ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

რობერტ ლი ფროსტი (დ. 26 მარტი, 1874 — გ. 29 იანვარი, 1963) — ამერიკელი პოეტი. პულიცერის პრემიის ოთხგზის ლაურეატი.

რობერტ ფროსტი
დაბადების თარიღი 26 მარტი, 1874(1874-03-26)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10]
დაბადების ადგილი სან-ფრანცისკო[11]
გარდაცვალების თარიღი 29 იანვარი, 1963(1963-01-29)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [12] [13] [14] [15] [16] [9] [17] (88 წლის)
გარდაცვალების ადგილი ბოსტონი[11] [18] [19] [8]
დასაფლავებულია Old Bennington Cemetery[20]
საქმიანობა პოეტი[21] [22] [8] [10] [17] , მწერალი[8] [23] , პედაგოგი[8] და დრამატურგი[8]
ენა ინგლისური ენა
მოქალაქეობა აშშ[24] [25] [26] [8]
ალმა-მატერი დარტმუთის კოლეჯი[8] , ჰარვარდის უნივერსიტეტი[8] და Lawrence High School[8]
Magnum opus North of Boston[27] [8] , Mountain Interval[28] [8] , New Hampshire[8] , West-Running Brook[29] [8] , Collected Poems of Robert Frost[30] [8] , A Further Range[31] [8] , A Witness Tree[32] [8] და A Masque of Reason[8]
ჯილდოები პულიცერის პრემია პოეზიისათვის[8] , პულიცერის პრემია პოეზიისათვის[8] , პულიცერის პრემია პოეზიისათვის[8] , რობერტ ფროსტის მედალი[8] , პულიცერის პრემია პოეზიისათვის[8] , აშშ-ის ლაურიატი პოეტი[8] , Emerson-Thoreau Medal[8] , კონგრესის ოქროს მედალი[8] , ბოლინგენის პრემია[33] [8] , Academy of American Poets Fellowship[34] , Russell Loines Award for Poetry, honorary doctor of the University of Miami[35] , კემბრიჯის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, ოქსფორდის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი და ჰარვარდის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი
მეუღლე Elinor Miriam Frost[36]
ხელმოწერა

ახალგაზრდობა

რედაქტირება

რობერტ ფროსტი დაიბადა სან-ფრანცისკოში, ჟურნალისტ უილიამ პრესკოტ ფროსტის და ისაბელ მუდის ოჯახში. დედა წარმოშობით შოტლანდიელი იყო, მამა კი ინგლისელი. თავისი პირველი ლექსი ფროსტმა სკოლის ჟურნალში გამოაქვეყნა. კოლეჯში ორთვიანი სწავლის შემდეგ ფროსტი სახლში დაბრუნდა და სხვადასხვა სამუშაოს ასრულებდა; დაქონდა გაზეთები და მუშაობდა ქარხანაში, მაგრამ ახალგაზრდა რობერტი გრძნობდა, რომ მისი ნამდვილი მოწოდება პოეზია იყო.

1894 წ. ფროსტმა თავისი პირველი ლექსი ”ჩემი პეპელა: ელეგია” გაყიდა, რომელიც ნიუ-იორკ ინდეფენდანთში დაიბეჭდა. თავისი პირველი წარმატებით გახარებულმა ფროსტმა ქორწინება შესთავაზა ელეონორ უაითს, რომელმაც მას თავდაპირველად უარი განუცხადა და სთხოვა დაემთავრებინა კოლეჯში სწავლა. სწავლის დამთავრების შემდეგ წყივლმა იქორწინა ჰარვარდში. ახალგაზრდა ცოლ-ქმარი ნიუ-ჰემფშირში, ფროსტის ბაბუის მიერ ნაჩუქარ ფერმაში გადავიდნენ, სადაც 9 წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ. სწორედ ამ პერიოდში დაწერა ფროსტმა ლექსები, რომლებმაც მომავალში სახელი განუთქვეს ახალგაზრდა პოეტს. ფროსტის ფერმერული მოღვაწეობა არ გამოდგა წარმატებული და პოეტი ისევ ქალაქში დაბრუნდა. 1906 - 1911 წლებში ფროსტი ინგლისურ ენას ასწავლიდა პინკერტონის აკადემიაში და ნიუ-ჰემფშირის სკოლაში.

დიდი ბრიტანეთი

რედაქტირება

1912 წ. ფროსტი ოჯახთან ერთად დიდ ბრიტანეთში გადავიდა და თავდაპირველად ცხოვრობდა გლაზგოში, შემდეგ კი ლონდონში, სადაც გაიცნო ეზრა ფაუნდი, ედვარდ თომასი და სხვა ცნობილი ადამიანები. ფაუნდმა ყურადღება მიაქცია ახალგაზრდა პოეტს და დადებითი შეფასება მისცა მის შემოქმედებას.

