ქვემო შუხუთი

სოფელი საქართველოში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში

ქვემო შუხუთისოფელი საქართველოში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, შუხუთის თემის ცენტრი: (სოფლები: ქვემო შუხუთი, ზემო შუხუთი). მდებარეობს გურიის დაბლობზე, ზღვის დონიდან 15 მ., ლანჩხუთიდან 3 კილომეტრი, ოზურგეთიდან 30 კილომეტრი. სოფლის ტერიტორიაზე გადის ლანჩხუთი-ჯაპანას და შუხუთი-ნასაკირალის საავტომობილო გზების მონაკვეთები, ჩამოედინება მდინარე უკანღელე.

სოფელი
ქვემო შუხუთი

ქვემო შუხუთის საერთო ხედი გორისგვერდის სასაფლაოდან
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე გურიის მხარე
მუნიციპალიტეტი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი
თემი შუხუთი
კოორდინატები 42°04′28″ ჩ. გ. 42°04′14″ ა. გ. / 42.07444° ჩ. გ. 42.07056° ა. გ. / 42.07444; 42.07056
დაარსდა II საუკუნე
პირველი ხსენება 1708
ადრეული სახელები შუხუთი
ცენტრის სიმაღლე 15
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 1248[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,6 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ქვემო შუხუთი — საქართველო
ქვემო შუხუთი
ქვემო შუხუთი — გურიის მხარე
ქვემო შუხუთი
ქვემო შუხუთი — ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი
ქვემო შუხუთი

სოფელში არის საჯარო სკოლა, საბავშვო ბაღი, ლელობურთის მემორიალი, ეკლესია. სატრანსპორტო მიმოსვლით დაკავშირებულია ლანჩხუთთან და ოზურგეთთან.

საბჭოთა პერიოდში განვითარებული იყო მეჩაიეობა.

მოსახლეობა

რედაქტირება
აღწერის წელი მოსახლეობა
2002 1642
2014 1248  

ისტორიული ძეგლები

რედაქტირება

სოფლის სამხრეთით, საირაოს ქედის ჩრდილოეთით აღმოჩენილ იქნა შუხუთის ციხე-ქალაქის არქეოლოგიური ნაშთები. ამჟამად ძეგლი შემორჩენილი არ არის.

სოფლის განაპირას, ბორცვზე შემორჩენილია ციხის ნანგრევი. მას ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან ღელე ჩამოუდის. კედლები მორგებულია რელიეფს. შემორჩენილია აღმოსავლეთის კედელი 1 მეტრის სიმაღლეზე, აგრეთვე ჩრდილოეთისა და სამხრეთის კედლების მცირე ფრაგმენტები. ციხე ნაგებია ფლეთილი ქვით დუღაბზე, წყობა ქაოსურია. ციხის შემორჩენილი ნაწილი დაფარულია მიწითა და მცენარეული საფარით. ციხის ძირში აცანისკენ მიმავალი ბილიკი გადის.[2]

სოფლის ტერიტორიაზე შემორჩენილია სამი ნაეკლესიარი. ყველაზე დიდი და შედარებით უკეთ შემორჩენილი ნაეკლესიარი მდებარეობს სოფლის ცენტრში, საჯარო სკოლის გვერდით, სასაფლაოზე. ნანგრევები დგას ერთსაფეხურიან ცოკოლზე, რომელიც ქვიშაქვის კვადრებისგან არის გამოთლილი. ტაძარი შვერილფსიდიანი იყო. ყველაზე უკეთ შემორჩენილია აღმოსავლეთ მხარის კედლები.[3]

ქვემო შუხუთის წმინდა გიორგის ეკლესია დგას წმინდა გიორგის ძველი ეკლესიის ნანგრევებზე. ახალი ეკლესიის ინტერიერში იკითხება ძველი ეკლესიის კედლის წყობა. ეკლესიის ირგვლივ შემორჩენილია გალავნის ფრაგმენტი.[4]

ნაეკლესიარი არის ასევე გორისგვერდის სასაფლაოზე შემორჩენილია. მთლიანად დანგრეული ეკლესიის ქვის სამრეკლოს მცირე ნაშთი. სასაფლაოს ტერიტორიაზე მიმოფანტულია ეკლესიის საპირე ქვები.[5]

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 26 ივლისი 2016.
  2.   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № ციხის ნანგრევი № 9104
  3.   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № ნაეკლესიარი № 9090
  4.   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № ნაეკლესიარი წმ. გიორგის სახელობის № 20956
  5.   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № ნაეკლესიარი № 9057