ჩისუმულუ
ჩისუმულუ (ინგლ. Chizumulu Island) — ნიასის (მალავის) ტბაში ორი დასახლებული კუნძულიდან ყველაზე პატარა, მოზამბიკის სანაპიროსთან სიახლოვეს. წარმოადგენს მალავის ექსკლავს ლიკომის რაიონის შემადგენლობაში მყოფ მეორე დასახლებულ კუნძულ-ექსკლავ — ლიკომასთან ერთად.
მშობ. სახელი: ინგლ. Chizumulu Island | |
---|---|
მარცხნივ კუნძული ჩისუმულუ, მარჯვნივ ლიკომა | |
გეოგრაფია | |
მდებარეობა | ნიასის ტბა |
კოორდინატები | 12°01′21″ ს. გ. 34°37′21″ ა. გ. / 12.02250° ს. გ. 34.62250° ა. გ. |
ფართობი | 3 კმ² |
სიგრძე | 4,5 კმ |
სიგანე | 2,4 კმ |
უმაღლესი წერტილი | 638 მ |
მალავი | |
რეგიონი | მალავის ჩრდილოეთი რეგიონი |
რაიონი | ლიკომის რაიონი |
დემოგრაფია | |
მოსახლეობა | 3000 ად. (2009) |
სიმჭიდროვე | 1000,00 ად. /კმ² |
გეოგრაფია
რედაქტირებაკუნძული მდებარეობს 18 კმ-ში მოზამბიკის სანაპიროდან, 10 კმ-ში მეორე ექსკლავ — ლიკომის კუნძულიდან, 48 კმ-ში მალავის სანაპიროდან, მაგრამ მალავის უახლოეს პორტ — ნხატა ბაიდან — უკვე 56 კმ-ია. კუნძულს აქვს წაგრძელებული ფორმა და დიდ მთას წარმოადგენს, რომელიც ტბიდან ამოწეულია ორი ამონაშვერით სამხრეთის და ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით. კუნძულის სიგრძეა — 4,5 კმ, სიგანე ყველაზე უფრო ვიწრო ადგილას — დაახლოებით 100 მეტრი. ყველაზე მაღალი წერტილია — ჩინგოჰის (ჩინგოლე) მთა (ზღვის დონიდან 638 მეტრი). ჩისუმულუს ახლოს მდებარეობს კიდევ რამდენიმე მომცრო კუნძული, როგორებიცაა კუნძული მაჩილი, კუნძული მემბე და ცალკე მდგომი კლდეების დიდი რაოდენობა. ჩრდილოეთ უბეს ჰქვია მკანილა, აღმოსავლეთისას — სამე, დასავლეთისას — ჩიტუპე. მკანილას და სამეს უბეებში მოქმედებს გემების სადგომი ადგილები.
კუნძულის ბორცვების ზედა ნაწილი უკავია ტყეებს, რომლებიც ძირითადად ბაობაბებისგან შედგება. ქვედა ნაწილი გამოიყენება სოფლის მეურნეობის საჭიროებისთვის, უპირველეს ყოვლისა მანიჰოტის დასათესად.
კუნძულის ფართობია — 3 კმ², საერთო ფართობი შიდა წყლებთან ერთად — 101,4 კმ².[1]
ისტორია
რედაქტირებაკუნძულის კოლონიზაციას საფუძველი ჩაუყარა დეივიდ ლივინგსტონმა, რომელიც იქ გადაჯდა 1877 წელს.[2] ზუსტად მისი გავლენით მოგვიანებით ლიკომის და ჩისუმულუს კუნძულებზე ჩავიდა ანგლიკანური მისია.
ექსკლავის შექმნის მიზეზები
რედაქტირებათავისი განსაკუთრებული მდგომარეობის მიზეზია XIX საუკუნის ბოლო — XX საუკუნის დასაწყისში კუნძულებზე ანგლიკანური მისიონერების ჩასვლა, რომლებმაც ლიკომის კუნძული რეგიონში საკუთარ შტაბ-ბინად აირჩიეს. როდესაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ინგლისელები თანხმდებოდნენ ნიასის ტბის სტატუსზე, ისინი ჯერ ითხოვდნენ საზღვარი გავლებულიყო ნიასის ტბის პორტუგალიის მოზამბიკის სანაპიროზე, მაგრამ მოგვიანებით (1954 წელს), საზღვარი გაატარეს ტბის შუაში, მაგრამ ლიკომის და ჩისუმულუს კუნძულები დატოვეს ნიასალენდის შემადგენლობაში, რის გამოც შეიქმნა ორი ექსკლავი.[3]
მოსახლეობა
რედაქტირება2009 წლის მონაცემებით კუნძულზე ცხოვრობდა დაახლოებით 3000 ადამიანი[4], რომლებიც წარმოადგენენ სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფებს. მოსახლეობის უმრავლესობა ლაპარაკობს ტონგა, მაგრამ ასევე გამოიყენება ჩიჩევაც[5][6]. 1980 წელს მოსახლეობის 99 % მიეკუთვნებოდა ანგლიკანურ ეკლესიას, თუმცა დღეისათვის კუნძულზე მოქმედებენ სხვა კონფესიებიც[6][7].
მოსახლეობის უმრავლესობა დაკავებულია მეთევზეობით, რადგანაც თითქმის ყველა სხვა საკვები საშუალებები კუნძულზე შემოაქვთ. გამონაკლისს შეადგენს მხოლოდ მანიჰოტის მცირე მინდვრები. სხვა სამუშაოები კუნძულზე არ არსებობს, ეკონომიკის ტურისტული მიმართულება იმყოფება ჩანასახობრივ მდგომარეობაში, მეზობელი კუნძულისგან განსხვავებით. ელექტრომომარაგება არ არის მუდმივი: 6 საათიდან 12 საათამდე და 14 საათიდან 22 საათამდე, როგორც ლიკომის კუნძულზე. ავტოგზები კუნძულზე არ არსებობს, თუმცა მთელი სანაპიროს გასწვრივ გაყვანილია ფეხით სასიარულო ბილიკები.
ტრანსპორტი
რედაქტირებაკუნძულამდე მიღწევა, მისი მეზობელი კუნძულისგან განსხვავებით, შესაძლებელია მხოლოდ წყლის ტრანსპორტით:
- ან ორთქლმავალ MV Ilala-ს დახმარებით, რომელიც ტბის გასწვრივ დაცურავს და ჩერდება სანაპიროს ყველა ასე თუ ისე დიდ დასახლებულ პუნქტებთან და კუნძულის ნაპირს ადგება კვირაში ორჯერ,
- ან სრუტის გავლით ლიკომის კუნძულიდან პატარა ნავებით, დაუების ჩათვლით, რომლებიც ორივე კუნძულზე საკმაოდ ბევრია.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Travel blog entry დაარქივებული 2007-10-13 საიტზე Wayback Machine.
- Phots at world-traveller.org დაარქივებული 2008-07-01 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Jan S. Krogh’s Geosite: Likoma & Chisumula Islands (Malawi)
- ↑ TrekEarth
- ↑ Mayall, James (1973). „The Malawi-Tanzania Boundary Dispute“. The Journal of Modern African Studies. 11 (4): 611–628.
- ↑ Ermittelt nach Angaben aus: National Statistic Office, Zomba: Population and Housing Census; September 2008. Stéphane Helleringer u. a.: The Likoma Network Study: Context, data collection, and initial results; in: Demographic Research, 21, Artikel 15, S. 427—468; Max Planck Institute for Demographic Research; Rostock, 9. Oktober 2009.
- ↑ Barnes, Herbert and Woodward, M. E. (1902). Nyanja-English Vocabulary. Society for Promoting Christian Knowledge, გვ. vi.
- ↑ 6.0 6.1 L. C. Tchoka: Get to know Chizumulu Island; NAO Newsletter, Band 1, Heft 3; National Audit Office, Lilongwe, Oktober/November 2006.
- ↑ District Education Plan (DEP) 2008/09-2001/11; Likoma District Assembly, Likoma; Dezember 2007.