ტომაზო კამპანელა (დ. 5 სექტემბერი, 1568, სტილო, იტალია — გ. 21 მაისი, 1639, პარიზი) — იტალიელი ფილოსოფოსი, პოეტი და პოლიტიკური მოღვაწე.

ტომაზო კამპანელა
Cozza Tommaso Campanella.jpg
დაბადების თარიღი 4 სექტემბერი 1568[1] [2]
დაბადების ადგილი სტილო[3]
გარდაცვალების თარიღი 21 მაისი 1639(1639-05-21)[1] [2] [4] [5] [6] [7] [8] [7] [9] [10] [11] [12] (70 წლის)
გარდაცვალების ადგილი პარიზი[1]
ფსევდონიმი Settimontano Squilla
საქმიანობა ფილოსოფოსი, მწერალი, პოეტი, ასტროლოგი, სამეცნიერო ფანტასტი მწერალი და ეკლესიის მსახური
ენა ლათინური ენა და იტალიური ენა[2]
მოქალაქეობა ნეაპოლის სამეფო
ალმა-მატერი პადუის უნივერსიტეტი

1599 წელს დააპატიმრეს, 27 წელი გაატარა ციხეში, სადაც დაწერა თხზულებები: "გალილეის დაცვა", "მზის ქალაქი" და სხვა. სიცოცხლის ბოლო წლებში კამპანელა პარიზის დომინიკანელთა მონასტერში იყო.

ფილოსოფიური შეხედულებებით კამპანელა აღორძინების ეპოქის ნატურფილოსოფიის უკანასკნელი დიდი წარმომადგენელი იყო, გამოდიოდა სქოლასტიკის წინააღმდეგ, იცავდა გალილეის მოძღვრებას, ფილოსოფიისა და მეცნიერების ამოცანად მიიჩნევდა ბუნებაზე ადამიანის გაბატონებას, მაგრამ სქოლასტიკური ლიტერატურის გავლენის გამო ვერ შეძლო შეეფასებინა კოპერნიკის ჰელიოცენტრული სისტემა. ემხრობოდა პანთეისტურ მატერიალიზმს.

წიგნში "მზის ქალაქი" (1602, გამოქვეყნდა 1623) კამპანელა აღწერს იდეალურ ქალაქს, სადაც გონიერი და სრულყოფილი საზოგადოებრივი წყობილებაა. ყველა მოქალაქე ჩაბმულია წარმოებაში, უზრუნველყოფილია პროდუქციის განაწილება მოთხოვნილების მიხედვით. აქ არ არის არც კერძო საკუთრება და არც ოჯახი. წარმოებასთან და შრომასთან სწავლების საფუძველზე ხორციელდება თაობათა აღზრდა. ამ საზოგადოების მმართველი, არჩეული ხალხის მიერ, უნდა ეუფლებოდეს თავისი დროის ცოდნას. ამასთან, აუცილებელია იცნობდეს პრაქტიკული მოღვაწეობის ყველა სახეს. საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროს განაგებენ მმართველის თანაშემწეები, რომელთაც ასევე ხალხი ირჩევს.

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

სქოლიორედაქტირება

  1. 1.0 1.1 1.2 AA.VV. Dizionario Biografico degli Italiani — 1960.
  2. 2.0 2.1 2.2 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  3. Кампанелла Томмазо / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  4. Encyclopædia Britannica
  5. SNAC — 2010.
  6. Internet Speculative Fiction Database — 1995.
  7. 7.0 7.1 NooSFere — 1999.
  8. Discogs — 2000.
  9. ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  10. Vegetti Catalog of Fantastic Literature
  11. Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia Catalana, 1968.
  12. Indiana Philosophy Ontology Project