტყვევეს.[30]

 
უკრაინული მხარის მიერ 5 მარტს ჩამოგდებული რუსული მოიერიშე.

6 მარტის დილის მდგომარეობით, ელექტროენერგიის გარეშე იყო დარჩენილი ჩერნიჰივის ოლქის 141 დასახლებული პუნქტი. შეტევები გაგრძელდა, რუსეთის საჰაერო ძალები საცხოვრებელი სახლების მიმართულებით ისროდნენ მძიმე ბომბებს, რომლებიც საფორტიფიკაციო ნაგებობებისთვისაა განკუთვნილი.[31] ქალაქში ჩავიდა ჰუმანიტარული დახმარება (პროდუქტები, წამლები და სხვ.). დაბომბვის საფრთხის გამო, სატვირთო მანქანები სწრაფად გადმოტვირთეს.[32]

10 მარტს რუსული ჯარი ქალაქს მთლიანად გარს შემოერტყა, განაცხადა ქალაქის მერმა ვლადისლავ ატროშენკომ. მან ასევე დასძინა, რომ ქალაქი მთლიანად იზოლირებული იყო და მისი 300 000 მცხოვრებისთვის სასიცოცხლოდ საჭირო ინფრასტრუქტურა არაერთგზის დაბომბვის გამო მწყობრიდან იყო გამოსული.[33] ავიადარტყმების შედეგად დაზიანდა ჩერნიჰივის არენა.[34]

11 მარტს რუსული ავიაციის დარტყმების შედეგად ძლიერ დაზიანდა ჩერნიჰივის სტადიონი და ბიბლიოთეკა.[35] 12 მარტს დაინგრა „სასტუმრო უკრაინის“ შენობა.[36] უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, გაანადგურეს სარაკეტო ნაწილი, რომელიც ქალაქის მიმართულებით ისროდა, რა დროსაც ჯარების ნაწილი დანებდა.[37]

13 მარტს 05:46 საათზე რუსული ავიადარტყმები განხორციელდა საერთო საცხოვრებელზე. თავდაპირველი მონაცემებით ერთი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაიჭრა.[38] 16 მარტს ნანგრევებში იპოვეს 5 ცხედარი, მ.შ. 3 ბავშვისა.[39] 13 მარტს, მოგვიანებით, უკრაინულმა ძალებმა განაცხადეს, რომ ქალაქის დაბომბვისას ჩამოაგდეს რუსული გამანადგურებელი.[40]

ვიაჩესლავ ჩაუსის თანახმად, 14 მარტს ავიადარტყმების შედეგად განადგურდა ჩერნიჰივის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის შენობა.[41] უკრაინის გენერალური პროკურატურის ცნობით, ქალაქში გახსნილ ცეცხლს 10 მოქალაქე ემსხვერპლა.[42]

25 მარტს უკრაინის ხეისუფლებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსულმა ჯარებმა მდინარე დესნაზე ხიდი გაანადგურეს, რის შედეგადაც ჩერნიჰივის ჩრდილოეთი ნაწილი დანარჩენ ქალაქს მოწყდა.[43] ამავე დროს, ოკუპანტების მცდელობა — გარშემორტყმოდნენ ქალაქს — წარუმატებელი აღმოჩნდა.[44]

30 მარტს დაიბომბა ჩერნიჰივის საოლქო უნივერსალური სამეცნიერო ბიბლიოთეკის შენობა და ქალაქის ცენტრში მდებარე ბაზარი.[45][46][47] ცეცხლის სამიზნე გახდა სპორტული კომპლექსი „ხიმიკიც“.[48]

31 მარტს უკრაინულმა არმიამ დაიბრუნა გზატკეცილი М01, რომელიც კიევსა და ჩერნიჰივს აკავშირებს.[49] ამით ალყა დასრულდა. ქალაქის მერმა ომის დაწყებიდან პირველი მშვიდი ღამის შესახებ ისაუბრა.[50]

1 აპრილს უკრაინულმა მხარემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსული ნაწილები ჩერნიჰივის ოლქიდან გადიოდნენ.[51]

