ფუად აბუ ნადერი
ფუად აბუ ნადერი (არაბ. فؤاد أبو ناضر); 27 ივნისი, 1956, ბასკინტა, ლიბანი) — ლიბანელი მემარჯვენე ქრისტიანი პოლიტიკოსი და მებრძოლი, სამოქალაქო ომის აქტიური მონაწილე. ფალანგისტური პარტიაქათაიბის გამოჩენილი მოღვაწე, „ლიბანის ძალების“ მეთაური 1984-1985 წლებში. პიერ ჯემაიელის შვილიშვილი, ბაშირ ჯემაიელის ძმისშვილი. იგი ითვლებოდა მემარჯვენე ქრისტიანული ძალების ერთ-ერთ საუკეთესო მეთაურად. 1990-იან წლებში იყო აქტივისტი მოძრაობისა ლიბანის სუვერენიტეტისთვის, ფალანგისტ ვეტერანთა ჯგუფის ორგანიზატორი და კედრების რევოლუციის შემდეგ, თავისუფლების ფრონტის დამფუძნებელი. იგი ასევე ცნობილია როგორც ექიმი, მეწარმე და საზოგადო მოღვაწე.[1]
ფუად აბუ ნადერი | |
---|---|
فؤاد أبو ناضر | |
დაბადების თარიღი | 27 ივნისი, 1956 (65 წლის) |
დაბადების ადგილი | ბასკინტა |
მოქალაქეობა | ლიბანი |
განათლება |
Collège Mont La Salle, ბეირუთის ამერიკული უნივერსიტეტი, წმინდა იოსების უნივერსიტეტი |
რელიგია | ქრისტიანი მარონიტი |
პარტია | ქათაიბი, თავისუფლების ფრონტი |
ძირითადი იდეები | ლიბანური ნაციონალიზმი, მემარჯვენე-ქრისტიანული ფალანგიზმი |
საქმიანობა | პოლიტიკოსი, ბოევიკი, ლიბანის ძალების მეთაური, მეწარმე |
მამა | ანტუან აბუ ნადერი |
დედა | კლოდ აბუ ნადერი |
მეუღლე/ები | სანდრა ჰოსნი |
შვილ(ებ)ი | 4 |
ფალანგისტი და მედიკოსი
რედაქტირებადაიბადა მარონიტების ავტორიტეტულ ოჯახში. ფუად აბუ ნადერის დედა არის ფალანგისტური პარტია ქათაიბის დამფუძნებლის— პიერ ჯემაიელის ქალიშვილი.
სწავლობდა ბეირუთის ამერიკული უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე. საომარი მოქმედებების დაწყების გამო მან სწავლა შეწყვიტა, შემდეგ კი სწავლა განაგრძო წმინდა იოსების უნივერსიტეტში. 1982 წელს მიიღო ექიმის დიპლომი.
ფუად აბუ ნადერი ახალგაზრდობიდანვე იზიარებდა უკიდურესი მემარჯვენეების შეხედულებებს, იყო ლიბანელი ნაციონალისტი და ანტიკომუნისტი. უკვე 1970 წელს, 14 წლის ასაკში იგი შეუერთდა ქათაიბის პარტიას, რომელსაც ბაბუა შეიხ ჯემაიელი ხელმძღვანელობდა. იგი გახდა ფალანგისტური მილიციის მებრძოლი. 1974 წელს ფუად აბუ ნადერმა მონაწილეობა მიიღო პირველ ბრძოლაში პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციის (პგო) მებრძოლების წინააღმდეგ.[2]
სამოქალაქო ომის მეთაური
რედაქტირება1975 წელს ლიბანში დაიწყო სამოქალაქო ომი. ფუად აბუ ნადერი სწრაფად დაწინაურდა ფალანგისტების საველე მეთაურად. მან მონაწილეობა მიიღო პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციას (პგო) და პროგრესული სოციალისტური პარტიის (პსპ) წინააღმდეგ ბრძოლებში, მათ შორის ომის პირველი ეტაპის ყველაზე დიდ ბრძოლაში —თელ ზაატარის ალყაში . რამდენჯერმე დაიჭრა. მსახურობდა BG ელიტურ ქვედანაყოფში მისი ბიძის ბაშირ ჯემაიელ უმცროსის მეთაურობით.ასრულებდა პიერ ჯემაიელისა და უილიამ ჰაუის საგანგებო დავალებებს. ფუად აბუ ნადერმა გამოავლინა გამორჩეული სამხედრო და ორგანიზატორული თვისებები. ფალანგისტთა მილიციაში მიიჩნევდნენ, რომ მას ბრძოლა არასოდეს წაუგია.
