ოხტირკის ბრძოლა
ჩრდილო-აღმოსავლეთ უკრაინის კამპანიის ნაწილი
თარიღი 24 თებერვალი, 2022 – დღემდე (1 თვე და 2 დღე)
მდებარეობა ოხტირკა, სუმის ოლქი, უკრაინა
50°11′30″ ჩ. გ. 34°57′00″ ა. გ. / 50.19167° ჩ. გ. 34.95000° ა. გ. / 50.19167; 34.95000
სტატუსი

უკრაინის გამარჯვება

  • გაგრძელდა ქალაქის დაბომბვა[1]
მხარეები
რუსეთის დროშა რუსეთი უკრაინის დროშა უკრაინა
სამხედრო ნაწილები
რუსეთის დროშა რუსეთის შეიარაღებული ძალები უკრაინის დროშა უკრაინის შეიარაღებული ძალები
დანაკარგები
უცნობია
უკრაინის თანახმად:
მრავალი დატყვევებული ჯარისკაცი
უკრაინის თანახმად:
70+ დაღუპული,[2] 32 დაჭრილი[3] (26–27 თებ.)
უკრაინის თანახმად:
  • 26–27 თებ.: 12 დაღუპული სამოქალაქო პირი, 30 დაჭრილი[3][4]
  • 18 მარ.: სულ მცირე 100 დაღუპული[5]
ოხტირკის ბრძოლა ვიკისაწყობში

ოხტირკის ბრძოლა — სამხედრო დაპირისპირება რუსეთ-უკრაინის საზღვართან ახლოს მდებარე ქალაქ ქალაქ ოხტირკაში. დაიწყო 2022 წლის 24 თებერვალს როგორც რუსეთის უკრაინაში შეჭრის ჩრდილო-აღმოსავლეთ უკრაინის კამპანიის ნაწილი. ბრძოლები ქალაქის გარეუბანში გაჩაღდა მაშინ, როდესაც რუსული ძალები შეეცადნენ მის დაპყრობას. თავდაპირველი შეტევა უკრაინელებმა მოიგერიეს, რის შემდეგაც აგრესორებმა საარტილერიო ცეცხლი გახსნეს.

რუსეთის თავდასხმას კრიტიკა მოჰყვა მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლისა და კასეტური ბომბებისა და თერმობარიული იარაღის გამოყენების გამო, რაც შეიძლება სამხედრო დანაშაულად ჩაითვალოს.

ქრონოლოგია

რედაქტირება

24 თებერვალს რუსული ჯარები შეიჭრნენ სუმის ოლქში — სუმის, შოსტკისა და ოხტირკის მახლობლად. 07:30 საათზე ბრძოლები დაიწყო ქალაქის გარეუბანში, ველიკა-პისარივკას მიმართულებით.[6] რუსებმა ვერ დაიკავეს ქალაქი და მომდევნო დღეს უკან დაიხიეს, ადგილზე დატოვეს ტანკები და აღჭურვილობა.[7]

 
სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება თავდასხმის შემდეგ.

25 თებერვალს ბმ-27 „ურაგანით“ დაიბომბა ოხტირკის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება.[8] რაკეტებს ემსხვერპლა ბავშვი და ორი ზრდასრული. სავარაუდოდ გამოყენებული იყო კასეტური ბომბები, რაც, „Amnesty International“-ის თქმით, შესაძლოა სამხედრო დანაშაულად ჩაითვალოს.[9] ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოხტირკასთან რუსულმა ძალებმა სამოქალაქო ავტობუსს ესროლეს.[10][11][12] სუმის ოლქის გუბერნატორმა დმიტრო ჟივიცკიმ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქალაქში კიდევ 3 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.[13]

26 თებერვალს ორი დანიელი ჟურნალისტი დაიჭრა, როდესაც მათ მანქანას უცნობმა ძალებმა გაუხსნეს ცეცხლი.[14][15]

ოხტირკა საარტილერიო ცეცხლის შემდეგ, 2 მარტი.

27 თებერვალს უკრაინულმა ძალებმა, სავარაუდოდ, გაანადგურეს რუსული ტანკები, რომლებიც ცდილობდნენ აეღოთ ახლომდებარე ქალაქი ტროსტიანეცი. მოგვიანებით ქალაქის მერმა გაავრცელა მიმართვა: „რუსებო, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჯოჯოხეთში! […] ტროსტიანეცისა და მთელი უკრაინის საზოგადოებავ! Ჩვენ გავიმარჯვებთ!“.[16] ჟივიცკის თქმით, დღისით გამართულ ბრძოლებში რუსი ჯარისკაცები და მშვიდობიანი მოქალაქეები დაიღუპნენ.[2]

28 თებერვალს რუსულმა ძალებმა დაბომბეს და გაანადგურეს ოხტირკაში მდებარე ნავთობის საცავი.[17] ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების ცნობით, 70-ზე მეტი უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა რუსების მიერ ოხტირკის სამხედრო ბაზის თერმობარიული იარაღით დაბომბვის შედეგად.[2][18]

 
თბოელექტროსადგური თავდასხმის შემდეგ, 4 მარტი.
 
