პეტრე კროპოტკინი
პეტრე ალექსის ძე კროპოტკინი (რუს. Кропоткин, Пётр Алексеевич; დ. 9 დეკემბერი [ძვ. სტ. 27 ნოემბერი], 1842, მოსკოვი — გ. 8 თებერვალი, 1921, დმიტროვი) — რუსი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე. გეოგრაფი, ისტორიკოსი და გეოლოგი. რევოლუციონერი, სოციოლოგი და ანარქიზმის ცნობილი იდეოლოგი.
პეტრე კროპოტკინი | |
---|---|
რუს. Пётр Алексе́евич Кропо́ткин | |
დაბ. თარიღი | 27 ნოემბერი (9 დეკემბერი), 1842[1] [2] |
დაბ. ადგილი | მოსკოვი, მოსკოვის გუბერნია, რუსეთის იმპერია[3] [4] |
გარდ. თარიღი | 8 თებერვალი, 1921[5] [3] [1] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [2] (78 წლის) |
გარდ. ადგილი | დმიტროვი, მოსკოვის გუბერნია, საბჭოთა რუსეთი[3] [4] |
დასაფლავებულია | ნოვოდევიჩიეს სასაფლაო |
მოქალაქეობა |
რუსეთის იმპერია რსფსრ |
საქმიანობა | გეოგრაფი[4] , მწერალი[13] [4] , მკვლევარი, ფილოსოფოსი[4] , ავტობიოგრაფი, ჟურნალისტი, ეკონომისტი, ანარქისტი, ზოოლოგი და პოლიტიკოსი[4] |
ალმა-მატერი | სანქტ-პეტერბურგის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი, პაჟთა კორპუსი და მოსკოვის პირველი გიმნაზია[14] |
მეუღლე | Sophie Kropotkin |
მამა | Aleksey Kropotkin |
დედა | Ekaterina Nikolaevna Kropotkina (nee Sulima) |
შვილ(ებ)ი | Alexandra Kropotkin |
გავლენა მოახდინეს | |
ხელმოწერა | |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა გენერლის ოჯახში. დაამთავრა პაჟთა კორპუსი (1862). მსახურობდა ჯარში, შემდეგ აღმოსავლეთ ციმბირის გენერალ-გუბერნატორის უწყებაში. 1864-1867 წლებში მოგზაურობდა აღმოსავლეთ ციმბირსა და ჩრდილოეთ მანჯურიაში. 1867 წელს გავიდა სამსახურიდან და სწავლობდა პეტერბურგის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე. კროპოტკინს ახალგაზრდობიდანვე ჩამოუყალიბდა დემოკრატიული შეხედულებანი ძირითადად „კოლოკოლისა“ და „სოვრემენნიკის“ გავლენით, ხალხის ცხოვრების გაცნობამ ციმბირში, 1871 წელს პარიზის კომუნამ, I ინტერნაციონალის საქმიანობამ და რევოლუციურმა ლიტერატურამ იგი რევულუციონერი გახადა. მიემხრო მიხეილ ბაკუნინს, ჩაიკოვსკელების წრეს, მუშებს შორის ეწოდა პროპაგანდას.
1874 წელს დააპატიმრეს და ჩასვეს პეტრე-პავლეს ციხეში. 1876 წელს გაიქცა ციხის საავადმყოფოდან და გაემგზავრა უცხოეთში, სადაც 40 წელი გაატარა. 1881 წელს გაასახლეს შვეიცარიიდან, 1883 წელს დაააპატიმრეს საფრანგეთში. 3 წლის შემდეგ გაათავისუფეს და დასახლდა ინგლისში. ეწეოდა აქტიურ ჟურნალისტურ და პროპაგანდისტულ მოღვაწეობას. თავის მოძღვრებას უწოდებდა ანარქისტულ კომუნიზმს. 1900-1909 წლებში შედიოდა რუსი ანარქისტების ორგანიზაციაში. მხარი დაუჭირა რუსეთის 1905-1907 წლებში რევოლუციას.
1907 წელს იყო რსდმპ V ყრილობის სტუმარი (ლონდონში). 1917 წლის ივნისში დაბრუნდა რუსეთში. კროპოტკინმა აღიარა ოქტომბრის რევოლუციის საერთაშორისო მნიშვნელობა. 1918 წლიდან ცხოვრობდა დმიტროვში. 1919-1920 წლებში ხვდებოდა ვლადიმერ ლენინს. 1920 წლის მოწოდებით მიმართა საერთაშორისო პროლეტარიატს ხელი შეეშალა თავისი მთავრობებისათვის იარაღით ჩარეულიყო რუსულ საქმეებში.
