მაია ჩიბურდანიძე
მაია ჩიბურდანიძე (დ. 17 იანვარი, 1961, ქუთაისი) — ქართველი მოჭადრაკე, დიდოსტატი (1984). მსოფლიოს მეშვიდე მსოფლიო ჩემპიონი. საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1978). თბილისის საპატიო მოქალაქე (2011).
მაია ჩიბურდაიძე 1984 წელს სალონიკში | |
ქვეყანა (სპორტი) |
სსრკ საქართველო |
---|---|
ეროვნება | ქართველი |
დაბადების თარიღი | 17 იანვარი, 1961 |
დაბადების ადგილი | ქუთაისი, საქართველოს სსრ |
წოდება | საერთაშორისო დიდოსტატი (1984) |
ფიდე რეიტინგი | 2500 (სექტემბერი, 2014) |
მაქსიმალური რეიტინგი | 2560 (იანვარი, 1988) |
ჯილდოები და პრემიები | შრომის წითელი დროშის ორდენი, სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი, ვახტანგ გორგასლის ორდენი და ხალხთა მეგობრობის ორდენი |
ჩიბურდანიძე მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონია ქალთა შორის (1978-1991), ჭადრაკის დედოფლობის ხანგრძლივობით მესამე იყო 14 წლით, ჩამორჩება რა მხოლოდ პირველ ქალთა ჩემპიონს ვერა მენჩიკს, რომელიც ჩემპიონი 18 წლის განმავლობაში იყო (1927-44) და ნონა გაფრინდაშვილს (16 წელი).
ბიოგრაფია
რედაქტირებამაია ჩიბურდანიძე დაიბადა ქუთაისში; მან ჭადრაკის თამაში 8 წლის ასაკიდან დაიწყო. მისი დებიუტი ბრასოვის ქალთა საერთაშორისო ტურნირზე გაიმართა 1974 წელს, 13 წლის ასაკში. 1976 წელს საბჭოთა კავშირის გოგონათა ჩემპიონატში გაიმარჯვა. 1977 წელს მას საერთაშორისო ქალთა გროსმაისტერის ტიტული მიენიჭა.
1978 წელს ჩიბურდანიძემ მოქმედი ჩემპიონის, ნონა გაფრინდაშვილის წინააღმდეგ ითამაშა. ჩიბურდანიძემ მსოფლიო ჩემპიონი დაამარცხა ანგარიშით 8½-6½. ჩიბურდანიძე მსოფლიოს ჩემპიონი გახდა 17 წლის ასაკში და ის ყველაზე ახალგაზრდა ქალი იყო, რომელმაც ეს ტიტული მოიპოვა 2011 წლამდე, როცა ჩინელმა ხოუ იფანიმ 16 წლის ასაკში მოიგო ეს ტიტული. მან ტიტული შემდგომ ოთხ ჩემპიონატში შეინარჩუნა. 1981 წელს ბათუმში პაექრობა ნანა ალექსანდრიასთან ყაიმით 8-8 დასრულდა, თუმცა ჩიბურდანიძემ ტიტული მაინც შეინარჩუნა. სამი წლის შემდეგ ვოლგოგრადში მან დაამარცხა ირინა ლევიტინა 8-5. შემდეგი მოწინააღმდეგე იყო ელენა ახმილოვსკაია 1986 წელს, რომელთან მატჩში სოფიაში ჩიბურდანიძემ გაიმარჯვა 8½-5½. 1988 წელს მცირე უპირატესობით დაამარცხა ნანა იოსელიანი თელავში 8½-7½.
1991 წლის თებერვალში ჩიბურდანიძემ მოულოდნელად დათმო გვირგვინი ჩინელ მოთამაშესთან სიე ძიუნთან მანილაში 8½-6½. ჩიბურდანიძის დედოფლობა ხანგრძლივობით მესამე იყო 14 წლით, ჩამორჩება რა მხოლოდ პირველ ქალთა ჩემპიონს ვერა მენჩიკს, რომელიც ჩემპიონი 18 წლის განმავლობაში იყო (1927-44) და გაფრინდაშვილს (16 წელი).
ჩიბურდანიძის ფიდეს რეიტინგი 2009 წლის 1 იანვრისათვის იყო 2516, რაც მას მსოფლიოს ქალ მოთამაშეთა შორის მე-9 ადგილს აკუთვნებს. არის ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენის კავალერი.
