ფრონისპირეთი, ფრონისპირეთის ქვერაიონიშიდა ქართლის ვაკის დასავლეთი ქვერაიონი. წარმოადგენს კოლხეთის ოლქში მოქცეული ძირულის კრისტალური მასივის განაპირა აღმოსავლურ ნაწილს. აღმოსავლეთიდან შემოფარგლულია ლიახვის მარჯვენა სანაპიროთი, სამხრეთით — დოღლაურისა და ტირიფონის ვაკეების ჩრდილოეთ კიდეებით.[1] ძველი კრისტალური ქანები აქ ზოგან უშუალოდ ზედაპირზე გამოდის, ზოგან კი დაფარულია ცარცული და მესამეული ნალექებით. ფრონისპირეთის ზედაპირი მაქსიმალურ აბსოლუტურ სიმაღლეს ჩრდილო-დასავლეთით აღწევს, ლიხის ქედის თხემურ ზოლში (ზღვის დონიდან 1300–1400 მ). უკიდურეს ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე მთები ლოხონი და პერანგა თითქმის 2000 მეტრამდეა. სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ რელიეფი დაბლდება 700–900 მეტრმდე. რელიეფის ეს ერთობლივი დახრა მკაფიოდაა არეკლილი მდინარეთა ეროზიული ხეობების სამხრეთ-აღმოსავლური მიმართულებით. ხეობები და მათი გამყოფი წაბრტყელებული სერ-ბექობები განსაზღვრავენ შიდა ქართლის ამ ქვერაიონის რელიეფის ძირითად თავისებურებას. მდინარე ფრონეს ხეობის ზემო ნაწილების გარდიგარდმო მდებარეობს ყორნისის ქვაბული, რომელიც წარმოქმნილია მესამეულ ნალექებში გამომუშავებული ეროზიული ღრმულების შეერთებითა. ზედა ცარცულ კირქვებზე (სოფლების ნულის, ბრილის, თიღვას მიდამოებში) განვითარებულია კარსტული ფორმები.[2]

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება
  1. გვასალია ჯ., ფრონის ხეობათა ისტორიული გეოგრაფიის საკითხები // საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული, ტ. VII, თბ.: „მეცნიერება“, 1989. — გვ. 3, ISBN 5-520-00154-5.
  2. რუისის ქარის ელექტროსადგური. mepa.gov.ge (29 მარტი, 2020). ციტირების თარიღი: 17 აპრილი, 2021