პროლეტარული ინტერნაციონალიზმი
პროლეტარული ინტერნაციონალიზმი — ინტერნაციონალიზმის მარქსისტული კონცეფცია, რომელიც კლასობრივ ხასიათს ატარებს. იგი აღნიშნავს რასის, ეთნიკური წარმოშობისა და სქესის განურჩევლად ყველა ქვეყნის პროლეტარიატის ერთიანობას და სოლიდარობას ბურჟუაზიასთან ბრძოლაში. ინტერნაციონალიზმი განაპირობებს მუშათა მოძრაობის ერთიანობას. პროლეტარული ინტერნაციონალიზმის მომხრეები თვლიან, რომ კაპიტალიზმის არის გლობალური სისტემა, ამიტომაც მის წინააღმდეგ ბრძოლა საჭიროა მუშათა კლასის საერთო ძალებით. პროლეტარულ ინტერნაციონალიზმს გამოხატავს დევიზი „პროლეტარებო ყველა ქვეყნისა, შეერთდით!“, რომელიც მოუხმობს ყველა ქვეყნის მუშებს გაერთიანდნენ რევოლუციური ბრძოლის დროშის ქვეშ სოციალური და ეროვნული ჩაგვრისაგან გასანთავისუფლებლად. იგი პირველად კარლ მარქსმა და ფრიდრიხ ენგელსმა წამოაყენეს და 1847 წელს დამტკიცდა როგორც კომუნისტთა კავშირის დევიზი. ამ მოწოდებით მთავრდება მარქსისა და ენგელსის „კომუნისტური პარტიის მანიფესტი“.
ლიტერატურა
რედაქტირება- "Internationalism and Nationalism" by Liu Shaoqi
- "Marxism and Nationalism" დაარქივებული 2006-07-13 საიტზე Wayback Machine. by Tom Lewis
- "The Importance of Ideas in Party Building" by Marry Scully
- "Without anti-capitalist theory and practice no anti-capitalist victory is possible" by Ernest Mandel
- "In the Belly of the Beast: Challenging US Imperialism and the Politics of the Offensive" (PDF) by Dan Jakopovich
- "The Proletariat and War" დაარქივებული 2008-06-01 საიტზე Wayback Machine. by the International Communist Current