კონოტოპის ბრძოლა
კონოტოპის ბრძოლა | |||||
---|---|---|---|---|---|
ჩრდილო-აღმოსავლეთ უკრაინის კამპანია ნაწილი | |||||
| |||||
თარიღი | 24–25 თებერვალი, 2022 | ||||
მდებარეობა | კონოტოპი, სუმის ოლქი, უკრაინა | ||||
შედეგი |
რუსეთის გამარჯვება | ||||
მხარეები | |||||
| |||||
სამხედრო ნაწილები | |||||
| |||||
დანაკარგები | |||||
| |||||
კონოტოპის ბრძოლა ვიკისაწყობში |
კონოტოპის ბრძოლა — სამხედრო დაპირისპირება რუსეთისა და უკრაინის სამხედრო ძალებს შორის უკრაინის ქალაქ კონოტოპის მიმდებარედ. 2022 წლის რუსეთის უკრაინაში შეჭრის ჩრდილო-აღმოსავლეთ უკრაინის კამპანიის ნაწილი.
ბრძოლა
რედაქტირება24 თებერვალს 3:35 საათზე (UTC+2) ჩრდილო-აღმოსავლეთიდან მოსული რუსული ძალები გარს შემოერტყნენ ქალაქ კონოტოპს და ალყაში მოაქციეს იგი.[5] ქალაქს შეტევისაგან უკრაინული ძალები იცავდნენ. 25 თებერვლის დილას კონოტოპში რუსული ტექნიკა დაწვეს. უკრაინის არმიამ განაცხადა, რომ ქალაქის მოალყე რუსული ძალები ცუდად იყვნენ მომარაგებულები და უკან დაიხიეს.[6][7]
უკრაინის არმიის ცნობით, სამთავრობო ძალებმა ქალაქზე კონტროლი 25 თებერვალს დაკარგეს.[1][8]
შედეგები
რედაქტირება2 მარტს, არტემ სემინიხინმა, კონოტოპის მერმა, განაცხადა, რომ ქალაქში მყოფი რუსული ძალები მას აფრთხილებდნენ, თუ მოსახლეობა წინააღმდეგობას გაწევდა, დაბომბავდნენ ქალაქს.[9] თუმცა, გავრცელებული ვიდეოს მიხედვით, სემინიხინმა ქალაქის მაცხოვრებლებს ამის მაგივრად ჰკითხა, უნდოდათ ბრძოლა თუ დანებება, რის შემდეგაც მოსახლეობამ „უმრავლესობით“ უარი თქვა დანებებაზე.[10][11]
მოგვიანებით, ამავე დღესვე, ქალაქის ხელისუფლებამ რუსულ ძალებთან მოლაპარაკებები დაიწყო, რაც 12 წუთს გაგრძელდა. მიაღწიეს შეთანხმებას, რომლის თანახმადაც რუსული ძალები დათანხმდნენ არ შეეცვალათ ქალაქის მმართველობა, არ განეთავსებინათ ქალაქში ჯარები, არ შეეფერხებინათ ტრანსპორტის გადაადგილება და არ ჩამოეხსნათ უკრაინის დროშები. სანაცვლოდ, ქალაქის ხელმძღვანელობა დათანხმდა, რომ მოსახლეობა არ დაესხმებოდა თავს რუსულ ძალებს.[12]
უკრაინის გენერალური შტაბის 7 მარტის შეფასებით, კონოტოპში მოწინააღმდეგემ 50%-იანი დანაკარგები განიცადა და იძულებული გახდა გადაჯგუფებულიყო და მარაგები შეევსო.[13] 15 მარტს უკრაინული და რუსული მხარეები კონოტოპის მოსახლეობის ევაკუაციისათვის ჰუმანიტარული დერეფნის გახსნაზე შეთანხმდნენ.[14] 28 მარტს რუსებმა კონოტოპში ხიდი დაანგრიეს.[15]
3 აპრილს უმაღლესი რადის დეპუტატმა ოლექსანდრ კაჩურამ ტვიტერში გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსულმა ნაწილებმა მთლიანად დატოვეს კონოტოპის რაიონი.[2] 4 აპრილს სუმის ოლქის გუბერნატორმა დმიტრო ჟიმიცკიმ აღნიშნა, რომ მოწინააღმდეგეს ოლქში არცერთი ქალაქი და სოფელი აღარ ჰქონდა ოკუპირებული და ძირითადად გავიდნენ ამ ტერიტორიიდან, დარჩენილი ნაწილების განდევნაზე კი უკრაინული ძალები მუშაობდნენ.[16]
5 აპრილს ჟივიცკი იტყობინებოდა, რომ კონოტოპის რაიონში სულ მცირე სამი წამებით მოკლული მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი აღმოაჩინეს.[4]
გალერეა
რედაქტირება-
24.02.2022
-
25.02.2022
-
25.02.2022
-
25.02.2022
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Ward, Alexander. „'Almost not possible' for Ukraine to win without West's help, Ukraine official says“. Politico (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 თებერვალი, 2022. ციტირების თარიღი: 26 თებერვალი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|archive-date=
-ში (დახმარება) - ↑ 2.0 2.1 ⚡️Спутник News АТО [SputnikATO]. (3 აპრილი, 2022) ⚡️Конотопский район освобожден от российских оккупантов. Об этом сообщил нардеп Александр Качура. ru. ციტირების თარიღი: 7 აპრილი, 2022
