ქოჩორა შავულა იხვი

ფრინველი იხვისებრთა ოჯახისა

ქოჩორა შავულა იხვი[1] (ლათ. Aythya fuligula) — ფრინველი იხვისებრთა ოჯახისა. ფართოდაა გავრცელებული ევრაზიის ტერიტორიაზე.

ქოჩორა შავულა იხვი

მამალი

დედალი, თეთრი ლაქა დედალს შეიძლება ჰქონდეს, შეიძლება — არა
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Aythya fuligula (Linnaeus, 1758)
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 22680391
გავრცელება

  შეჯვარება
  მთელი წლის განმავლობაში
  მიგრაცია
  გამოზამთრება
  შემთხვევითი გადაფრენები
 
ჭუჭულები

საშუალო ზომის იხვია, მისი სხეულის სიგრძე 40–47 სმ-ს, ფრთის შლილი 65–72 სმ-ს,[2] ხოლო მასა 550–746 გრამს აღწევს.[3] სხეულის აგებულება ჯმუხია, მოკლე კისრითა და შედარებით დიდი თავით. საქორწინო მორთულობაში მამალი ძირითადად შავადაა შეფერილი, გვერდები, მუცელი და „სარკეები“ ფრთებზე — ქათქათა თეთრი. თავის ბუმბულს მოლურჯო-მწვანე ელფერი. თვითონ თავი მომრგვლებული ფორმისაა; ნისკარტი ფართო და მოკლე, ფერად მოცისფრო-რუხი, როგორც წესი, მუქი დაბოლოებით. თვალის ფერადი გარსი ყვითელია. კეფაზე აქვს ჩამოშვებული ქოჩორი, რომელიც განსაკუთრებულად მამალზე შეინიშნება გამრავლების პერიოდში. ფეხები რუხია. დედლის შეფერილობა რამდენადმე განსხვავებულია, რამეთუ იგი ფერად მოწითურო-მურაა. ქოჩორი დედალს სუსტად აქვს გამოხატული. ახალგაზრდა ფრინველები ზრდასრულებისაგან თითქმის არ განსხვავდებიან, გამონაკლისია მურა ფერადი გარსი და მამლების უფრო მუქი თავი.[4]

ქოჩორა შავულა იხვთან გარეგნულად ახლოს დგას საყელოიანი შავულა იხვი, რომელიც ჩრდილოეთ ამერიკაშია გავრცელებული. ქოჩორა შავულა იხვისგან იგი გამორჩეული ფორმის თავით, ქოჩრის არარსებობითა და უფრო მუქი გვერდებით განსხვავდება.

გავრცელება

რედაქტირება

ბუდობს ევრაზიის ზომიერ სარტყელში ისლანდიიდან (დასავლეთით) წყნაროკეანურ სანაპიროსა და იაპონიამდე (აღმოსავლეთით). ჩრდილოეთი საზღვარი დაახლოებით ჩ. გ. 70°-ზე გადის, ტუნდრის სამხრეთ რაიონებში; სამხრეთი მიუყვება ჩ. გ. 45°-ს,[5][6] პოლონეთში, ჩრდილოეთ უკრაინაში, ქვემო ვოლგისპირეთში, ყაზახეთში, ალთაიში, მონღლეთში, იმიერბაიკალეთში, მდინარე უსურის აუზში და კუნძულ ჰოკაიდოზე.[7] დასავლეთ ევროპის ზომიერ კლიმატში მკვიდრი ფრინველია, დანარჩენ რეგიონებში — გადამფრენი. მიგრაციის შემთხვევაში იზამთრებს დასავლეთ ევროპაში, შავი და კასპიის ზღვების სანაპიროებზე, ჩრდილოეთ აფრიკაში, სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ფილიპინებამდე, და იაპონიის სამხრეთ ნაწილში.[5] ცნობილია ერთეული გადაფრენები ჩრდილოეთ ამერიკაშიალასკაზე და დასავლეთ სანაპიროზე (აშშ და კანადა).[8]

ბინადრობის ადგილები

რედაქტირება

უპირატესობას ანიჭებს მტკნარწყლოვან დიდი ზომის წყალსატევებს: დიდ ტბებს, წყალსაცავებს, ტბორებს, მდორე მდინარეებს. მცირე რაოდენობით გვხვდება მდინარეთა ესტუარებსა და ჭალებში, მცირე ტყის ტბებსა და ზღვის ლაგუნებში. გამრავლების პერიოდში სახლობენ ხშირი ისლით, ლელქაშით და სხვა მცენარეულობით დაფარული სანაპიროების გასწვრივ. დროის უდიდეს ნაწილს წყალში ატარებს, სადაც დიდებულად ცურავს და ყვინთავს 3–4 მეტრის (იშვიათად 10 მეტრამდეც) სიღრმეზე.[7] წყლიდან ფრინდება მძიმედ, ხმაურიანად, გამოქანებით, თუმცა სწრაფად და ადვილად ფრენს. ხმელეთზე მოუქნელად გადაადგილდება. ბუდობენ წყვილებად ან მცირე ზომის კოლონიებად, რომელიც 20–25 წყვილისაგან შედგება;[7] ზამთარში რამდენიმე ათასი ფრინველისაგან შემდგარ დიდ გუნდებად იყრიან თავს.[6]