ტურნირები
რედაქტირებამსოფლიოს პირველობაზე ბრძოლაში ჩაერთო 1976 წლიდან:
- 1975 ზონალური ტურნირი (სსრ კავშირის XXXV ჩემპიონატი) - VII-XI (საკანდიდატო სიით მაია დაუშვეს საზონათშორისო ტურნირში)
- 1976 საზონათშორისო ტურნირი - II-III
- 1977 პრეტენდენტთა მეოთხედფინალური მატჩი: მაია ჩიბურდანიძე - ნანა ალექსანდრია 5,5-4,5 (+3=5-2)
- 1977 პრეტენდენტთა ნახევარფინალური მატჩი: მაია ჩიბურდანიძე - ელენა ახმილოვსკაია 6,5-5,5 (+4=5-3)
- 1978 პრეტენდენტთა ფინალური მატჩი: მაია ჩიბურდანიძე- ალა კუშნირი 7,5-6,5 (+5=5-4)
- 1978 მატჩი მსოფლიოს პირველობაზე: მაია ჩიბურდანიძე - ნონა გაფრინდაშვილი 8,5-6,5 (+4=9-2)
- 1981 მატჩი მსოფლიოს პირველობაზე: მაია ჩიბურდანიძე - ნანა ალექსანდრია 8-8 (+4=8-4)
- 1984 მატჩი მსოფლიოს პირველობაზე: მაია ჩიბურდანიძე - ირინა ლევიტინა 8,5-5,5 (+5=7-2)
- 1986 მატჩი მსოფლიოს პირველობაზე: მაია ჩიბურდანიძე - ელენა ახმილოვსკაია 8.5-5.5 (+4=9-1)
- 1988 მატჩი მსოფლიოს პირველობაზე: მაია - ჩიბურდანიძე - ნანა იოსელინი 8,5-7,5 (+3=11-2)
- 1991 მატჩი მსოფლიოს პირველობაზე: მაია ჩიბურდანიძე - სიე ძიუნი 6,5-8,5 (+2=9-4)
- 1992 პრეტენდენტთა ტურნირი - II-III (მესამე ადგილი უარესი კოეფიციენტების გამო)
- 1994 პრეტენდენტთა ტურნირი - I-II
- 1995 პრეტენდენტთა ფინალური მატჩი: მაია ჩიბურდანიძე - ჟუჟა პოლგარი 1,5-5,5 (+0=3-4)
მომდევნო წლებში მსოფლიოს ჩემპიონატები იმართებოდა ე.წ. ნოკაუტ-სისტემით. მაია, რომელიც ამ დროისათვის პრაქტიკულად აღარ თამაშობდა, რამდენიმეჯერ მივიდა ნახევარფინალამდე, მაგრამ გამარჯვება ვერ შეძლო.
ოლიმპიადები
რედაქტირებამაია 15-ჯერ მონაწილეობდა (ქალთა შორის საუკეთესო მაჩვენებელი) ქალთა საჭადრაკო ოლიმპიადებში. აქედან 7-ჯერ იგი იცავდა სსრ კავშირის (1978-1990), ხოლო 8-ჯერ - საქართველოს (1992-2004, 2008) ნაკრების ღირსებას.
ჩიბურდანიძე 9-გზის ოლიმპიური ჩემპიონი და 3-გზის ვიცე-ჩემპიონია. ერთხელ გუნდთნ ერთად დაეუფლა ბრინჯაოს მედალს. ინდივიდუალურად მაია ყოველთვის პირველ დაფაზე თამაშობდა და 4-ჯერ მოიგო მცირე ოქროს მედალი პირველ დაფაზე გამარჯვებისათვის. სულ მაიამ ოლიმპიადებზე 167 პარტიიდან 125,5 ქულას მოუყარა თავი (+89=73-5).