ცნობების თანახმად, 2 აპრილს გაათავისუფლეს სოფელი ჩესტოვიცია, მანამდე კი სოფელი სლობოდა.[52]

4 აპრილს დაიბრუნეს სოფლები კოლიჩივკა, იაჰიდნე და ივანივკა.[53] გუბერნატორ ჩაუსის მიხედვით, მოწინააღმდეგემ დატოვა ჩერნიჰივის ოლქის ტერიტორია, თუმცა მრავალ ადგილას ნაღმები დატოვეს.[54]

5 აპრილს რუსეთმა ჩერნიჰივის ოლქიდან ჯარების გაყვანა მთლიანად დაასრულა, რითაც რეგიონში საბრძოლო მოქმედებები შეწყდა.[55]

დანაკარგები

რედაქტირება

2 მარტს „The Kyiv Independent“-მა WhatsApp-ის აუდიომესიჯზე გაავრცელა ინფორმაცია, რომელიც, სავარაუდოდ, ჩაწერილი ალეისკელი (რუსეთი) ქალის მიერ. იგი ამბობდა, რომ 35-ე საგვარდიო მოტომსროლელი ბრიგადის ალეისკში ბაზირებული თითქმის მთელი „სატანკო ბრიგადა“ განადგურდა ჩერნიჰივის მახლობლად გამართულ ბრძოლაში; 150-დან მხოლოდ 18 ჯარისკაცმა შეძლო გადარჩენა. ქალი დაღუპულ ჯარისკაცებს „ძირითადად ძალიან ახალგაზრდა ბიჭებად“ მოიხსენიებდა. ასევე იუწყებოდა, რომ ამ შეტყობინების დღეს 45 კუბო უნდა ჩამოსულიყო ქალაქში.[56][57]

3 მარტს საცხოვრებელი სახლებისა და სკოლების დაბომბვის შედეგად დაიღუპა 47 მშვიდობიანი მოქალაქე და დაშავდა 18.[29][58]

ჩერნიჰივის საოლქო პროკურატურის გავრცელებული ინფორმაციით, 15 მარტის მდგომარეობით, დაღუპული იყო 123 უკრაინელი სამხედრო და 105 მშვიდობიანი მოქალაქე, მ.შ. პოლიციის თანამშრომლები.[10]

უკრაინისა და ამერიკის ოფიციალური პირების განცხადებით, 16 მარტს პურის რიგში მდგარი მშვიდობიანი მოქალაქეების ჯგუფის მიმართულებით ქალაქში ცეხლი გახსნეს რუსულმა ძალებმა. დაიღუპა 10 ადამიანი.[59][60] ჩერნიჰივის ოლქის გუბერნატორი, ვიაჩესლავ ჩაუსი 17 მარტს იტყობინებოდა, რომ მხოლოდ წინა დღეს დაღუპულთა რაოდენობამ 53 შეადგინა.[61]

ალყის დასრულების მომენტისთვის ქალაქი დატოვებული ჰქონდა მოსახლეობის დაახლოებით ნახევარს. მშვიდობიან მოსახლეობას შორის მსხვერპლთა საერთო რაოდენობა უცნობიაა. ქალაქის მერის ვლადისლავ ატროშენკოს პირადი შეფასებით, დაღუპული იყო 350–400 მოქალაქე, დღეში კრძალავდნენ 100-მდე ადამიანს. ჰუმანიტარული მისიის მუშაკებიც ამავე რაოდენობის გარდაცვლილზე საუბრობდნენ, მაგრამ ისინი ძირითადად რუსი და უკრაინელი ჯარისკაცები იყვნენ. ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ ჩაუსმა განაცხადა, რომ რუსული ძალების მოსალოდნელ დაბრუნებამდე სწრაფად ქმნიდნენ უსაფრთხო საევაკუაციო დერეფნებს. მიმდებარე სოფელ ლუკაშივკას მცხოვრებთა განცხადებით, რუსული ძალები სცემდნენ და სიკვდილით სჯიდნენ მოსახლეობას, ჩამოართვეს მათ ტელეფონები, პასპორტები, საყოფაცხოვრებო ნივთებს, როგორიცაა ხალიჩები და ბალიშები, კლავდნენ შინაურ ცხოველებს, რათა შეეწუხებინათ ადგილობრივები. ეს ყველაფერი 1 აპრილს დასრულდა, როდესაც უკრაინულმა ძალებმა შეძლეს მათი უკუგდება.[62]

