ღრმაღელე (ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი)
ღრმაღელე — სოფელი საქართველოში, გურიის მხარის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: ღრმაღელე, ომფარეთი, ორმეთი, წყალწმინდა). მდებარეობს მდინარე სუფსის ხეობაში, ზღვის დონიდან 25 მ., ლანჩხუთიდან 20 კმ, სუფსის რკინიგზის სადგურიდან 1 კმ. სოფელში არის საჯარო სკოლა და საბავშვო ბაღი.
სოფელი | |
---|---|
ღრმაღელე | |
![]() | |
ქვეყანა |
![]() |
მხარე | გურიის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი |
თემი | ღრმაღელე |
კოორდინატები | 42°01′38″ ჩ. გ. 41°50′00″ ა. გ. / 42.02722° ჩ. გ. 41.83333° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 25 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა |
![]() |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,2 %, რუსები 0,7 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
ისტორია
რედაქტირებაVI საუკუნის I ნახევარს განეკუთვნება სოფელ ღრმაღელეში აღმოჩენილი ბაზილიკის ტიპის ეკლესია წითლად მოშანდაკებული იატაკით და ჯვრის ფორმის სანათლავით. ეკლესიის ნანგრევებში აღმოჩნდა ბრინჯაოს ჯვარი ჯაჭვით და ქვის ფილა ბოლნური ჯვრის გამოსახულებით, ასევე კოლხური და იმპორტული ამფორების ნატეხები. არქეოლოგიური მასალა ლანჩხუთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმშია დაცული.[2]
1930 წლამდე სოფელი შედიოდა მიქელგაბრიელის სასოფლო საზოგადოებაში. საბჭოთა პერიოდში განვითარებული იყო მეციტრუსეობა.
მოსახლეობა
რედაქტირებააღწერის წელი | მოსახლეობა |
---|---|
2002 | 749 |
2014 | 835 |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 599.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 26 ივლისი 2016.
- ↑ არქეოლოგიური კვლევა-ძიებანი გურიაში, კრებული „გურია“ წ. III გვ. 28 — თბილისი, 2001 წ.