მაია ევროპის ჩემპიონი (1997) და ვიცე-ჩემპიონია (2005)
მაია წარმატებით თამაშობდა სხვა საერთაშორისო ტურნირებშიც:
- 1974 ბრაშოვი - I
- 1975 თბილისი - I-II
- 1978 ბუდაპეშტი - I
- 1979 ბელგრადი - II
- 1979 ბად-კისინგენი - I
- 1983 ბელგრადი - II-III
- 1983 სმედერევსკა-პალანკა -I
- 1984 თბილისი - III
- 1986 იაიცე - III
- 1992 ბელგრადი - I
არა ნაკლებ წარმატებით გამოდიოდა მაია ვაჟთა ტურნირებშიც:
- 1980 საქართველოს ჩემპიონატი - II
- 1980 საკავშირო შესარჩევი ტურნირი - II (მოიპოვა უფლება ეთამაშა ვაჟთა საკავშირო ჩემპიონატის პირველ ლიგაში)
- 1979 ბარსელონა - I
- 1983 დორტმუნდი - IV
- 1984 ათენი - II-IV
- 1984 ნიუ დელი -I
- 1985 ბანია-ლუკა - I
- 1986/1987 ჰასტინგსი - V -VI
- 1986 მატჩი პ. პოპოვიჩთან 4-4 (+1=6-1)
- 1987 ბილბაო - I
- 1987 ბრიუსელი მატჩი ქალბატონები სენიორების წინააღმდეგ - II (4,5 ქულა 8-დან)
- 1991 თბილისი - III
- 1992 ბელგრადი - I
- 1993 ვენა - I
- 1995 ლიპსტადი - I
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
რედაქტირება- 2011 - თბილისის საპატიო მოქალაქე
- 2008 - მსოფლიოს ქალთა საჭადრაკო ოლიმპიადის ჩემპიონი
- 2001 - ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი
- 1996 - მსოფლიოს ქალთა საჭადრაკო ოლიმპიადის ჩემპიონი
- 1994 - მსოფლიოს ქალთა საჭადრაკო ოლიმპიადის ჩემპიონი
- 1994 - ღირსების ორდენი
- 1994 - ხალხთა მეგობრობის ორდენი
- 1994 - შრომის წითელი დროშის ორდენი
- 1992 - მსოფლიოს ქალთა საჭადრაკო ოლიმპიადის ჩემპიონი
- 1988 - მსოფლიო ჩემპიონი ქალთა შორის
- 1987 - საჭადრაკო „ოსკარის“ მფლობელი
- 1986 - საქართველოს ლენინური კომკავშირის პრემია
- 1986 - მსოფლიო ჩემპიონი ქალთა შორის
- 1986 - მსოფლიოს ქალთა XI საჭადრაკო ოლიმპიადის ჩემპიონი
- 1986 - საჭადრაკო „ოსკარის“ მფლობელი
- 1985 - საჭადრაკო „ოსკარის“ მფლობელი
- 1984 - საჭადრაკო „ოსკარის“ მფლობელი
- 1984 - მსოფლიო ჩემპიონი ქალთა შორის
- 1984 - მსოფლიოს ქალთა X საჭადრაკო ოლიმპიადის ჩემპიონი
- 1981 - მსოფლიო ჩემპიონი ქალთა შორის
- 1981 - მსოფლიოს ქალთა IX საჭადრაკო ოლიმპიადის ჩემპიონი
- 1978 - საერთაშორისო სპორტის ოსტატი (ვაჟთა შორის)
- 1978 - საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატი (ვაჟთა შორის)
- 1978 - მსოფლიოს ქალთა VIII საჭადრაკო ოლიმპიადის ჩემპიონი
- 1978 - მსოფლიო ჩემპიონი ქალთა შორის
- 1978 - საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენი
- 1974 - საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატი (ქალთა შორის)
- 1974 - საერთაშორისო სპორტის ოსტატი (ქალთა შორის)
ფაქტები
რედაქტირებასაქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებული ფიზიკური კულტურისა და სპორტის კომიტეტის კოლეგიამ თავის სხდომაზე დაამტკიცა რესპუბლიკის საუკეთესო სპორტსმენთა ათეული 1976 წლის შედეგების მიხედვით, სადაც მაია ჩიბურდანიძე ქალთა შორის მსოფლიო პირველობის პრედენდენტთა მატჩებში მონაწილეობის უფლების მოპოვებისთვის 1976 წლის საქართველოს მეათე საუკეთესო სპორტსმენად დასახელდა.[1]
1982 წელს გამომცემლობა „ნაკადულმა“ გამოუშვა თენგიზ გიორგაძის წიგნი „და კვლავ მაია!“, რომელიც ქალთა მსოფლიო პირველობაზე მაია ჩიბურდანიძესა და ნანა ალექსანდრიას შორის გამართულ მატჩს ეძღვნება.[2]
1982 წლის 12 დეკემბერს საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმში ჯილდოები გადაეცათ ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონს მაია ჩიბურდანიძესა და ვიცე-ჩემპიონს ნანა ალექსანდრიას. მაია ჩიბურდანიძე დაჯილდოვდა ხალხთა მეგობრობის ორდენით, ნანა ალექსანდრია — საპატიო ნიშნის ორდენით. მოჭადრაკეებს ჯილდოები გადასცა საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარემ პავლე გილაშვილმა.[3]
1983 წლის დეკემბერში საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ფედერაციამ წინასაახალწლო ტრადიციული გამოკითხვის შედეგების მიხედვით დაადგინა საქართველოს 1983 წლის 10 საუკეთესო სპორტსმენი. საქართველოს № 4 სპორტსმენად (98 ქულა) დასახელდა მაია ჩიბურდანიძე („დინამო“, მწვრთნელი ე. გუფელდი)[4]
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- ბერიშვილი, ელგუჯა., ქართული სპორტის ოქროს წიგნი, თბ.: პალიტრა L, 2013. — გვ. 315. 371 გვ.