  1. 1.0 1.1 "Путін цинічно обдурив" - окупанти продовжують здаватися в полон ЗСУ“. Gazeta.ua (უკრაინული). 2022-02-25. ციტირების თარიღი: 2022-02-25.
  2. Clark, Mason; Barros, George; Stepaneko, Kateryna. Russia-Ukraine Warning Update: Initial Russian Offensive Campaign Assessment en. American Enterprise Institute (24 თებერვალი, 2022). დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 თებერვალი, 2022.
  3. 3.0 3.1 Courtney Guy (2022-02-24). „Russian platoon 'surrenders saying they didn't think they had been sent to kill' (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2022-02-25.
  4. Ukraine vows to keep fighting as Russian forces close on Kyiv. ციტირების თარიღი: 26 თებერვალი, 2022
  5. Russia-Ukraine Warning Update: Russian Offensive Campaign Assessment, February 26. ციტირების თარიღი: 26 თებერვალი, 2022
  6. Russia-Ukraine Warning Update: Russian Offensive Campaign Assessment, February 27, 2022. ციტირების თარიღი: 27 თებერვალი, 2022
  7. General Staff: Battles ongoing along border, 20 Russian helicopters land near Kyiv. ციტირების თარიღი: 26 თებერვალი, 2022
  8. Lister, Tim (25 თებერვალი, 2022). „Heavy fighting reported on main route south into Kyiv“. CNN (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 თებერვალი, 2022. ციტირების თარიღი: 25 თებერვალი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=, |date=, და |archive-date=-ში (დახმარება)
  9. 9.0 9.1 desk, The Kyiv Independent news. (26 თებერვალი, 2022) Ukrainian military blows up 56 Russian tank fuels in the Chernihiv region, depriving units of combat capability. en-US. ციტირების თარიღი: 1 მარტი, 2022
  10. 10.0 10.1 „Щонайменше 123 військових та 100 цивільних загинули на Чернігівщині з початку вторгнення РФ“. Suspilne (უკრაინული). 15 მარტი, 2022. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-03-23. ციტირების თარიღი: 16 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
  11. „Близько 700 людей загинули у Чернігові внаслідок російської агресії“. Суспільне | Новини (უკრაინული). 8 აპრილი, 2022. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-04-08. ციტირების თარიღი: 8 მაისი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  12. „Війна: ЗСУ "підсмажили" техніку окупантів під Черніговом“. Gazeta.ua. 25 თებერვალი, 2022. ციტირების თარიღი: 2022-02-25. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  13. „Ukraine 'halts Russian advance' on city, reports UK MoD“. WalesOnline. 2022-02-25. ციტირების თარიღი: 2022-02-25.
  14. „Ukraine crisis: Russia has failed to take any of its major objectives, lost 450 personnel and made 'limited progress', Ministry of Defence says“. Sky news. ციტირების თარიღი: 2022-02-25.
  15. „Putin wants to "take Ukraine off the map of nations," French foreign minister says“. CNN. 2022-02-25. ციტირების თარიღი: 2022-02-26.
  16. „Раньше всех. Ну почти“. ციტირების თარიღი: 2022-02-25.
  17. „Подразделения Вооруженных сил РФ завершили блокирование Чернигова“. ТАСС. ციტირების თარიღი: 4 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  18. „Russian invasion update: Russia's attempt to break into Chernihiv fails“ (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2022-02-27.
  19. „Russian army uses Grad missile launchers hitting hospitals, kindergartens, residential buildings in Chernihiv – State Emergency Service“ (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2022-02-27.
  20. „Russian invasion update: Russian troops fire on Chernihiv city center, damaging dentistries and houses“ (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2022-02-28.
  21. „Ще одна безглузда атака по центру Чернігова“. ციტირების თარიღი: 2022-02-28.
  22. „Раньше всех. Ну почти“.
  23. Gijs, Camille (1 მარტი, 2022). „US sees 'no indication' to back Ukrainian claim Belarus has joined Russia's invasion“. Politico. დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 1 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=, |date=, და |archive-date=-ში (დახმარება)