ნაყოფიერი და მნიშვნელოვანი აღმოჩნდა პეტრე კროპოტკინის ბუნებისმეტყველებაში მოღვაწეობა. კროპოტკინს აქვს მნიშვნელოვანი შრომები გეოგრაფიისა და გეოლოგიის დარგში. ციმბირში ყოფნის წლებში დაამუშავა ციმბირის ოროგრაფიის სქემა, პირველმა შენიშნა ძველი გამყინვარებისა და ვულკანიზმის კვალი აღმოსავლეთ საიანში.
1868 წლიდან როგორც რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოების ფიზიკური გეოგრაფიის განყოფილების მდივანი, კროპტკინი მუშაობდა ჩრდილოეთის ზღვების ათვისების პრობლემაზე და თეორიულად დაასაბუთა ჩრდილოეთ ყინულოვან ოკეანეში ხმელეთის არსებობა, რომელიც ორი წლის შემდეგ მართლა აღმოაჩინეს (ფრანც-იოსების მიწა). 1871 წელს გამოიკვლია მყინვარული ნალექები ფინეთსა და შვედეთში. 1876 წელს გამოქვეყნდა მისი შრომა „გამოკვლევები მყინვარულ პერიოდზე“. საზღვარგარეთ კროპოტკინი თანამშრომლობდა ელიზე რეკლიუსთან მრავალტომეულის „დედამიწა და ხალხი. მსოფლიო გეოგრაფია“ მოსამზადებლად. მონაწილეობდა ლონდონის გეოგრაფიული საზოგადოების მუშაობაში, წერდა სტატიებს რუსეთის გეოგრაფიის შესახებ, „ენციკლოპედია ბრიტანიკაში“. ჰყავდა მეუღლე — სოფია გრიგოლის ასული ანანიევა-რაბინოვიჩი (1878-იდან); შვილი — ალექსანდრა პეტრეს ასული ლებედევა.
კროპოტკინის სახელი ეწოდა ქედს პატომის მთიანეთში, ქედსა და ვულკანს აღმოსავლეთ საიანში, მთას ოლიოკმის სტანოვიკზე, ქალაქს კრასნოდარის მხარეში, დაბას ირკუტსკის ოლქში.
თხზულებები
რედაქტირება- собр. соч., т 1,4,5,7, СПБ, 1906—1907;
- Собр. соч., т.1—2, М., 1918—19;
- Дневник, М.— П., 1923;
- Переписка Петра и Александра Кропоткиных, т. 1—2, М.— Л.,1832—33;
- Записки революционера, М., 1966.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 42.
- Анисимов С. С., Путешествия П. А. Кропоткина. М.— Л., 1943;
- Соколов Н. Н., П. А. Кропоткин как географ, "Труды ин-та истории естествознания АН СССР", т. 4, М., 1952;
- Бонч-Бруевич В. Д., Памяти Кропоткина. Встреча В. И. Ленина с П. А. Кропоткиным, Избр. соч., т. 3, М., 1963;
- Пирумова Н. М., П. А. Кропоткин, М., 1972 (ბიბლიოგრ.).
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 2.0 2.1 Историческая энциклопедия Сибири / под ред. В. А. Ламин — Новосибирск: 2009. — ISBN 5-8402-0230-4
- ↑ 3.0 3.1 3.2 Пирумова Н. М. Кропоткин Пётр Алексеевич // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1973. — Т. 13 : Конда — Кун. — С. 480–481.
- ↑ 4.0 4.1 4.2 4.3 4.4 4.5 Catalog of the German National Library
- ↑ Kropotkin, Peter Alexeivich, Prince // The Enciclopædia Britannica — 12 — London, NYC: 1922. — Vol. XXXI English History to Oyama, Iwao. — P. 688.
- ↑ Avrich P., Miller M. A. Encyclopædia Britannica
- ↑ SNAC — 2010.
- ↑ Internet Speculative Fiction Database — 1995.
- ↑ Internet Philosophy Ontology project
- ↑ ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ Gran Enciclopèdia Catalana — Grup Enciclopèdia, 1968.
- ↑ Babelio — 2007.
- ↑ Library of the World's Best Literature / C. D. Warner — 1897.
- ↑ Сытин А. К. Дмитрий Иванович Литвинов: материалы к биографии, Dimitri Ivanovich Litvinov: Materials for a Biography // Историко-биологические исследования — 2014. — Т. 6, вып. 3. — С. 11–34. — ISSN 2076-8176; 2500-1221