პაჟთა კორპუსი
პაჟთა კორპუსი (ლათ. Пажеский корпус) — პრივილეგირებული სამხედრო-სასწავლო დაწესებულება მეფის რუსეთში. განკუთვნილი იყო უმაღლესი არისტოკრატიის ბავშვების სამხედრო და სახელმწიფო სამსახურისათვის მოსამზადებლად. დაარსდა 1759 წელს პეტერბურგში როგორც პაჟების და კამერ-პაჟების აღზრდისა და სწავლების დაწესებულება. 1802 წელს, გვარდიული ნაწილებისთვის კვალიფიციური ოფიცრების მომზადების აუცილებლობასთან დაკავშირებით, გადაკეთდა კადეტთა კორპუსის სახის სასწავლო დაწესებულებად, სადაც მხოლოდ სამეფო კარის პაჟებს იღებდნენ. სამხედრო-სასწავლო დაწესებულებების რეფორმის პერიოდში (1760-იანი წლები) გახდა 7-კლასიანი: 5 უმცროსი კლასი სამხედრო გიმნაზიის სახით და 2 უფროსი კლასი სამხედრო სასწავლებლის სახით. 1885 წლიდან ჰქონდა 7 საერთო კლასი, სადაც ისწავლებოდა კადეტთა კორპუსის სასწავლო გეგმის საგნები და ორი სპეციალური — სამხედრო და იურიდიული მეცნიერებები. პაჟთა კორპუსის კურსდამთავრებულები სარგებლობდნენ გვარდიაში და სპეციალურ ჯარებში სამსახურის უპირატესი უფლებით, იღებდნენ პოდპორუჩიკის (კავალერიაში — კორნეტის) ჩინს, სამხედრო სამსახურისათვის უუნაროები — მე-10, მე-12 და მე-14 კლასის სამოქალაქო ჩინებს.[1]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Пажеский корпус // Большая советская энциклопедия. — 3-е изд., т. 19 — М., 1975.