  24. „Columns of Belarusian forces heading towards Ukraine's Chernihiv: Kyiv“ (ინგლისური). 2022-03-01. ციტირების თარიღი: 2022-03-02.
  25. „Chernihiv mayor to residents: No other choice but to brace for urban warfare“. ციტირების თარიღი: 2022-03-02.
  26. „Sorting fact, disinformation amid Russian war on Ukraine“. ციტირების თარიღი: 3 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  27. „At least 22 killed in air strikes in Ukraine's Chernihiv region, say emergency services“. Reuters (ინგლისური). 3 მარტი, 2022. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 3 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=, |date=, და |archive-date=-ში (დახმარება)
  28. „Russia's invasion of Ukraine mapped – what happened on day eight“. Sky News (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 3 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |archive-date=-ში (დახმარება)
  29. 29.0 29.1 „Russian airstrikes in residential area kill 47 in Ukraine's Chernihiv“. Daily Sabah. March 4, 2022. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 4 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |archive-date=-ში (დახმარება)
  30. „На околицях Чернігова військові збили російський штурмовик. Обох пілотів знайшли (оновлено) (фото)“. LB.ua (უკრაინული). ციტირების თარიღი: 11 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  31. „Росія скидає на будинки в Чернігові бомби, призначені для фортифікаційних споруд“. РБК-Украина (უკრაინული). ციტირების თარიღი: 2022-03-06.
  32. „Що відбувається в Чернігові зараз. Ситуація в місті 6 березня: онлайн“. РБК-Украина (უკრაინული). ციტირების თარიღი: 2022-03-06.
  33. Santora, Marc (10 მარტი, 2022). „What Happened on Day 15 of Russia’s Invasion of Ukraine“. The New York Times (ინგლისური). ციტირების თარიღი: 11 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  34. „Слідом за стадіоном Гагаріна рашисти обстріляли Чернігів-Арену – ЧЕРНІГІВСЬКИЙ СПОРТ“. ЧЕРНІГІВСЬКИЙ СПОРТ (უკრაინული). 10 მარტი, 2022. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-03-11. ციტირების თარიღი: 14 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  35. Celine Alkhaldi. Soccer stadium and library in Ukrainian city of Chernihiv hit in airstrike en. CNN (11 მარტი, 2022). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-03-13. ციტირების თარიღი: 11 მარტი, 2022.
  36. Russian troops close on Kyiv as Ukrainian President Volodymyr Zelenskyy calls for humanitarian ceasefire to be upheld en. Reuters. ABC News (12 მარტი, 2022). ციტირების თარიღი: 13 მარტი, 2022.
  37. „“Північні котики” знищили ракетний підрозділ росіян, який обстрілював Чернігів“. Українська правда (უკრაინული). 12 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 14 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  38. „Російська авіація бомбила Чернігів: пошкоджено гуртожиток, один загиблий“. ТСН.ua (უკრაინული). 13 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 14 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  39. „Под завалами общежития в Чернигове обнаружили тела пяти погибших, в том числе трех детей. Число погибших в очереди за хлебом выросло до 13“. gordonua.com (რუსული). ციტირების თარიღი: 19 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  40. „При авіаційному нальоті на Чернігів збили російський винищувач“. Українська правда (უკრაინული). 13 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 14 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  41. Olena Roshchina. (14 მარტი, 2022) Chernihiv Polytechnic destroyed by an airstrike, Nizhyn shelled by Uragan MLRSs en. Ukrayinska Pravda. ციტირების თარიღი: 14 მარტი, 2022.
  42. Anastasiya Kalatur (15 მარტი, 2022). „10 people killed in Chernihiv shelling“. Ukrayinska Pravda (ინგლისური). ციტირების თარიღი: 16 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
  43. „Russian forces cut off Ukraine's Chernihiv city, mayor says“. Reuters (ინგლისური). 25 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 27 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  44. RUSSIAN OFFENSIVE CAMPAIGN ASSESSMENT, MARCH 25 en. Institute for the Study of War. ციტირების თარიღი: 27 მარტი, 2022
