ომფარეთი

სოფელი საქართველოში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში

ომფარეთისოფელი გურიის მხარის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, ღრმაღელის თემში (სოფლები: ომფარეთი, ორმეთი, ღრმაღელე, წყალწმინდა). მდებარეობს მდინარე სუფსის ხეობაში. სოფელში მოქმედებს ასფალტის ქარხანა, მოდის მინერალური წყალი.

სოფელი
ომფარეთი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე გურიის მხარე
მუნიციპალიტეტი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი
თემი ღრმაღელე
კოორდინატები 42°01′05″ ჩ. გ. 41°48′43″ ა. გ. / 42.01806° ჩ. გ. 41.81194° ა. გ. / 42.01806; 41.81194
მოსახლეობა 491[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,6 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ომფარეთი — საქართველო
ომფარეთი
ომფარეთი — გურიის მხარე
ომფარეთი

ომფარეთი მეგრული წარმოშობის ტოპონიმია და ნიშნავს სამალავ ადგილს. შედიოდა მიქელგაბრიელის სასოფლო საზოგადოებაში. 1885-1900 წელს მიქელგაბრიელის საზოგადოებაში (ომფარეთში) იაკობის მთაზე ნავთობის მოპოვებას ცდილობდა ელიზავეტოპოლის გუბერნატორი ალექსანდრე ნაკაშიძე.[2][3][4] გაყვანილი იქნა 31 მეტრი სიღრმის ბურღები. 1912 წელს გაყვანილ იქნა ახალი ბურღები, მაგრამ ძიება შეწყდა პირველი მსოფლიო ომის გამო. 1926-1929 წლებში გაითხარა 890 მეტრი სიღმის ბურღი, მიღებულ იქნა 5 ტონა ნავთობი სამ დღე-ღამეში. 1932 წელს ნავთობის ძიება ომფარეთში შეწყდა.[5]

მოსახლეობა

რედაქტირება
აღწერის წელი მოსახლეობა
1908[6] 496
2002   912
2014   491[1]
  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 26 ივლისი 2016.
  2. გაზეთი „ივერია“ N130 გვ. 2 1887 წ.
  3. გაზეთი „ივერია“ N232 გვ. 2 1892 წ.
  4. გაზეთი „ივერია“, N25 გვ. 2 2 თებერვალი, 1895
  5. ლენინის დროშა : გაზეთი, 22 ივლისი 1938, № 54.
  6. Кавказский календарь на 1910 год