ქოროღო
ქოროღო — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარის დუშეთის მუნიციპალიტეტში, ქვეშეთის თემში.[1] მდებარეობს მთიულეთის ქედის სამხრეთ კალთაზე. ზღვის დონიდან 1800 მ. დუშეთიდან 84 კმ.
ისტორია
რედაქტირებასოფელი ქოროღო დასახლებული იყო ადრინდელი შუა საუკუნეებიდან. ამ დროისთვის ქოროღოზე უკვე გადიოდა ჩრდილო კავკასიასთან დამაკავშირებელი გზა, რომელიც მიჰყვებოდა მდინარე არაგვის მარცხენა ნაპირს, ხადის ხეობას და სოფელ ქვეშეთს აკავშირებდა ქოროღოსთან. ამ გზის დაცვა და ბარის მოსახლეობის შეხიზვნა მტრის შემოსევების დროს ადგილობრივ მოსახლეობას ევალებოდა. მთიულეთი ადრინდელ შუა საუკუნეებში და უფრო ადრეც სახასო ქვეყანა იყო და მას მეფის მოხელენი განაგებდნენ. ქოროღო, როგორც მთიულეთის მნიშვნელოვანი სოფელი, მეფის მოხელის, აზნაურის საგამგებლო ერთეულის ცენტრი იყო. XVII საუკუნეში მთიულეთი არაგვის ერისთავმა შეიერთა და სამეფო ხელისუფლებამ მცირე ხნით დაკარგა მასზე გავლენა. 1756 წელს, მეფე თეიმურაზ II-მ გააუქმა არაგვის საერისთავო, მთიულეთი კვლავ სახასოდ გამოცხადდა, ჩამოყალიბდა მლეთის სამოურავო და ქოროღო მისი ცენტრი გახდა. სამოურავომ 1801 წლამდე, ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმებამდე იარსება.
დემოგრაფია
რედაქტირება2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში არავინ ცხოვრობს.
აღწერის წელი | მოსახლეობა | მამაკაცი | ქალი |
---|---|---|---|
1926[2] | 46 | 19 | 27 |
2002[3] | 6 | 4 | 2 |
2014[1] | 0 | 0 | 0 |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 550.
- კახაძე კ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 327.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 6 სექტემბერი 2016.
- ↑ ს. მაკალათია, „მთიულეთი“, ტფ., 1930, გვ. 11
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2012-07-05.