  45. Anastasiya Kalatur (30 მარტი, 2022). „У Чернігові росіяни обстріляли історичну будівлю у центрі міста“. www.suspilne.media (უკრაინული). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-03-30. ციტირების თარიღი: 30 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
  46. „Російські загарбники обстріляли унікальні історичні пам'ятки Чернігова“. www.cheline.com.ua (უკრაინული). 30 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 30 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  47. „В центрі Чернігова вночі через обстріли горів ринок та торговий центр“. www.24tv.ua (უკრაინული). ციტირების თარიღი: 30 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  48. „Черговий спортивний об'єкт знищено у Чернігові – руйнувань зазнав зал для настільного тенісу склад“. www.chesport.cn.ua (უკრაინული). 22 July 2021. დაარქივებულია ორიგინალიდან — 31 მარტი 2022. ციტირების თარიღი: 31 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate=-ში (დახმარება)
  49. David Axe (31 მარტი, 2022). „Ukraine's Best Tank Brigade Has Won The Battle For Chernihiv“. Forbes (ინგლისური). შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  50. „Ukraine war latest: Biden calls for Putin war crimes trial as more evidence of atrocities emerge“. BBC News (ინგლისური). ციტირების თარიღი: 7 აპრილი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  51. „Russians retreating from Chernihiv region - local administration chief“ (ინგლისური). Ukrinform. 1 აპრილი, 2022. ციტირების თარიღი: 3 აპრილი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  52. „Ukrainian army regains control of village near Chernihiv“ (ინგლისური). Ukrinform. 2 აპრილი, 2022. ციტირების თარიღი: 3 აპრილი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  53. n Chernihiv region, three more villages liberated from Russian invaders en (4 აპრილი, 2022). ციტირების თარიღი: 4 აპრილი, 2022
  54. „Russian Military Leaves Chernihiv Region, Plants Mines In Many Areas - Governor Chaus“. ukranews.com (ინგლისური). ციტირების თარიღი: 7 აპრილი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  55. Ukraine: Russian forces reportedly complete withdrawal from Kyiv and Chernihiv regions, continue withdrawal from Sumy Region as of April 5 /update 60 en. ციტირების თარიღი: 2022-04-06
  56. Ponomarenko, Illia (2 მარტი, 2022). „EXCLUSIVE: Voice message reveals Russian military unit's catastrophic losses in Ukraine“. Kyiv Independent. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 2 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=, |date=, და |archive-date=-ში (დახმარება)
  57. Cecil, Nicholas; Bond, David (2022-03-02). „Russian families 'mourn death of nearly 150 from a tank brigade“. Evening Standard (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2022-03-03.
  58. „33 Killed, 18 Injured In Russian Strikes In Ukraine's Chernihiv City“. NDTV. Kyiv. Agence-France Presse (AFP). 4 მარტი, 2022. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 4 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=, |date=, და |archive-date=-ში (დახმარება)
  59. CNN (2022-03-16). „Zelensky says evacuation corridors didn't work Wednesday“. CNN (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2022-03-17.
  60. Tucker Reals (16 მარტი, 2022). „U.S. embassy says Russian troops "shot and killed 10 people standing in line for bread" in northeast Ukraine“. CBS News (ინგლისური). ციტირების თარიღი: 16 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
  61. „Losses mount in Ukrainian city of Chernihiv, regional governor says“. Reuters (ინგლისური). 17 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 17 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
  62. Bearak, Max; O'Grady, Siobhán (5 აპრილი, 2022). „In shattered Chernihiv, Russian siege leaves a city asking, ‘Why?’“. Washington Post (ინგლისური). ციტირების თარიღი: 24 აპრილი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)