გამრავლება

რედაქტირება
 
კვერცხები, ტულუზის მუზეუმი

სქესობრივ სიმწიფეს დაბადებიდან ერთ წელში აღწევენ, იშიათად ორი წლის შემდეგ.[8] ბუდობის ადგილებში რამდენადმე უფრო გვიან ჩადის, ვიდრე ბოლოსადგისა და გარეული იხვი — მაშინ, როდესაც წყალსატევები უკვე მთლიანად თავისუფლდება ყინულოვანი საფარისაგან: სამხრეთში ეს აპრილის პირველ ნახევარია, ჩრდილოეთში — მაისისა.[7] უპირატესობას მცირე ზომის კუნძულებზე ბუდობას ანიჭებს, მაგრამ მობუდარი აგრეთვე გვხვდება მდინარეების ჭალებში ან მდელოს ტბების სანაპიროზე. ბუდე ჯამისებურია, აგებულია ახალი ან წინა წლის ბალახების ფოთლებისა და ღეროებისაგან. მას მხოლოდ დედალი აშენებს, მდებარეობს წყალთან ახლოს და კარგადაა დაფარული წყლის მცენარეულობით, ლერწმის ან ისლის რაყით. იშვიათად ბუდე ხეზეა მოწყობილი, მის ფუღუროში.[9] შიგნიდან უხვადაა ამოგებული მუქი ყავისფერი ღინღლით, რომელსაც იხვი საკუთარი სხეულიდან იწიწკნის, და რამდენიმე მუქი და ღია ბუმბულით. ბუდის დიამეტრია 200–230 მმ-ია, სიმაღლე — 100 მმ; ღარი 180–200 მმ დიამეტრისაა, სიღრმე 80 მმ-მდეა.[9] სეზონზე ჩვეულებრივ ერთ თაობას იძლევა, დებს 8–11 კვერცხს, თუმცა მისი დაკარგვის შემთხვევაში შეუძლია ხელახლა დადება.[3] ზოგჯერ ვხვდებით დიდ დაუცველ ბუდეებს, სადაც რამდენიმე დედლის მიერ დადებული 20–27 კვერცხია მოთავსებული.[7] თვითონ კვერცხი ზეთისხილისფერ-რუხი ან მომწვანო-რუხი ფერისაა, ზომებით 59 x 41 მმ და მასით დაახლოებით 56 გრამი.[4] ინკუბაცია 23-28 დღე-ღამე გრძელდება, კრუხობს მხოლოდ დედალი.[3][10]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. ჟორდანია რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 641.
  2. Mullarney, Killian; Svensson, Lars; Zetterström, Dan; Grant Peter J. (1999) Birds of Europe. — Princeton University Press. ISBN 978-0-691-05054-6 pp.56
  3. 3.0 3.1 3.2 del Hoyo, J., Elliott, A. & Sargatal, J. (1992) Handbook of the Birds of the World. Volume 1: Ostrich to Ducks. Lynx Editions, Barcelona ISBN 978-84-87334-10-8
  4. 4.0 4.1 Johnsgard P.A. (1978) Ducks, Geese and Swans of the World. University of Nebraska Press. ISBN 0-8032-0953-3
  5. 5.0 5.1 Scott, D. A. & Rose, P. (1996) Atlas of Anatidae populations in Africa and western Eurasia. Wetlands International 41. Wetlands International, Wageningen, The Netherlands/
  6. 6.0 6.1 JNCC — Nature conservation adviser to UK Government „Tufted duck Aythya fuligula (Non-breeding) დაარქივებული 2011-02-04 საიტზე Wayback Machine. “ Прочитано 2008-02-02
  7. 7.0 7.1 7.2 7.3 7.4 Водоплавающие и чайковые птицы Подмосковья „Хохлатая чернеть — Aythya fuligula“ Прочитано 2008-02-03
  8. 8.0 8.1 Bourne, DebraAythya fuligula — Tufted duck Wildlife1.wildlifeinformation.org დაარქივებული 2007-10-10 საიტზე Wayback Machine. “ Прочитано 2008-02-03
  9. 9.0 9.1 Боголюбов А. С., Жданова О. В., Кравченко М. В. Определитель птиц и птичьих гнёзд средней полосы России. Москва, «Экосистема», 2006 онлайн [1]
  10. Todd, Frank S. (1997) Natural History of the Waterfowl. Ibis Publishing. ISBN 978-0-934797-11-5