1976 წელს მემარჯვენე ქრისტიანულმა ძალებმა—ქათაიბმა, ეროვნულ-ლიბერალურმა პარტიამ, კედრების მცველებმა, თანზიმმა, ლიბანის ახალგაზრდულმა მოძრაობამ —შექმნეს ლიბანური ფრონტის პოლიტიკური კოალიცია „ლიბანის ძალების“ სამხედრო ფრთასთან. ფუად აბუ ნადერი გახდა ლიბანის ძალების ოპერატიული სარდლობის ერთ-ერთი ლიდერი. მან ითამაშა ერთ-ერთი მთავარი როლი 1981 წლის უდიდეს —ზაჰლას ბრძოლაში.
„”თუ ვინმეს ჩვენი წინააღმდეგობის უმაღლესი მედლით დავაჯილდოვებდი, მე ამ ჯილდოს ნამდვილად მივაგდებდი ჩვენს უდიდეს მებრძოლ ფუად აბუ ნადერს.“
ბაშირ ჯემაიელი“
|
1982 წლის აგვისტოში ბაშირ ჯემაიელი აირჩიეს ლიბანის პრეზიდენტად. იგი მალე დაიღუპა ტერაქტის შედეგად. გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, ჯემაიელ უმცროსმა ლიბანის ძალებისა და ფალანგისტური მილიციის მეთაურობა გადააბარა ფადი ფრემს. ფუად აბუ ნადერი დაინიშნა „ლიბანის ძალების“ შტაბის უფროსად.
პალესტინური წყაროებმა ფუად აბუ ნადერი საბრასა და შატილაში გამართულ არეულობასა და ხოცვა-ჟლეტებში დაადანაშაულეს, თუმცა მისი უშუალო მონაწილეობა არაა დადასტურებული. [3][4]
1983-1984 წლების მთის ომში სირიის ჯარების, დრუზების მილიციისა და ამალის წინააღმდეგ წარუმატებელი მოქმედებების შემდეგ ფადი ფრემი გადააყენეს დაკავებული თანამდებობიდან. „ლიბანის ძალებს“ სათავეში ფუად აბუ ნადერი ჩაუდგა. მან მოახერხა სიტუაციის სტაბილიზაცია პრო-სირიული ძალების წინსვლის შეჩერებით.
განხეთქილების წლები. ბრძოლა სირიის ოკუპაციის წინააღმდეგ
რედაქტირება1985 წლის ბოლოს (პიერ ჯემაიელის გარდაცვალებიდან ცოტა ხნის შემდეგ) ქათაიბისა და „ლიბანის ძალების“ ხელმძღვანელობაში განხეთქილება მოხდა. ელიე ჰობეიკა და სამირ ჯააჯა აჯანყდნენ ამინ ჯემაიელის (იმ დროს ლიბანის პრეზიდენტი) და ფუად აბუ ნადერის წინააღმდეგ. ფუად აბუ ნადერს ჰქონდა რესურსი აჯანყების ჩასახშობად, მაგრამ უარი განაცხადა სამხედრო წინააღმდეგობაზე და გადადგა.[5]
„„როგორ ავუხსნა დედებს, რატომ დაიღუპნენ მათი ვაჟიშვილები? იმისათვის, რომ „ლიბანის ძალების“ ხელმძღვანელად დავრჩე?“
ფუად აბუ ნადერი“
|
ჰობეიკასა და ჯააჯას შორის წარმოიშვა უთანხმოება, რომლის დროსაც 1986 წლის იანვარში ჯააჯამ გაიმარჯვა. ამის შემდეგ, ჰობეიკა კიდევ უფრო დაუახლოვდა სირიის ხელისუფლებას და სპეცსამსახურებს.
