მარონიტები

(გადამისამართდა გვერდიდან მარონიტი)

მარონიტები (არაბ. الموارنة, ლათ. Ecclesia Maronitarum) — ქრისტიანული რელიგიური თემების წარმომადგენლები, რომლებიც ძირითადად ლიბანში ცხოვრობენ; ემორჩილებიან ვატიკანს; თემები წარმოიშვა სირიაში V-VI საუკუნეებში აღმოსავლური ეკლესიის განხეთქილების შედეგად (ლეგენდარული დამაარსებლის მარ მარონის სახელის მიხედვით). რელიგიურად ლიბანელი ქრისტიანები სხვადასხვა მიმდინარეობას მიეკუთვნებიან, თუმცა უმრავლესობა მარონიტები არიან – კათოლიციზმის ლიბანური ვერსიის მიმდევრები. ქრისტიანების გარდა, ლიბანის მთავარი ეთნო-რელიგიური ჯგუფები არიან სუნიტები, შიიტები და დრუზები.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება