შეიმას ჰინი
შეიმას ჯასტინ ჰინი (ინგლ. Seamus Justin Heaney; დ. 13 აპრილი, 1939 — გ. 30 აგვისტო, 2013) — ირლანდიელი პოეტი, დრამატურგი და მთარგმნელი. 1995 წელს გახდა ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში.[47][48] მის ცნობილ მხატვრულ ნამუშევრებს შორისაა თავისი პირველი გამოქვეყნებული ტომი „ნატურალისტის სიკვდილი“, რომელიც მოიცავს პოემების კოლექციას. აღიარებული იქნა, პოეზიაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანის გამო. ამერიკელი პოეტი რობერტ ლოუილი, მას აღწერს როგორც, „ყველაზე მნიშვნელოვანი ირანელი პოეტი, უილიამ იეიტსის შემდეგ“. ბევრმა მათგანმა, მათ შორის აკადემიკოსმა ჯონ სატერლენდიმ ჰინი დაახასიათა როგორც, „ჩვენი დროის უდიდესი პოეტი“. ამერიკელმა პოეტმა, ესეისტმა და მთარგმნელმა რობერტ პინსკიმ შეიმას ჰინის შესახებ განაცხადა რომ „ჰინი შესანიშნავ თვალთან და ყურთან ერთად, დასაჩუქრებულია ისტორიის მოყოლის ნიჭით“. 2013 წელს, ჰინის გარდაცვალების შემდეგ, ახალი ამბების ბრიტანულმა გამოცემამ, „The Independent“-მა ჰინის შესახებ თქვა: „ალბათ ყველაზე ცნობილი პოეტი მთელს დედამიწაზე“. [49]
დაიბადა ქალაქგარეთ, ჩრდილოეთ ირლანდიაში. ადრეულ 1960-იან წლებში, მას შემდეგ რაც, „ბელფასტის დედოფლის უნივერსიტეტი“ დაამთავრა და დაიწყო თავისი პოეტური ნაშრომების გამოქვეყნება, ჩრდილოეთ ირლანდიის უდიდეს ქალაქში, ბელფასტში, „ჯოზეფის კოლეჯში“ კითხულობდა ლექციებს. 1976 წლიდან გარდაცვალებამდე, ცხოვრობდა დუბლინში.[50] 1981 წლიდან 2006 წლამდე ასევე ცხოვრობდა ამერიკის შეერთებულ შტატებში.
1981 წლიდან, 1997 წლამდე იყო ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი, ხოლო 1988 წლიდან 2006 წლამდე, რეზიდენციაში მისი პოეტი. 1989 წლიდან 1994 წლამდე, იგი ასევე იყო ოქსფორდის უნივერსიტეტის პოეზიის ფაკულტეტის პროფესორი. სხვა ნომინაციებთან ერთად, მას აღებული აქვს „ჯეფრი ფაბერის მემორიალური პრემია“ (1968), „ე.მ ფორსტერის ნომინაცია“ (1975), „პოეზიის ოქროს გვირგვინი“ (2001), „ტ. ს ელიოტის პრიზი“ (2006), 1996 წელსა და 1999 წელს „Costa წიგნის პრიზი“. მის ლიტერატურულ გამოცემებს ფლობს „ირლანდიის ეროვნული ბიბლიოთეკა“.
ადრინდელი ცხოვრება
რედაქტირებაშეიმას ჰინი დაიბადა 1939 წლის 13 აპრილს, ფერმერების ოჯახში, ჩრდილოეთ ირლანდიის ორ სოფელს, „ქასთლდოუსონის“ და „თუმბრიჯს“ შორის.[51] მამამისი პატრიკ ჰინი (გ. ოტომბერი, 1986)[52] ფერმერი იყო, თუმცა მის მთავარ ვალდებულებას პირუტყვების გაყიდვა წარმოადგენდა.
ჰინის დედა მარგარეტ მაკკენი, (1911-1984)[53] მაკკენების ამ თაობის მეცხრე შვილია.[54] მისი ბიძიები და სხვა ნათესავები დასაქმებულები იყვნენ ადგილობრივ თეთრეულის ქარხანაში. მისი ბიცოლა მოსამსახურედ მუშაობდა ქარხნის მეპატრონის ოჯახში.
ჰინი დადიოდა ანაჰორიშის დაწყებით სკოლაში. 12 წლის ასაკში მან სტიპენდია აიღო და სწავლის გაგრძელება ჩრდილოეთ ირლანდიის ქალაქ დერის, კათოლიკურ სკოლაში „კოლუმბიის კოლეჯში“ შესთავაზეს. როდესაც ჰინი კოლეჯში სწავლობდა, მისი ძმა ქრისტოფერი საგზაო უბედური შემთხვევით გარდაიცვალა. პოემები „Mid-Term Break“ და „The Blackbird of Glanmore“ დაკავშირებულია თავისი ძმის გარდაცვალებასთან.[55]
კარიერა
რედაქტირება1957 წელს, „ბელფასტის დედოფლის უნივერსიტეტში“ ინგლისური ენის და ლიტერატურის შესასწავლად ბელფასტში გაემგზავრა. იქ ყოფნისას მან იპოვა ინგლისელიი პოეტის, ტედ ჰიუზის „Lupercal“-ის ასლი, რომელმაც მას პოეტობისკენ უბიძგა. კოლეჯი 1961 წელს დაამთავრა, და მიენიჭა პირველი კლასის ხარისხი.
ბელფასტის წმინდა ჯოზეფის მასწავლებელთა მომზადების კოლეჯში სწავლების დროს (ახლა ის გაერთიანებულია ქალაქ მერის უნივერსიტეტის კოლეჯში), ჰინი გაემგზავრა დასავლეთ ბელფასტის წმინდა თომას საშუალო სკოლაში. სკოლის დირექტორი ირანელი მწერალი მაიკლ მაკკლავერტი იყო, რომელმაც ჰინი ირანელ პოეტს, პატრიკ კავანაჰს წარუდგინა.[56][57] მაკკლავერტის მენტორობით, 1962 წელს მან თავისი პირველი პოეტური ნამუშევრების გამოქვეყნება დაიწყო. ჰინიმ პოემა „Fosterage“, რომელიც „ჩრდილოეთი“-ის პოემების კოლექციიდან ერთ-ერთია, პატრიკ კავანაჰს მიუძღვნა.[58]
1966 წელს, დამოუკიდებელმა გამომცემლობამ, „Faber and Faber“-მა გამოაქვეყნა ჰინის პირველი პოემების კრებული, სახელწოდებით „ნატურალისტის სიკვდილი“, რომელმაც სხვა ჯილდოებთან ერთად ჯეფრი ფაბერის პრიზიც მოიგო. 1966 წელს „ბელფასტის დედოფლის უნივერსიტეტში“ დაინიშნა თანემდროვე ინგლისური ლიტერატურის ლექტორად. ამის შემდეგ მისი ვაჟი, მაიკლი დაიბადა, 1968 წელს კი მეორე ვაჟი, ქრისტოფერი. 1969 წელს გამოაქვეყნდა მისი რიგით მეორე პოეტური კრებული „კარი სიბნელეში“.[59]
კალიფორნიის უნივერსიტეტში (ბერკლი) მოწვეული ლექტორის თანამდებობის დაკავების შემდეგ, 1971 წელს, ჰინი ბელფასტში, „დედოფლის უნივერსიტეტში“ დაბრუნდა. თუმცა, 1972 წელს უნივერსიტეტში ლექციების კითხვა შეწყვიტა და ირლანდიის პატარა ქალაქში, უიკლოუში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც იგი მთელს დროს წერას უთმობდა. 1972 წელს, მან გამოაქვეყნა რიგით მესამე პოეტური კრებული, სახელწოდებით — „ზამთრის გარეთ“. ხოლო 1975 წელს პოემების კრებული „ჩრდილოეთი“,[60] კოლექცია დაყოფილია ორ ნაწილად, რომელთაგან პირველი უფრო სიმბოლურია, ეხება ისეთ თემებს, როგორებიცაა: ანტეოსის ბერძნული მითი, ვიკინგები და სხვა. მეორე ნაწილში ძირითადად მოცემულია ლექსები, რომლებიც კონკრეტულად ეხება ჩრდილოეთ ირლანდიაში განვლილ ცხოვრებას, ლექსებს შორისაა მაიკლ მაკლავერტისა და სემიუს დენისათვის მიძღვნილი ლექსებიც.
