გალილეო გალილეი

(გადამისამართდა გვერდიდან გალილეი, გალილეო)

გალილეო გალილეი (დ. 15 თებერვალი, 1564, პიზა — გ. 8 იანვარი, 1642, არჩეტრი, ფლორენციის მახლობლად) — იტალიელი ფიზიკოსი, ასტრონომი და ფილოსოფოსი, სამეცნიერო რევოლუციის ერთ-ერთი სულისჩამდგმელი, პოეტი, ფილოლოგი და კრიტიკოსი.

გალილეო გალიელის პორტრეტი ჯიუსტო სუსტერმანსის მიერ.

მის მიღწევათა შორისაა ტელესკოპის გაუმჯობესება, რიგი ასტრონომიული დაკვირვებებისა, ნიუტონის პირველი და მეორე კანონები. მას ხშირად თანამედროვე ასტრონომიის მამად მოიხსენიებენ, ისევე როგორც თანამედროვე ფიზიკისა და მეცნიერების მამად. მისი ექსპერიმენტული ნაშრომები ფართოდ აღიარებულია, ფრენსის ბეკონის შრომებთან ერთად, თანამედროვე მეცნიერული მეთოდის ფუძემდებლად. გალილეოს კარიერა თან ხვდება იოჰანეს კეპლერისას.

გალილეოს ნამუშევრები მნიშვნელოვანი გადახვევა იყო არისტოტელეს ნააზრევისგან. ამასთან ერთად მისი კონფლიქტი კათოლიკურ ეკლესიასთან განიხილება როგორც მნიშვნელოვანი ადრეული მაგალითი ავტორიტეტთან კონფლიქტისა და აზროვნების თავისუფლებისა, განსაკუთრებით მეცნიერების დარგში, დასავლურ საზოგადოებაში.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება