მთიულეთის ქედი
ქედი საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში
მთიულეთის ქედი — ქედი საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარის დუშეთის მუნიციპალიტეტში. კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის სამხრეთი ტოტი, მდინარეების მთიულეთის არაგვისა და გუდამაყრის არაგვის წყალგამყოფი. იწყება კავკასიონზე შირიმის (3201 მ) მწვერვალთან და მთავრდება ზემოაღნიშნული მდინარეების შესართავთან. აგებულია იურული და ცარცული ასაკის ფლიშური ნალექებით. სამხრეთ-დასავლეთი კალთა ძლიერ დანაწევრებული და ფართოა, ჩრდილო-აღმოსავლეთით — ვიწრო. მოგლუვებულ თხემზე აღმართულია მწვერვალები: საბადლო (2802 მ), მთაწმინდა (2759 მ), ჭალისთავი (2750 მ), წიფორი (2577 მ). კალთები შემოსილია შერეული, ფართოფოთლიანი (ზოგან ფიჭვის) ტყით, თხემური ზონა — სუბალპური და ალპური მდელოებით.
მთიულეთის ქედი | |
---|---|
ქედის ხედი სოფელ ბუჩაანიდან | |
კოორდინატები: 42°26′27″ ჩ. გ. 44°41′25″ ა. გ. / 42.440944° ჩ. გ. 44.690500° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | მცხეთა-მთიანეთის მხარე |
უმაღლესი წერტილი | შირიმი |
სიმაღლე | 3201 მ |
ამგებელი ქანები | ფლიში |
სურათები ვიკისაწყობში |
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- უკლება დ, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 673.