მისი რიგით მეხუთე პოეტური კრებული „საველე სამუშაო“ 1979 წელს გამოქვეყნდა. 1981 წელს გაემგზავრა ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც ჰარვარდის უნივერსიტეტში 1997 წლამდე კითხულობდა ლექციებს.
1984 წლის შემოდგომას, მისი დედა მარგარეტი გარდაიცვალა.
1989 წლიდან 1994 წლამდე, იგი ასევე იყო ოქსფორდის უნივერსიტეტის პოეზიის ფაკულტეტის პროფესორი. 1991 წელს მან მეცხრე პოეტური კრებული გამოაქვეყნა, სახელწოდებით „ნივთების დანახვა“.
პოეზია: მთავარი კრებულები
რედაქტირება- 1966: ნატურალისტის სიკვდილი, Faber & Faber
- 1969: კარი სიბნელეში, Faber & Faber
- 1972: ზამთრის გარეთ, Faber & Faber
- 1975: ჩრდილოეთი, Faber & Faber
- 1979: საველე სამუშაო, Faber & Faber
- 1984: სადგურის კუნძული, Faber & Faber
- 1987: ჰოკის ფარანი, Faber & Faber
- 1991: ნივთების დანახვა, Faber & Faber
- 1996: სულის დონე, Faber & Faber
- 2001: ელექტრო შოკი, Faber & Faber
- 2006: უბანი და წრე, Faber & Faber
- 2010: ადამიანის ჯაჭვი, Faber & Faber
სქოლიო
რედაქტირება- ↑ NNDB — 2002.
- ↑ 2.0 2.1 2.2 Deutsche Nationalbibliothek Record #118547410 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ 4.0 4.1 SNAC — 2010.
- ↑ 5.0 5.1 ბროდვეის ინტერნეტ მონაცემთა ბაზა — 2000.
- ↑ 6.0 6.1 Find a Grave — 1996.
- ↑ 7.0 7.1 Internet Speculative Fiction Database — 1995.
- ↑ 8.0 8.1 Discogs — 2000.
- ↑ 9.0 9.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ 10.0 10.1 Store norske leksikon — 1978. — ISSN 2464-1480
- ↑ The Fine Art Archive — 2003.
- ↑ Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
- ↑ Dictionary of Irish Biography — RIA.
- ↑ 14.0 14.1 Munzinger Personen
- ↑ http://www.broadwayworld.com/off-broadway/article/Paul-Muldoon-to-Host-Irish-Reps-REMEMBERING-SEAMUS-114-20130930
- ↑ http://www.poemhunter.com/poem/keeping-going/comments.asp
- ↑ Seamus Heaney, Irish Poet of Soil and Strife, Dies
- ↑ poets.org
- ↑ 19.0 19.1 19.2 19.3 19.4 BBC Programme Catalogue
- ↑ http://www.theguardian.com/artanddesign/2014/jun/16/colin-davidson-jerusalem-portraits-dublin
- ↑ http://www.nytimes.com/2001/05/05/business/john-scanlon-tenacious-public-relations-consultant-for-high-profile-clients-dies.html
- ↑ http://www.nytimes.com/2006/12/28/arts/28arts.html?ref=arts
- ↑ http://www.nytimes.com/2008/12/24/world/asia/24china.html?hp
- ↑ 24.0 24.1 Who's who — (untranslated), 1849. — ISSN 0083-937X
- ↑ https://www.nobelprize.org/nobel_prizes/literature/laureates/1995/
- ↑ https://www.nobelprize.org/nobel_prizes/about/amounts/
- ↑ https://www.foyles.co.uk/geoffrey-faber-memorial-prize
- ↑ http://www.irishpen.com/irish-pen-award-for-literature/
- ↑ https://tseliot.com/prize/about-the-t-s-eliot-prize/
- ↑ https://www.siv.archives-nationales.culture.gouv.fr/siv/rechercheconsultation/consultation/ir/pdfIR.action?irId=FRAN_IR_026438
- ↑ http://artsandletters.org/?s=seamus+heaney
- ↑ http://lib.slu.edu/about/associates/literary-award.php
- ↑ http://www.sikkensprize.org/winnaar/seamus-heany/
- ↑ https://www.udc.es/es/sobreUDC/honoriscausa/