- გიორგაძე, თენგიზ., მეოთხედი საუკუნე ჭადრაკის დედოფლის ტახტზე : ნონა გაფრინდაშვილი და მაია ჩიბურდანიძე, თბ.: საქ. სსრ საზ-ბა „ცოდნა“, 1987.
- გიორგაძე, თენგიზ., დედოფალი ულოცავს დედოფალს, თბ.: ნაკადული, 1979.
- გიორგაძე, თენგიზ., „და კვლავ მაია!“, თბ.: ნაკადული, 1982. 134 გვ
პერიოდიკა
რედაქტირება- გიორგაძე, თ., მაია ჩიბურდანიძე პრეტენდენტია // „ლელო“, 4 მარტი, 1978, № 45 (6110), გვ. 3.
- ბუენოს-აირესში, ოლიმპიადაზე... // „ლელო“, 26 ნოემბერი, 1978, № 231 (6286), გვ. 3.
- ახალი მწვერვალებისაკენ! // „ლელო“, 31 დეკემბერი, 1978, № 256 (6311), გვ. 1.
- გიორგაძე, თ., მაიას ბედნიერი ღიმილი // „ლელო“, 20 თებერვალი, 1980, № 35 (6596), გვ. 1.
- გიორგაძე, თ. უშეღავათო ორთაბრძოლა // „ლელო“, 31 ოქტომბერი, 1981, № 209 (7020), გვ. 4.
- მაღალი ჯილდოები მოჭადრაკე ქალებს // „ლელო“, 13 დეკემბერი, 1981, № 238 (7049), გვ. 1.
- რესპუბლიკაში საუკეთესონი // „ლელო“, 31 დეკემბერი, 1981, № 250 (7061), გვ. 1.
- შეხვედრა ჭადრაკის დედოფალთან // „ლელო“, 26 დეკემბერი, 1984, № 247 (7808), გვ. 1.
- გიორგაძე, თ. მაია ჩიბურდანიძე — ოთხგზის მსოფლიო ჩემპიონი // „ლელო“, 18 ოქტომბერი, 1986, № 200 (2361), გვ. 1.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- მაია ჩიბურდანიძე — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- მაია ჩიბურდანიძე — ბიოგრაფიული ლექსიკონი
- მაია ჩიბურდანიძე — ფიდეს ჩანაწერი (ინგლისური)
- მაია ჩიბურდანიძე — თამაშების არქივი Chessgames.com-ზე (ინგლისური)
- მაია ჩიბურდანიძე — ქართული სპორტი
სქოლიო
რედაქტირება- ↑ საუკეთესონი // „ლელო“, 31 დეკემბერი, 1976, № 259 (5809), გვ. 1.
- ↑ რიგით მეშვიდე // „ლელო“, 15 სექტემბერი, 1982, № 178 (7239), გვ. 4.
- ↑ „ლელო“, 13 დეკემბერი, 1981, № 238 (7049), გვ. 1.
- ↑ 10 საუკეთესო // „ლელო“, 31 დეკემბერი, 1983, № 250 (7561), გვ. 1.
წინამორბედი: ნონა გაფრინდაშვილი |
ქალთა მსოფლიო ჩემპიონი ჭადრაკში 1978–1991 |
შემდეგი: სიე ძიუნი |