ფუად აბუ ნადერი რჩებოდა კატაიბის გამოჩენილ პოლიტიკოსად. იგი ყველანაირად ცდილობდა დაეცვა ლიბანის დამოუკიდებლობა სირიისგან. მან მკაცრად დაგმო ჰობეიკას მიერ დამასკოში დადებული შეთანხმებები. 1989 წელს ფუად აბუ ნადერმა უარყო ტაიფის ხელშეკრულება პოლიტიკური დარეგულირების შესახებ, რადგან მიაჩნდა, რომ შეთანხმების მიხედვით, ლიბანზე სირიის კონტროლი ლეგიტიმურად ითვლებოდა. ფუად აბუ ნადერი ხელმძღვანელობდა საპროტესტო აქციებს ტაიფის ხელშეკრულებების წინააღმდეგ.
1990 წელს ფუად აბუ ნადერმა მხარი დაუჭირა გენერალ მიშელ აუნის ანტისირიულ აჯანყებას. ამასთან, იგი სწრაფად გადაიზარდა მემარჯვენე ქრისტიანების მორიგ შიდა კონფლიქტში—გენერალ აუნსა და სამირ ჯააჯას შორის. ფუად აბუ ნადერი წარუმატებლად ცდილობდა ამ შეტაკების აღკვეთას.
1990-2005 წლების სირიის ოკუპაციის დროს დაიწყო ფუად აბუ ნადერის სამართლებრივი დევნა, იგი გააძევეს ქათაიბიდან და აიძულეს ემიგრაციაში წასულიყო. ამასთან, მან მოახერხა ფალანგისტული სამოქალაქო ომის ვეტერანების ავტორიტეტული ჯგუფის გაერთიანება და შექმნა ე.წ. "ოპოზიციური კატაიბი". ის იყო ანტისირიული საპროტესტო აქციების, მათ შორის სტუდენტური აქციების ორგანიზატორი. 1990 წელს მასობრივი ანტისირიული ნაციონალისტური დემონსტრაციები ბააბდაში (მთიანი ლიბანი) ფუად აბუ ნადერის ხელმძღვანელობით გაიმართა.[6]
კედრების რევოლუცია და კატაიბში დაბრუნება. განმათავისუფლებელი ფრონტის დაარსება
რედაქტირება2005 წელს ფუად აბუ ნადერი აქტიურად მონაწილეობდა კედრების რევოლუციაში. მან კატაიბის წევრის სტატუსი აღიდგინა და დაიკავა სოციალ-დემოკრატიული პოზიცია პარტიაში. მისი ინიციატივით, 2007 წელს შეიქმნა თავისუფლების ფრონტი— მოძრაობა ლიბანის სუვერენიტეტისკენ, სირიისგან სრული დამოუკიდებლობა, ქრისტიანული საზოგადოების ერთიანობა, კონსტრუქციული დიალოგი მუსულმანებთან, ეთნიკური და კონფესიური თანასწორობა და სოციალ-დემოკრატიული გარდაქმნები ფრონტი შარლ მალიქის იდეოლოგიური ტრადიციების გამგრძელებელია
ამავდროულად, ფუად აბუ ნადერი კატაიბის ტრადიციის ერთგული რჩება:
„„ფალანგა ამაყობს თავისი წარსულით“.“
|
ფუად აბუ ნადერი ლიბანში სირიის ინტერვენციისა და ისლამისტური დაჯგუფების ჰეზბოლას ერთგული მოწინააღმდეგეა. მას უარყოფითი დამოკიდებულება აქვს სირიელი დევნილების ლიბანში ყოფნასთან დაკავშირებით. ამასთან, იგი ემხრობა სირიასთან კონფლიქტების მოგვარებას სამშვიდობო შეთანხმებების საფუძველზე. მხარი დაუჭირა შეთანხმებას, რომელიც მიშელ აუნის თავისუფალმა პატრიოტულმა მოძრაობამ დადო ჰეზბოლასთან. ფუად აბუ ნადერი ითხოვს ლიბანში სამოქალაქო ეროვნული გვარდიის შექმნას, ჰეზბოლას რიგითი მებრძოლების ინტეგრაციასა და ორიენტაციის შეცვლას.[7]
2006 წლის "სარაკეტო ომის" დროს, ფუად აბუ ნადერმა მოუწოდა გაეროს დახმარებოდა ლიბანის ხელისუფლებას მშვიდობის დამყარებაში, ჰეზბოლას განიარაღებასა და სასაზღვრო კონტროლის დაამყარებაში სირიასა და ისრაელთან.