ოხტირკის საქალაქო რადა (საკრებულო) ბრძოლის შემდეგ, 14 აპრილი.

3 მარტს ჟივიცკიმ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ადგილობრივ ელექტროსადგურზე რუსეთის საჰაერო თავდასხმის შედეგად ქალაქს შეეწყვიტა ელექტროენერგიისა და გათბობის მიწოდება.[19]

ჟივიცკი იტყობინებოდა, რომ 10 მარტს „დაახლოებით 00:30 საათზე რუსულმა ავიაციამ ისევ დაბომბა საცხოვრებელი რაიონები“, ქალაქი იბომბებოდა დღისით და ღამით, ნადგურდებოდა ინფრასტრუქტურა, მათ შორის კანალიზაცია და წყალმომარაგების სისტემა.[20]

ოხტირკის მერის პავლო კუზმენკოს ცნობით, 14 მარტს ღამით საცხოვრებელ რაიონზე მიტანილი ავიადარტყმის შედეგად სულ მცირე სამი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.[21]

26 მარტისათვის რუსულმა ნაწილებმა ოხტირკიდან უკან დაიხიეს.[22]

თერმობარიული (ვაკუუმური) ბომბი

რედაქტირება

28 თებერვალს, ოქსანა მარკაროვამ, უკრაინის ელჩმა შეერთებულ შტატებში, განაცხადა, რომ რუსულმა ძალებმა ოხტირკაში გამოიყენეს თერმობარიული (ვაკუუმური) ბომბი.[23][24][25] რუსეთის მიერ ჩეჩნეთის მეორე ომში თერმობარიული იარაღის გამოყენების შესახებ Human Rights Watch-ის 2000 წლის თებერვლის ანგარიშის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ თერმობარიული იარაღი საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლით აკრძალული არ არის, მისი მოქმედების ფართო რადიუსი მიუთითებს იმაზე, რომ მხარეებმა განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ დასახლებულ პუნქტებთან ახლოს ამ იარაღის განთავსების დროს.[26] მარკაროვამ ასევე აღნიშნა, რომ თერმობარიული იარაღის გამოყენება ჟენევის კონვენციების დარღვევაა.[27][28][29] თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯენ ფსაკიმ განაცხადა, რომ იგი გაეცნო ინფორმაციას, მაგრამ არ ჰქონდა დამადასტურებელი იმისა, რომ რუსეთმა ასეთი იარაღი გამოიყენა. „ეს რომ სიმართლე ყოფილიყო, პოტენციურად ომის დანაშაული იქნებოდა“ — თქვა მან პრესკონფერენციაზე.[23] თავდასხმის შედეგად განადგურდა უკრაინის სამხედრო ბაზა და დაიღუპა 70 ჯარისკაცი.[30]