შეერთებული შტატები

რედაქტირება

პირველი მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ ფროსტი ისევ ამერიკაში დაბრუნდა და ფრანკონიაში ფერმა შეისყიდა. პოეტმა ისევ ნიუ-ჰემფშირში განაგრძო კარიერა, სადაც პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა და ლექციებს კითხულობდა. 1927 - 1938 წწ. ფროსტი ამჰერსტის კოლეჯში ასწავლიდა ინგლისურ ენასა და ლიტერატურას. 1921 - 1963 წწ. განმავლობაში ფროსტი ყოველ ზაფხულს ჩადიოდა ვერმონტში და ასწავლიდა მიდლბურის კოლეჯში. ამ სასწავლებელმა სწორედ ფროსტის მოღვაწეობის დროს გაითქვა სახელი. 1940 წ. ფროსტმა შეიძინა სახლი ფლორიდაში, სადაც ზამთარში ჩადიოდა.

ფროსტს 40-მდე საპატიო წოდება აქვს მიღებული სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტებში, მათ შორის პრინსტონის, ოქსფორდის, კემბრიჯის და სხვ. 1961 წ. 86 წლის ფროსტი სიტყვით გამოვიდა პრეზიდენტ ჯონ კენედის ინაუგურაციაზე.1962 წ. მოხუცი პოეტი ესტუმრა საბჭოთა კავშირს და შეხვდა გამოჩენილ რუს პოეტს ანა ახმატოვას.

რობერტ ფროსტი გარდაიცვალა ბოსტონში, 1963 წ. 89 წლის ასაკში. დაკრძალულია ბენინგთონის სასაფლაოზე, ვერმონტში.

შემოქმედება

რედაქტირება

მნიშვნელოვანი ნაწარმოებები და ლექსთა კრებულები:

  • ბოსტონის ჩრდილოეთით, 1914
  • მენდინგ უოლი
  • მთის ინტერვალი
  • რჩეული ლექსები, 1923
  • ნიუ-ჰემფშირი
  • რჩეული ლექსები, 1934
  • თოვლიდან თოვლამდე, 1936
  • ლექსთა კრებული, 1939
  • რ. ფროსტის ლექსთა სრული კრებული, 1949
  • რ. ფროსტის პოეზია, 1969
  1. 1.0 1.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 Robert Frost — 2010.
  3. 3.0 3.1 Gerber P. L. Encyclopædia Britannica
  4. 4.0 4.1 Nationalencyklopedin — 1999.
  5. 5.0 5.1 Internet Speculative Fiction Database — 1995.
  6. 6.0 6.1 IMSLP — 2006.
  7. 7.0 7.1 Babelio — 2007.
  8. 8.00 8.01 8.02 8.03 8.04 8.05 8.06 8.07 8.08 8.09 8.10 8.11 8.12 8.13 8.14 8.15 8.16 8.17 8.18 8.19 8.20 8.21 8.22 8.23 8.24 8.25 8.26 8.27 8.28 8.29 8.30 8.31 8.32 8.33 8.34 8.35 8.36 8.37 8.38 8.39 8.40 8.41 8.42 https://www.biography.com/people/robert-frost-20796091
  9. 9.0 9.1 Munzinger Personen
  10. 10.0 10.1 The Fine Art Archive
  11. 11.0 11.1 Deutsche Nationalbibliothek Record #118703366 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  12. ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  13. Store norske leksikon — 1978. — ISSN 2464-1480
  14. Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  15. GeneaStar
  16. Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
  17. 17.0 17.1 Olomouc City Library regional database
  18. http://www.poemhunter.com/robert-frost/quotations/page-3/
  19. http://www.poemhunter.com/robert-frost/quotations/page-9/
  20. Find a Grave — 1996.
  21. http://www.nytimes.com/1988/11/15/books/books-of-the-times-in-england-where-robert-frost-found-his-american-voice.html
  22. http://www.nytimes.com/1997/12/13/books/think-tank-robert-frost-s-poetic-underpinning-conversation.html
  23. Library of the World's Best Literature / C. D. Warner — 1897.
  24. http://www.bbc.co.uk/news/entertainment-arts-16410520
  25. http://www.nytimes.com/2008/10/12/opinion/12bloom.html
  26. http://www.nytimes.com/2008/10/12/opinion/12bloom.html?n=Top%2FReference%2FTimes%20Topics%2FSubjects%2FF%2FFinances
  27. Swartz A. Open Library — 2007.
  28. Swartz A. Open Library — 2007.
  29. Swartz A. Open Library — 2007.
  30. Swartz A. Open Library — 2007.
  31. Swartz A. Open Library — 2007.
  32. Swartz A. Open Library — 2007.
  33. http://bollingen.yale.edu/poet/robert-frost
  34. https://web.archive.org/web/20150315043417/https://poets.org/academy-american-poets/prizes/academy-american-poets-fellowship
  35. https://commencement.miami.edu/about-us/archives/honorary-degree-recipients/index.html
  36. https://www.encyclopedia.com/people/literature-and-arts/american-literature-biographies/robert-frost
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/რობერტ_ფროსტი“-დან