2014 წელს ფუად აბუ ნადერმა ჰასან აბუ ჯუდას გადააბარა თავისუფლების ფრონტის ოფიციალური თავმჯდომარეობა. ამ ნაბიჯს პოლიტიკური ცვლილებები არ გამოუწვევია, რადგან ახალი თავმჯდომარე აბუ ნადერის პოზიციებს სრულად იზიარებს.
2019 წლის საპროტესტო აქციები
რედაქტირება2019 წლის ოქტომბერში ლიბანში მასიური საპროტესტო გამოსვლები დაიწყო, რომელშიც მილიონზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა. აქციის მონაწილეები გამოვიდნენ პოლიტიკური ელიტის ყველა დაჯგუფების წინააღმდეგ. მათ მკაცრი ფორმით გამოხატეს უნდობლობა ყველა ცნობილი პოლიტიკოსის მიმართ. ერთადერთი გამონაკლისი იყო ფუად აბუ ნადერი.
დამკვირვებლებმა აღნიშნეს, რომ მას - და მხოლოდ მას - დემონსტრანტები "ხელებგაშლილი" ხვდებოდნენ, ხოლო სხვა პოლიტიკოსები, მათ შორის მისი დიდი ხნის თანამოაზრეები, "ვერ ბედავდნენ ცხვირის გაყოფას ქუჩაში." ეს განპირობებული იყო ფუად აბუ ნადერის აქტიური სოციალური პოზიციით, მისი ორგანიზაციების კონკრეტული მუშაობით ღარიბი მოსახლეობის დასახმარებლად.[8]
ბიზნესი და საზოგადოებრივი საქმიანობა
რედაქტირებაფუად აბუ ნადერი პოლიტიკურ საქმიანობასთან ერთად აქტიურად არის ჩართული მედიცინასა და ბიზნესში. იგი გახლავთ კომპანია Tanit-ის ხელმძღვანელი, რომელიც ახორციელებს სამედიცინო აღჭურვილობის საერთაშორისო გადაზიდვებს.
ფუად აბუ ნადერი ხელმძღვანელობს რამდენიმე სოციალური ასოციაციისა და საქველმოქმედო ორგანიზაციას. იგი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის განვითარებას, ასევე ატარებს სიმბოლურ აქციებს— მაგალითად, კედრების დარგვა ტერორისტული თავდასხმების დროს დაღუპულთა ხსოვნისთვის.
პირადი ცხოვრება
რედაქტირებაფუად აბუ ნადერი დაქორწინებულია და ჰყავს სამი ვაჟი და ქალიშვილი. მისი და დაქორწინებულია ფადი ფრემზე.[9]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Fouad Abou Nader
- ↑ الدكتور فؤاد ابو ناضر يقلّب الصفحات الساخنة (არაბ.)
- ↑ SHARON DID NOT ORDER THE SABRA AND SHATILLA MASSACRES
- ↑ نلاحق سفّاحي صبرا وشاتيلا من الصهاينة، فمن يلاحق منفّذيها من عصابة القوات اللبنانيّة (არაბ.)
- ↑ Fouad Abou Nader répond à Geagea
- ↑ HISTOIRE DES FORCES LIBANAISES. Histoire des milices et des partis chrétiens de 1975 à nos jours / FOUAD ABOU NADER (ფრანგ.)
- ↑ Fouad Abou Nader : «Au Liban, les réfugiées syriennes mettent presque autant d’enfants au monde que les Libanaises»[მკვდარი ბმული]
- ↑ Une seule personnalité politique défile avec les manifestants (ფრანგ.)
- ↑ Fady Frem
- ↑ Fanoos Encyclopedia / Fouad Abou Nader