  1. „Між похоронами, бомбами й весіллями. Як виживає місто-герой Охтирка“. Українська правда (უკრაინული). ციტირების თარიღი: 8 მაისი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  2. 2.0 2.1 2.2 „More than 70 Ukrainian soldiers killed after Russian artillery hit Okhtyrka base“. The Washington Times. 28 თებერვალი, 2022. ციტირების თარიღი: 1 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  3. 3.0 3.1 Скакун, Сергей (26 თებერვალი, 2022). „На Сумщині за день близько сотні поранених, 4 – загиблих“. Данкор онлайн | Сумской информационный портал (უკრაინული). დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 თებერვალი, 2022. ციტირების თარიღი: 26 თებერვალი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate=, |date=, და |archive-date=-ში (დახმარება)
  4. „Наслідки ракетного удару Росією по Охтирці 26 лютого: Є поранені та загиблі“. censor.net (უკრაინული). 27 თებერვალი, 2022. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 თებერვალი, 2022. ციტირების თარიღი: 27 თებერვალი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate=, |date=, და |archive-date=-ში (დახმარება)
  5. Gumenyuk, Nataliya (19 მარტი, 2022). „‘After the victory’: ruined city of Okhtyrka clings to hope of brighter future“. the Guardian (ინგლისური). ციტირების თარიღი: 19 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  6. „Ведеться бій в Охтирці, можливий артобстріл – Живицький“ (უკრაინული). 25 თებერვალი, 2022. ციტირების თარიღი: 28 თებერვალი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  7. „В Охтирці російські окупанти покидали БТРи та розбіглися — Геращенко“ (უკრაინული). 25 თებერვალი, 2022. ციტირების თარიღი: 28 თებერვალი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  8. „В Охтирці росіяни обстріляли дитячий садок та сховище з людьми“. 25 თებერვალი, 2022. ციტირების თარიღი: 28 თებერვალი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  9. „Putin accused of using 'cluster bombs' in strike on pre-school“. 28 თებერვალი, 2022. ციტირების თარიღი: 28 თებერვალი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  10. „Enemy tanks shell bus with civilians in Sumy region“. Ukrinform.net. 27 თებერვალი, 2022. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 თებერვალი, 2022. ციტირების თარიღი: 28 თებერვალი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=, |date=, და |archive-date=-ში (დახმარება)
  11. „Суспільне Суми“. Telegram. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 თებერვალი, 2022. ციტირების თარიღი: 28 თებერვალი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |archive-date=-ში (დახმარება)
  12. „In the Sumy region, invaders shot bus with civilian people, didn't allow ambulance to pass“. Pravada. 27 თებერვალი, 2022. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 თებერვალი, 2022. ციტირების თარიღი: 28 თებერვალი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=, |date=, და |archive-date=-ში (დახმარება)
  13. „Russian shelling in Ukraine's Okhtyrka kills 6, including 7-year-old girl“. ციტირების თარიღი: 28 თებერვალი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  14. Harvey, Josephine (28 თებერვალი, 2022). „2 Danish Journalists Shot In Ukraine: 'We Are Lucky To Be Alive'. HuffPost (ინგლისური). ციტირების თარიღი: 28 თებერვალი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  15. „Journalists Contributing to WhoWhatWhy Shot in Ukraine“. WhoWhatWhy (ინგლისური). 27 თებერვალი, 2022. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 თებერვალი, 2022. ციტირების თარიღი: 28 თებერვალი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=, |date=, და |archive-date=-ში (დახმარება)
  16. "Ласкаво просимо в пекло": у Тростянці знищили російську військову техніку“. 27 თებერვალი, 2022. ციტირების თარიღი: 28 თებერვალი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  17. „Prohibited bombs dropped on Okhtyrka, oil depot on fire“. www.ukrinform.net (ინგლისური). 28 თებერვალი, 2022. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 თებერვალი, 2022. ციტირების თარიღი: 28 თებერვალი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=, |date=, და |archive-date=-ში (დახმარება)
  18. „More than 70 Ukrainian soldiers killed in Russian attack on base near Kharkiv“. The Guardian. 1 მარტი, 2022. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 1 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=, |date=, და |archive-date=-ში (დახმარება)
  19. Jim Heintz; Yuras Karmanau; Mstyslav Chernov (March 3, 2022). „Russian Forces Take Control of Europe's Biggest Nuclear Plant After Shelling It“. Associated Press. Time. დაარქივებულია ორიგინალიდან — მარტი 10, 2022. ციტირების თარიღი: March 4, 2022.
  20. „Okhtyrka town being bombed day and night“. www.ukrinform.net (ინგლისური). ციტირების თარიღი: 11 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  21. „Russians bomb Okhtyrka residential neighbourhood: three killed“. Ukrayinska Pravda (ინგლისური). 14 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 14 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
  22. „Між похоронами, бомбами й весіллями. Як виживає місто-герой Охтирка“. Українська правда (უკრაინული). ციტირების თარიღი: 2022-04-06.
  23. 23.0 23.1 Zengerle, Patricia. „Ukraine's ambassador to U.S. says Russia used a vacuum bomb on Monday“. Reuters. ციტირების თარიღი: 28 თებერვალი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  24. „Oil depot burns after artillery shelling in Okhtyrka, Sumy Oblast. Mayor Pavlo Kuzmenko reported that Russian occupiers dropped a vacuum bomb. This type of weapon is known as the most deadly non-nuclear bomb, producing high-temperature explosions“. The Kyiv Independent. ციტირების თარიღი: 28 თებერვალი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  25. „Ukraine's ambassador to U.S. says Russia used a vacuum bomb on Monday“. National Post (ინგლისური). 28 თებერვალი, 2022. ციტირების თარიღი: 1 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  26. „Chechnya Conflict: Use of Vacuum Bombs by Russian Forces“. Human Rights Watch. ციტირების თარიღი: 1 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  27. „Live Updates / Russia-Ukraine war live updates: Russia investigated for war crimes as peace talks stall“. NBC News. ციტირების თარიღი: 1 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  28. „Ukraine's ambassador to U.S. says Russia used a vacuum bomb on Monday“. National Post. 28 თებერვალი, 2022. ციტირების თარიღი: 1 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  29. Reich, Aaron. „Ukraine's ambassador to the US accused Moscow of using a vacuum bomb in its invasion * Ukrainian President Volodymyr Zelensky said states that commit war crimes shouldn't get a permanent UNSC seat“. The Jerusalem Post. ციტირების თარიღი: 1 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  30. Camille Gijs. „Russia used powerful vacuum bomb on Ukraine, envoy says“. Politico. ციტირების თარიღი: 2 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)