ქრისტიანული კომუნიზმი
ქრისტიანული კომუნიზმი — რელიგიური კომუნიზმის განშტოება, რომელიც ეფუძნება ქრისტიანულ რწმენას. მისი მიმდევრები მიიჩნევენ, რომ იესო ქრისტეს ქადაგება შეესაბამება კომუნისტურ იდეოლოგიას.
იდეოლოგია
რედაქტირებაქრისტიანული კომუნიზმი ეფუძნება ბიბლიაში არსებულ ნაწყვეტებს, რომლებიც შეესაბამება კომუნისტურ მსოფლმხედველობას.
„საქმე წმიდათა მოციქულთა“ შეიცავს მონაკვეთს, რომელშიც საუბარია ერების თანასწორობის შესახებ:
„განჰკრთეს ყოველნი და დაუკჳრდა ერთსა-ერთისა თანა და იტყოდეს: ანუ არა ესე ყოველნი არიანა, რომელნი იტყჳან გალილეველ? და ვითარ ჩუენ გუესმის კაცად-კაცადსა თჳსი სიტყუაჲ ჩუენი მათგან, რომელნი ვართ. პართნი და უჟიკნი და ელამიტელნი და მკჳდრნი შუა მდინარისანი ჰურიასტანისანი და კაბადუკიაჲსანი, პონტოჲსანი და ასიაჲსანი, ფრიგჳაჲსანი და პამფჳლიისანი, ეგჳპტისანი და ადგილისა ლუბიისანი, კჳრინით კერძონი და მოსრულნი ჰრომნი, ჰურიანი და მწირნი, კრიტელნი და არაბიელნი, გუესმის, იტყჳან რაჲ ჩუენითა ენითა დიდებასა ღმრთისასა?!“ (საქმე წმიდათა მოციქულთა 2:7-11).
„საქმე წმიდათა მოციქულთა“ ასევე შეიცავს მონაკვეთს, სადაც წერია, რომ ძველად ქრისიტიანები ცხოვრობდნენ მცირე კომუნებში კერძო საკუთრების გარეშე:
„ხოლო სიმრავლისა მის მორწმუნეთაჲსა იყო გული და გონებაჲ ერთ, და არცა ერთმან ვინ თქჳს მონაგები მისი თჳსად, არამედ იყო ყოველივე მათდა ზოგად.“ (საქმე წმიდათა მოციქულთა 4:32).
ქრისტიანი კომუნისტების აზრით, კომუნისტური იდეოლოგიის თეზისები ღრმადაა ჩადებული ქრისტიანულ რწმენაში. ისინი მიიჩნევენ, რომ იესო ქრისტეს მოძღვრება უარყოფდა კაპიტალისტური წყობისთვის დამახასიათებელ მერკანტილისტურ აზროვნებას და ღარიბების დახმარებისკენ მოუწოდებდა.
ლიტერატურა
რედაქტირება- David Chilton. 1982, 1986. Productive Christians in an Age of Guilt Manipulators. Tyler, TX: The Institute for Christian Economics. ISBN 0-930464-38-9. Or available online for free
- John Cort, «Christian Socialism: An informal history».
- Metacosmesis: The Christian Marxism of Frederic Hastings Smyth and the Society of the Catholic Commonwealth. By Terry Brown (1987)
- Gernhard, David J. «Can Communism Work in A Perfect World.» www.advocateliberty.com; Oct. 26, 2007. http://www.advocateliberty.com/?p=14 დაარქივებული 2012-02-11 საიტზე Wayback Machine.