პიერ-ჟოზეფ პრუდონი
პიერ-ჟოზეფ პრუდონი (ფრანგ. Pierre-Joseph Proudhon; დ. 15 იანვარი, 1809 — გ. 19 იანვარი, 1865) — ფრანგი პუბლიცისტი, სოციალისტური მიმდევრობის პოლიტიკური ფილოსოფოსი და ეკონომისტი, ანარქიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელი. პირველმა უწოდა საკუთარ თავს „ანარქისტი“ (1848 წლის შემდეგ საკუთარ თავს უკვე „ფედერალისტს“ უწოდებდა). მუშაობდა პუბლიცისტად და თავად ისწავლა ლათინური, რათა ამ ენაზე წიგნების ბეჭდვა შეძლებოდა. პრუდონის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გამოთქმაა „საკუთრება მძარცველობაა“ ნაშრომში „რა არის საკუთრება?“, სადაც ის მთავრობისა და საკუთრების პრინციპებს განიხილავდა (თავდაპირველი სათაური იყო „Qu'est-ce que la propriété? Recherche sur le principe du droit et du gouvernement“), მის პირველ მნიშვნელოვან ნაშრომში, რომელიც 1840 წელს გამოქვეყნდა.
შეიუმუშავა ე. წ. პრუდონიზმი.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 222.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- პიერ-ჟოზეფ პრუდონი, ბიოგრაფიული ცნობები. (ინგლისური)