- ↑ http://www.ucd.ie/president/universityawards/ulysses/
- ↑ http://www.theduffcooperprize.org/past-duff-cooper-prize-winners/3
- ↑ https://www.irishtimes.com/news/heaney-wins-irish-times-poetry-award-1.583080
- ↑ https://www.irishtimes.com/news/heaney-work-a-unanimous-choice-1.1294963
- ↑ http://www.griffinpoetryprize.com/awards-and-poets/lifetime-recognition-award/2012-seamus-heaney/
- ↑ http://www.forwardartsfoundation.org/poet/seamus-heaney/
- ↑ https://www.bodleian.ox.ac.uk/about/libraries/bodley-medal
- ↑ Journal officiel de la République française, Journal officiel de la République française. Document administratif — 1868. — ISSN 0242-6773
- ↑ http://www.univ-paris3.fr/les-docteurs-honoris-causa-de-la-sorbonne-nouvelle--90298.kjsp
- ↑ Journal officiel de la République française, Journal officiel de la République française. Document administratif — 1868. — ISSN 0242-6773
- ↑ Obituary: Heaney ‘the most important Irish poet since Yeats’, Irish Times, 30 August 2013.
- ↑ Seamus Heaney obituary, The Guardian, 30 August 2013.
- ↑ Craig, Patricia (30 August 2013). „Seamus Heaney obituary: Nobel Prize-winning Irish Poet“. The Independent. Independent Print Limited. ციტირების თარიღი: 30 August 2013.
- ↑ Heaney, Seamus (1998). Opened Ground. New York: Farrar, Straus, and Giroux. ISBN 0-374-52678-8.
- ↑ Biography of Irish Writer Seamus Heaney. www.seamusheaney.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 February 2010. ციტატა: „Heaney was born on 13th April 1939, the eldest of nine children at the family farm called Mossbawn in the Townland of Tamniarn in Newbridge near Castledawson, Northern Ireland, ...“ ციტირების თარიღი: 20 February 2010. Archived at Wayback Engine.
- ↑ Parker, Michael (1993). Seamus Heaney: The Making of the Poet. Iowa City: University of Iowa Press, გვ. 221. ISBN 0-87745-398-5. „The deaths of his mother in the autumn of 1984 and of his father in October 1986 left a colossal space, one which he has struggled to fill through poetry.“
- ↑ Verdonk, Peter (2002). Stylistics. Oxford: Oxford University Press, გვ. 57. ISBN 0-19-437240-5.
- ↑ Parker, Michael (1993). Seamus Heaney: The Making of the Poet. Iowa City: University of Iowa Press, გვ. 3. ISBN 0-87745-398-5. „Mrs Heaney bore nine children, Seamus, Sheena, Ann, Hugh, Patrick, Charles, Colum, Christopher, and Dan.“
- ↑ Heaney, Seamus: Mid-Term Break. Litmed.med.nyu.edu (27 October 1999). ციტირების თარიღი: 20 November 2010.
- ↑ Biography. British Council. დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 October 2012. ციტირების თარიღი: 23 May 2010.
- ↑ Ed. Bernard O’Donoghue The Cambridge Companion to Seamus Heaney (2009) Cambridge University Press pxiii ISBN 978-0-521-54755-0. Retrieved 23 May 2010.
- ↑ Sophia Hillan (20 October 2017). „Michael McLaverty, Seamus Heaney and the writerly bond“. Irish Times.
- ↑ Andrew Motion (17 August 2014). „Door into the Dark opened the portals to a different future“. The Guardian.
- ↑ Seamus Heaney. Nobel Prize.