- ↑ 3.0 3.1 Скакун, Сергей (26 თებერვალი, 2022). „На Сумщині за день близько сотні поранених, 4 – загиблих“. Данкор онлайн | Сумской информационный портал (უკრაინული). დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 თებერვალი, 2022. ციტირების თარიღი: 3 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
,|date=
, და|archive-date=
-ში (დახმარება) - ↑ 4.0 4.1 „Zelenskiy says now is the ‘crucial moment’ for western leaders to impose further sanctions – as it happened“. the Guardian (ინგლისური). 6 აპრილი, 2022. ციტირების თარიღი: 24 აპრილი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ „The city of Konotop in Sumy Oblast is under siege now, Russian military convoys are moving west towards Kyiv“. РБК-Украина (უკრაინული). 25 თებერვალი, 2022. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 თებერვალი, 2022. ციტირების თარიღი: 25 თებერვალი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
,|date=
, და|archive-date=
-ში (დახმარება) - ↑ „Конотоп залишається під контролем України + ВІДЕО“. Голос Конотопа (uj). ციტირების თარიღი: 6 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
-ში (დახმარება) - ↑ „Russian troops stop near northeast city of Konotop -Ukraine's land forces“ (ინგლისური). ციტირების თარიღი: 25 თებერვალი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
-ში (დახმარება) - ↑ „Ukraine war news from February 25: Kyiv suburbs breached, Russian forces face resistance, Zelensky warns Russia will 'storm' capital“. Financial Times (ინგლისური). 26 თებერვალი, 2022. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 თებერვალი, 2022. ციტირების თარიღი: 26 თებერვალი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
,|date=
, და|archive-date=
-ში (დახმარება) - ↑ „As Russian invaders demand that Konotop surrender, mayor explicitly defies threats“. www.ukrinform.net (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 2 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|archive-date=
-ში (დახმარება) - ↑ ВАЛЕРІЯ ПОЛІЩУК. „Мер Конотопа: місту поставили ультиматум – за опір накриють артилерією“. RBC Ukraine (უკრაინული). დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 25 თებერვალი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|archive-date=
-ში (დახმარება) - ↑ Khavin, Dmitriy; Botti, David; Tiefenthäler, Ainara (2 მარტი, 2022). „Mayor in Ukraine asks his city’s residents whether they wish to fight or surrender“. The New York Times (ინგლისური). ISSN 0362-4331. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 2 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
,|date=
, და|archive-date=
-ში (დახმარება) - ↑ НАТАЛІЯ ГУРКОВСЬКА. „Бої на Сумщині – влада Конотопа провела переговори з окупантами після ультиматуму“. RBC Ukraine (უკრაინული). ციტირების თარიღი: 25 თებერვალი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
-ში (დახმარება) - ↑ RUSSIAN OFFENSIVE CAMPAIGN ASSESSMENT, MARCH 7. Institute for the Study of War. ციტირების თარიღი: 8 აპრილი, 2022
- ↑ RUSSIAN OFFENSIVE CAMPAIGN ASSESSMENT, MARCH 15. Institute for the Study of War. ციტირების თარიღი: 8 აპრილი, 2022
- ↑ RUSSIAN OFFENSIVE CAMPAIGN ASSESSMENT, MARCH 28. Institute for the Study of War. ციტირების თარიღი: 8 აპრილი, 2022
- ↑ „Russian troops no longer hold any settlements in Ukraine's Sumy region, says governor“. National Post (ინგლისური). 4 აპრილი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|date=
-ში (დახმარება)